• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ამაზონის აქციები 15%-ით გაიზარდა შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ, Prime-ის საწევრო გადასახადი იზრდება

თებერვალი 8, 2022
in სიახლეები
ამაზონის აქციები
გაზიარება

ამაზონმა (AMZN) მე-4 კვარტლის მოგება გამოაცხადა, რამაც ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian-ის მოლოდინები ნაწილობრივ შეაფერხა, რომელშიც ამაზონს ინვესტიცია ჰქონდა. ელექტრონული კომერციის გიგანტმა ასევე გამოაცხადა, რომ გაზრდის პრემიერ საწევრო გადასახადს $139-მდე წელიწადში და  $119-დან აშშ–ში. აქციები განსაკუთრებით იზრდება არასამუშაო საათებში. 

Amazon Prime-ის გაშვების შემდეგ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ელექტრონული კომერციის გიგანტი გადასახადის ზრდას აცხადებს აშშ–ში, ყოველწლიური მიწოდების სერვისისთვის. მან 2014 და 2018 წლებში ყოველ ჯერზე 20 დოლარით გაზარდა გადასახადი. გამოცხადებული ფასის ცვლილება ახალი წევრებისთვის 18 თებერვლიდან ამოქმედდება. არსებულ წევრებზე საფასური მათი განახლების თარიღის, 25 მარტის შემდეგ აისახება.

კომპანიის წმინდა შემოსავალი გასულ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა, ძირითადად Rivian-ში ინვესტიციის გამო. ამაზონმა გამოაცხადა 14,3 მილიარდი დოლარის წმინდა შემოსავალი მეოთხე კვარტალში, ხოლო 2020 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, შემოსავალი 7,2 მილიარდი დოლარი იყო.

ამაზონის წმინდა გაყიდვები მეოთხე კვარტალში 9%-ით გაიზარდა და 137,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 125,6 მილიარდ დოლართან შედარებით.

ამაზონის ვებსერვისების ერთეულმა კვარტალში 17,78 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა, 17,23 მილიარდი დოლარის მოლოდინთან შედარებით.

კომპანიის პირველი კვარტლის შემოსავლის პროგნოზი 112-117 მილიარდი დოლარია. 

Jefferies-ის ანალიტიკოსი ბრენტ ტილი, ინვესტორებისთვის განკუთვნილ ამ კვირის დასაწყისში შენიშვნაში წერს: “სავარაუდოა, რომ შრომის მჭიდრო ბაზარი ზრდის ხარჯებს მომდევნო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში”. მაშინ, როცა მწვავე პანდემიური ფონია, ამაზონი გვთავაზობს დასაქმების ბონუსებს და მაღალ ხელფასს მუშების მოსაზიდად. გასულ წელს კომპანიამ დახარჯა მილიარდები COVID-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო.

თავის მხრივ, BofA-მ ამ კვირაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ყიდვის რეიტინგი აქციებზე და თქვა, რომ ის კვლავ FANG საუკეთესო არჩევანია 2022 წლისთვის.

Street ყურადღებას ამახვილებს შრომის ხარჯებზე, მიწოდების ჯაჭვის საკითხებზე და ამაზონის აღმასრულებელ ცენტრებში ინვესტიციებთან დაკავშირებულ ხარჯებზე. მომხმარებლები მიისწრაფვოდნენ ონლაინ ყიდვისკენ პანდემიის პერიოდში, რაც ზრდის შრომისა და მიწოდების ხარჯებს. აქციამ 2021 წელს S&P 500-ის დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა. ყველა 59 ანალიტიკოსს, რომელსაც “ბლუმბერგი” ადევნებს თვალყურს, აქვს Buy-ის რეიტინგი ამაზონზე, საშუალო ფასი – 4100 დოლარით თითო აქციაზე. აქცია ამჟამად დაახლოებით 2785 დოლარად იყიდება.

ამ კვირაში სხვა მსხვილი ტექნოლოგიური სახელებიც მოექცნენ ყურადღების ქვეშ, როგორებიცაა: Alphabet, Apple, Microsoft და Meta, რომლის აქციებმაც ამ კვირაში იმედგაცრუება განიცადა.

წყარო: finance.yahoo

წინა

S&P 500-ის წლის საუკეთესო კვირის შემდეგ საფონდო ფიუჩერსები იცვლება

შემდეგი

Tesla-ს ბაზრის წილი დაცემის რისკის ქვეშ იმყოფება

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
ილონ მასკი ტესლას პრეზენტაციაზე

Tesla-ს ბაზრის წილი დაცემის რისკის ქვეშ იმყოფება

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved