• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

წელს Tesla-ს კაპიტალური დანახარჯები $9 მილიარდს გადააჭარბებს

ოქტომბერი 24, 2023
in სიახლეები
წელს Tesla-ს კაპიტალური დანახარჯები $9 მილიარდს გადააჭარბებს
გაზიარება

გუშინ Tesla-ს მენეჯმენტმა, SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) 10-Q დოკუმენტის1 წარდგენისას გამოავლინა, რომ მიმდინარე წელს ელექტრომობილების (EV) მწარმოებლის კაპიტალური დანახარჯები $9 მილიარდს გადააჭარბებს, ძირითადად ქარხნების განახლების გამო.

ოსტინში, ტეხასში დაფუძნებული ელექტრომობილების კომპანიის მენეჯმენტი წინა დოკუმენტის წარდგენისას $7-$9 მილიარდის კაპიტალურ დანახარჯებს პროგნოზირებდა. ამასთან, Tesla-ში მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო ორი ფისკალური წლის განმავლობაშიც $7-$9 მილიარდს შეადგენდა. Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კაპიტალური ხარჯების ზრდის პოტენციურ მამოძრავებელ ძალას მასალების ფასების მატება, ამასთან მიწოდების ჯაჭვისა და შრომის ხარჯების ზრდა წარმოადგენს.

კომპანიაში ასევე განაცხადეს: „ჩვენ ერთდროულად მრავალი მიმართულებით ვმუშაობთ — ვამატებთ ახალ პროდუქტებს, ვაშენებთ ან ვაფართოებთ საწარმოო ობიექტებს სამ კონტინენტზე, ვატარებთ პილოტირებას ბატარეების ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და წარმოებაში, ვაფართოებთ სუპერდამტენების ქსელს, ინვესტიციას ვახორციელებთ ავტომობილების ავტოპილოტის ფუნქციაში და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ სხვა პროდუქტებში. ჩვენი კაპიტალური დანახარჯები კი შეიძლება საერთო პრიორიტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“.

მესამე კვარტალში Tesla-მ 430,488 ელექტრომობილი (დაახლოებით 417,000 Model 3 და Y; თითქმის 14,000 Model S და X) გამოუშვა, რაც 18%-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს. ამასთან, კომპანიამ ბაზარს მიაწოდა 435,059 მანქანა (419,000-ზე მეტი Model 3/Y და თითქმის 16,000 Model S/X), რაც 27%-იან ზრდას წარმოადგენს. თუმცა ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე — 455,000-ზე ნაკლები აღმოჩნდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა ინვესტორები გააფრთხილა წარმოების შენელების შესახებ, რაც ტეხასისა და ჩინეთის ქარხნების დროებით დახურვით იქნება გამოწვეული. Tesla ორიენტირებულია ქარხნების ახალი ტექნიკით აღჭურვაზე, რათა ის განახლებული Model 3 სედანისა და Cybertruck-ის წარმოებისთვის მოემზადოს. Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ინარჩუნებს მიზანს, ფუტურისტული გარეგნობის პიკაპის — Cybertruck-ის მიწოდება წლის ბოლომდე დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში Tesla-ს მოგებამ $1.88 მილიარდი შეადგინა. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $3.33 მილიარდს აღწევდა. მოგება კომპანიის მიერ იანვარში დაწყებულმა საფასო ომმა დააზარალა. Tesla-მ აირჩია სტრატეგია, ელექტრომობილების გაყიდვები ფასების შემცირების გზით გაზარდოს.

Tesla-ს ხელმძღვანელობამ ასევე ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ რისკებს. მასკმა ჩრდილოეთ მექსიკაში ახალი ქარხნის მეშვეობით გაფართოების შესახებ განაცხადა, რომ, შესაძლოა, მშენებლობის პროცესი 2024 წლის პირველ ნახევრამდე არ დაიწყოს.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $218.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $253.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.


[1] ფინანსური საქმიანობის ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც ყველა საჯარო კომპანიამ SEC-ში კვარტალურად უნდა წარადგინოს.

წინა

რას ნიშნავს პორტფელის ბრუნვა?

შემდეგი

რას ნიშნავს „ფულის ილუზია“?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს „ფულის ილუზია“?

რას ნიშნავს „ფულის ილუზია“?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved