უკრაინა, კერძოდ კიევი, ბოლო წლების განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ურკაინის 43 მილიონიანი მოსახლეობა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მოსახლეობაზე ნაკლებია, მას დაახლოებით 200 000 პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ჰყავს.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებმა დაიქირავეს დეველოპერები უკრაინაში, ამ სფეროში სპეციალისტთა გლობალური დეფიციტის, უკრაინელი დეველოპერების ხარისხისა და იმ ფაქტის გამო, რომ ამ პროფესიით მომუშავე ადამიანების ხელფასები უკრაინაში უფრო დაბალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში.
უკრაინაში არსებული ვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს არაერთ საჯარო ტექნოლოგიურ კომპანიაზე. რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კიევსა და სხვა ქალაქებში დეველოპერებმა სცადეს ქვეყნის დატოვება ან მუშაობა შეწყვიტეს.
აქციების უმრავლესობა, რომლებსაც ურკაინასთან პირდაპირი კავშირი აქვთ, ალბათ, ისრაელის ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია. მათთვის უკრაინის ტერიტორია სამი მიზეზით არის მიმზიდველი: 1. უკრაინისა და ისრაელის სასაათო ზონები ახლოს არის; 2. ეს ორი ქვეყანა ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს, რაც ვიზიტებს უფრო დაბალხარჯიანს ხდის; 3. ისრაელმა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან მიგრანტების დიდი რაოდენობა მიიღო მის დაშლამდე და დაშლის შემდეგ პერიოდშიც, ამიტომ უკრაინელ დეველოპერებთან კომუნიკაცია ისრაელის კომპანიებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე ამერიკული კომპანიებისთვის. (თუმცა ბევრი უკრაინელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას).
Al-Monitor-ის თანახმად, ისრაელის ტექნოლოგიურ ფირმებში 20 000-მდე უკრაინელია დასაქმებული. ისრაელის ვებსაიტებისა და ელექტრონული კომერციის პროვაიდერ – Wix-ს, ისევე, როგორც სათამაშო კომპანია – Playtika-ს, უკრაინაში დაახლოებით 1000 პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ჰყავს.
აი იმ კომპანიების მოკლე სია, რომელთა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ უკრაინელი დეველოპერები შეადგენენ:
- ironSource
- Playtika
- SimilarWeb
- WalkMe
- Wix
Fiverr-მა განაცხადა, რომ მისი დეველოპერების 15%-ზე ნაკლები უკრაინიდან არიან. მათ ასევე დაამატეს, რომ კომპანია, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რომ დასაქმებულებს უსაფრთხო გარემო შეუნარჩუნოს. მათი თქმით, გასულ კვირას ისინი თანამშრომლების ნაწილს უკრაინიდან ევაკუაციაში დაეხმარნენ და აგრძელებენ ასეთი ვარიანტის თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის შეთავაზებას.