• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Super Micro Computer S&P 500 ინდექსს შეუერთდება

მარტი 12, 2024
in სიახლეები
Super Micro Computer S&P 500 ინდექსს შეუერთდება
გაზიარება

პარასკევს, 1 მარტს, სავაჭრო საათების შემდეგ, Super Micro Computer-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვერების მწარმოებელი S&P 500 ინდექსს შეუერთდება.

AI ბუმის ფონზე, სან ხოსეში, კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 217%-ით გაუმჯობესდა. Super Micro Computer-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $50 მილიარდს აჭარბებს.

ამ კომპანიასთან ერთად S&P 500-ს დაემატება Deckers Outdoor Corp. და ისინი ინდექსში ჩაანაცვლებენ Whirlpool-ს და აშშ-ის რეგიონალურ ბანკ Zion Bancorporation-ს. ეს ცვლილებები ძალაში 18 მარტს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, შევა.

როგორც წესი, S&P 500 ინდექსში დამატების შემთხვევაში, კომპანიის აქციების ღირებულება იზრდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იმ საბირჟო ვაჭრობის (ETF) და ერთობლივი საინვესტიციო ფონდების მენეჯერებს, რომლებიც ამ საორიენტაციო ინდექსის წარმადობის გამეორებას ცდილობენ, ფონდების პორტფელებში ახალი პოზიციების დამატება უწევთ.

კვარტალური შედეგები

უფრო მეტიც, Super Micro-მ AI ნარატივი თავისი ფინანსური შედეგებით გაამყარა. გასული კვარტლის ანგარიში კომპანიამ 29 იანვარს წარადგინა. Super Micro-ს მანამდე უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა წინასწარი შედეგები, ამიტომ მეორე კვარტლის ფინანსური მონაცემები გასაკვირი არ იყო, მაგრამ მენეჯმენტის პროგნოზებმა ცხადყო, რომ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმით გამოწვეული სწრაფი ზრდა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

Super Micro Computer vs Nasdaq Composite (Price % Change in February)

გასულ კვარტალში კი კომპანიის შემოსავალი წლიურად 103%-ით — $3.66 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.06 მილიარდს, ასევე მენეჯმენტის თავდაპირველ მითითებებს — $2.7-$2.9 მილიარდს.

მთლიანი მოგების მარჟა 18.7%-დან 15.4%-მდე შემცირდა, მაგრამ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $3.43-დან $5.59-მდე გაიზარდა (პროგნოზი  $4.93).

Super Micro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩარლზ ლიანგმა განაცხადა: „ჩვენ ახალი პარტნიორების დამატებას განვაგრძობთ, ამასთან ამჟამინდელ საბოლოო მომხმარებლებს უფრო მეტი სურთ Super Micro-სგან“.

რაც შეეხება მომავალს, Supermicro-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $3.7-$4.1 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $5.20-$6.01-ს (გასული წლის იმავე კვარტალში — $1.63). მთელი წლის განმავლობაში კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი 104%-ით გაიზრდება და $14.3-$14.7 მილიარდს შეადგენს (პროგნოზი — $10-$11 მილიარდი).

ანალიტიკოსების შეფასებები

Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $905.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $824.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,300.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Super Micro Computer-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 1 მარტს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

3 რამ, რაც Starbucks-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 რამ, რაც Starbucks-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

3 რამ, რაც Starbucks-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved