• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომავალს აშენებს

ივლისი 25, 2022
in სიახლეები
ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომავალს აშენებს

New Economy

გაზიარება

ბევრი ტექნოლოგიური კომპანია სწრაფად იზრდება და, შესაძლოა, ისინი კარგი გრძელვადიანი ინვესტიციები იყოს. სულ უფრო რთული ხდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიების პოვნა, რომლებსაც თავიანთ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია.

გადახედეთ Fiverr International-ს, რათა გაიგოთ, თუ როგორ ცვლის ეს კომპანია სამყაროს თქვენს თვალწინ.

Fiverr International

ფრილანს (შტატგარეშე მუშაობა) სერვისების სპეციალისტი – Fiverr International 2020 წელს გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცა. მას შემდეგ, რაც მთელს მსოფლიოში მთავრობებმა კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების გასაკონტროლებლად ლოკდაუნის გადაწყვეტილება მიიღეს, ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ხელთ ძალიან ბევრი დრო ჰქონდა, ხოლო საქმე – ცოტა. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლებამ ზოგიერთ ადამიანს შემოსავალი შეუზღუდა, ამიტომ მრავალმა მათგანმა ინტერნეტში თავისუფალი სამუშაო შესაძლებლობების მოძიება დაიწყო. იმავდროულად, ყველა დონის კომპანია, დაწყებული ახალბედებით, დამთავრებული გიგანტებით, კორპორატიულ ბიუჯეტს მჭიდროდ იცავდა. შედეგად მივიღეთ მყიდველი-გამყიდველის განტოლების ორივე მხრიდან ინტერესის უნიკალური ზრდა შტატგარეშე სერვისების მიმართ. ასე რომ, Fiverr-ის ბიზნესი შთამბეჭდავად გაიზარდა.

Fiverr International

ასევე გაიზარდა კომპანიის აქციების ფასი, რომელიც ჩვეულ მდგომარეობას 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდა. ბევრმა ინვესტორმა მიიჩნია, რომ Fiverr-ის დიდების დრო დასრულდა და ბიზნესი ისეთი კარგი აღარასოდეს იქნება, როგორც პანდემიის საწყის ფაზაში. 2021 წლის დასაწყისის ამაღელვებელ მაჩვენებლებს 2022 წლის ივლისში Fiverr-ის აქციების ფასი 90%-ით ჩამორჩება.

მაგრამ Fiverr-ის რეალურ ბიზნესს ეს დარტყმა არ მიუღია. კომპანიის ბოლო გაყიდვები 2020 წლის აბსოლუტური პიკიდან თითქმის სამჯერ გაიზარდა და თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) დღესდღეობით 67%-ით მეტია.

Fiverr International Ltd Revenue (TTM) & Free Cash Flow % Change

Fiverr სერვისების დამატებას და თქვენი უნარების პოპულარიზაციისთვის ახალი გზების პოვნას აგრძელებს. ეს კომპანია წამყვანი ძალაა ე. წ. gig ეკონომიკაში (თავისუფალი ბაზრის სისტემა, რომელშიც დროებითი თანამდებობები საერთოა და ორგანიზაციები მუშაკებს მოკლევადიანი ვალდებულებებისთვის ქირაობენ. ტერმინი „gig” არის ჟარგონული სიტყვა სამუშაოსთვის, რომელიც განსაზღვრული დროის განმავლობაში გრძელდება) , რომელმაც პანდემიისგან სასარგებლო სტიმული მიიღო, მაგრამ დიდი სიჩქარით ზრდას ახლაც განაგრძობს. ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ ეს სამუშაოს მომავალია. Fiverr და სექტორის სხვა წარმომადგენლები მთელ კონცეფციას ახალი მიმართულებით წარმართავენ და, როგორც ჩანს, ეს ცვლილებები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება.

Fiverr ლოდინად ღირს

ინვესტორები მომთმენნი უნდა იყვნენ, რადგან ეს ტექნოლოგიური კომპანია აყალიბებს მომავალს ისეთი ფუნდამენტური კონცეფციებისთვის, როგორიც არის სამუშაო ადგილები და ფული. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ფასების მოკლევადიანი ზრდა უნდა აღინიშნოს, არ უნდა დანებდეთ, თუ სრულ აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება ან აქციების ფასი დროებით დაეცემა. ამ ინოვაციური კომპანიისგან სარგებლის მიღების საუკეთესო გზა მისი აქციების რამდენიმე წლით და არა თვეებით შენარჩუნებაა. დაიმახსოვრეთ, ინვესტირება არის მარათონი და არა გარბენი მოკლე დისტანციაზე.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონზე უნდა აირიდოთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონზე უნდა აირიდოთ

3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონზე უნდა აირიდოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved