• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რუსეთის შეჭრა და მისი თანმდევი დამანგრეველი შედეგები საფონდო ბირჟაზე

აი როგორ არყევდა ბაზრებს დიდი გეოპოლიტიკური შოკები

მარტი 1, 2022
in სიახლეები
რუსეთის შეჭრა და მისი თანმდევი დამანგრეველი შედეგები საფონდო ბირჟაზე
გაზიარება

რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული მზარდი კონფლიქტი ბაზარზე დიდ ცვლილებებს იწვევს და ანალიტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, საფონდო ბირჟაზე მასიური გაყიდვები შეიძლება გაძლიერდეს. თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ ბაზარზე ზეწოლა ხანმოკლე იქნება, ყოველ შემთხვევაში ისტორია ამას გვასწავლის.

Wendbush-ის ანალიტიკოსმა – დენ აივსმა ხუთშაბათს, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამ აქციებზე ზეწოლა გააძლიერა და მნიშვნელოვნად გააძლიერა ფრთხილი საბაზრო გარემო. ეს განცხადება აივსმა სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც Nasdaq-მა ნოემბერში დაფიქსირებული მაქსიმუმიდან 20%-ით დაიკლო. მან ასევე თქვა, რომ გეოპოლიტიკური შოკების დროს ბაზარზე პანიკის დრო არ არის და 2000 წლიდან მსგავსი მასიური გაყიდვები ტრადიციულად წარმოადგენდა კარგი შესყიდვის შესაძლებლობას ისეთი მსხვილი, მოგებიანი ტექნოლოგიური აქციებისთვის, როგორებიც არის Microsoft, Apple და Adobe. ამ სენტიმენტს კვირის დასაწყისში Bank Of America-ს ანალიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.

LPL-ის ფინანსური ბაზრის მთავარი სტრატეგი – რაიან დეტრიკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი მთლიანობაში შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს, აქციები სავარაუდოდ გაუძლებენ გეოპოლიტიკურ შოკებს. იგი დასძენს, რომ ასეთ შემთხვევებში აქციები, როგორც წესი, რამოდენიმე კვირაში უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, S&P 500 ინდექსი, რომელმაც ოთხშაბათს 2%-ით დაიკლო, 11 დღის განმავლობაში თითქმის 12%-ით შემცირდა. თუმცა, ეს დანაკარგები ერთ თვეშივე ანაზღაურდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომში ჩაერთო.

1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისიდან ერთ დღეში S&P 500 თითქმის 7%-ით შემცირდა, მაგრამ ზარალი 4 დღეში აინაზღაურა.

1941 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც იაპონია პერლ ჰარბორს თავს დაესხა, S&P 500  6 თვის განმავლობაში 19.8%-ით შემცირდა, რამაც აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა გამოიწვია. ინდექსი 307 დღეში დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ ომი 4 წელიწადს გაგრძელდა.

Ally Invest-ის ბაზრების მთავარმა სტრატეგმა – ლინდსი ბელმა თქვა, რომ ისტორიულად გეოპოლიტიკური მდგომარეობის ასეთი დამძიმება ბაზრებზე რყევებს იწვევდა და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, აქციები ზღვარზე იქნება. მისივე თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ზემოქმედება ხამოკლეა და მხოლოდ ერთიდან სამ თვემდე გრძელდება. ისტორიულად, ასეთი მოვლენიდან 12 თვის შემდეგ ბაზარი უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.

ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების შესახებ ბრძანება გასცა, რასაც მალევე უკრაინაში აფეთქებების შესახებ ცნობები მოჰყვა. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამოდენიმე ათეული დაიჭრა. ამ ინფორმაციის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე ფიუჩერსების ფასი მაშინვე დაეცა. სამივე ძირითადი ინდექსი 2%-ზე მეტით შემცირდა. Vital Knowledge Media-სთან ხუთშაბათის ჩანაწერში, ანალიტიკოსი ადამ ქრისაფული წერს, რომ როდესაც ფედერალური სისტემა ცდილობს გაუმკლავდეს იმ პანდემიურ სტიმულებს, რომლებმაც აქციების ყველა დროის მაქსიმუმამდე ზრდა გამოიწვია, ბაზრის მგძნობელობა გეოპოლიტიკური შოკების მიმართ გაზრდილია.

CFRA Research-ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგის – სემ სტოვალის თქმით, ბაზარი გვთავაზობს მინიშნებებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იძლევა გარანტიას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო 60 დღის განმავლობაში ბაზარი შემთხვევების 83%-ში კორექტირებული ზონიდან  გამოვიდა. სემი დასძენს, რომ თუ ბაზარი უახლოეს დღეებში ან კვირებში აღდგენის ნიშნებს გამოავლენს, შეიძლება კორექციამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

წინა

რუსეთის ცენტრალური ბანკი, არარეზიდენტებისთვის ვაჭრობის აკრძლავით, არეულობისთვის ემზადება

შემდეგი

რომელ ტექნოლოგიურ კომპანიებს გააჩნია უკრაინასთან პირდაპირი წვდომა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რომელ ტექნოლოგიურ კომპანიებს გააჩნია უკრაინასთან პირდაპირი წვდომა?

რომელ ტექნოლოგიურ კომპანიებს გააჩნია უკრაინასთან პირდაპირი წვდომა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved