ავტოინდუსტრიის ანალიტიკოსი გვაფრთხილებს, რომ “ტესლაზე”, ელექტრომობილების ნომერ პირველ ბრენდზე, იარაღებია მომართული და ისინი, არც თუ ისე შორეულ მომავალში წარმატებასაც მიაღწევენ.
ავტო ანალიტიკოსი, ჯონ მერფი Yahoo Finance Live-ზე აცხადებს:
“მოველით, რომ ტესლას ბაზრის წილი ელექტრომობილებში დაახლოებით 70%-დან 20%-მდე შემცირდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ბაზრის დიდი წილის დაკავებას Ford-სა და General Motors-ს უწინასწარმეტყველებენ”.
მაშინ, როცა Tesla-მ ცოტა ხნის წინ დაასრულა შთამბეჭდავი სამუშაო წელი, გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ მისი ბაზრის წილი იკლებს, რადგან კონკურენტები ჩქარობენ EV მოდელების გამოშვებაზე.
Experian-ის უახლესი მონაცემების თანახმად, Tesla-ს მეორე კვარტალში ელექტრომობილების რეგისტრაციების 66.3% ჰქონდა მიმდინარე წლის, რაც დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა 79.5% იყო მისი მაჩვენებელი. GM-ის მფლობელობაში მყოფმა Chevrolet-მა დაინახა, რომ მისი წილი ელექტრომობილების რეგისტრაციებში გაიზარდა 9,6%-მდე, რაც მეტია, ვიდრე ერთი წლის წინათ. Ford-მა, Nissan-მა და Audi-მ ასევე დაიკავეს ბაზრის წილი ელექტრომომარაგების ინდუსტრიაში.
თავის მხრივ, Ford და GM ამბობენ, რომ აქვთ დაახლოებით 200,000 ჯავშანი ელექტრომობილზე. ცალკე კი, Farley დასძენს, რომ 600,000 ერთეულისკენ მიისწრაფვის მომდევნო 22 თვის განმავლობაში.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მეორე ადგილზე დაგვაყენებს ელექტრომობილობაში” – წერს Farley.
იმავდროულად, General Motors-მა ამ კვირაში მოიპოვა ოპტიმისტური შედეგები, თავის პირველ ელექტრო პიკაპზე მოთხოვნებთან დაკავშირებით.
”ჯერჯერობით დაჯავშნილია 110,000-ზე მეტი Silverado EV, მათ შორის 240-ზე მეტი ფლოტის ოპერატორებისგან იქნა დაჯავშნილი და რიცხვი ყოველდღიურად იზრდება”, – თქვა GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი ბარამ მოგების პროგნოზებზე.
წყარო: finance.yahoo