• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2022 წლის აქციების დაყოფის გამორჩეული მაგალითები

სექტემბერი 28, 2022
in სიახლეები
2022 წლის აქციების დაყოფის გამორჩეული მაგალითები
გაზიარება

კომპანიის მიერ აქციების დაყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საინვესტიციო საზოგადოებაში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. აქციების დაყოფის დროს კომპანია ზრდის გამოშვებულ აქციების რაოდენობას არსებული აქციების დაყოფით და თითო აქციის ფასის შემცირებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციების დაყოფა აქციების ფასებს ამცირებს, ის არ ცვლის თავად ბიზნესის ფუნდამენტურ ღირებულებას ან თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების მთლიან ღირებულებას, რადგან აქციების რაოდენობა ფასის შემცირების უკუპროპორციულად იზრდება.

მიუხედავად ამისა, მზარდი ბიზნესის აქციების დაბალი ფასები საცალო ინვესტორების დიდ ყურადღებას იპყრობს. მაგალითად, 2020 და 2021 წლებში, აქციების დაყოფის შემდეგ, Apple-ისა (1/4 შეფარდებით დაყოფა 2020 წლის 28 აგვისტოს) და Nvidia-ს (1/4 შეფარდებით დაყოფა 2021 წლის 19 ივლისს) აქციების ფასები გაიზარდა.

2022 წელს სათაურებში რამდენიმე გახმაურებული ასეთი შემთხვევა მოხვდა. დღეს კი სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.

  1. Amazon

2022 წლის მარტში Amazon-ის დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა, რომ 2022 წლის 27 მაისის მდგომარეობით კომპანიის მოქმედი აქციონერების აქციების 1/20 შეფარდებით დაიყოფოდა. წლების განმავლობაში სწრაფი და სტაბილური ზრდის შემდეგ, Amazon-ის აქციების ფასი იმ დროისთვის $2000-ს აჭარბებდა. დაყოფის შედეგად Amazon-ის თითო აქციის ფასმა $100-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ბოლოს კომპანიამ თავისი აქციები 1999 წლის 1 სექტემბერს 1/2 შეფარდებით დაყო.

  1. Alphabet

2021 წლის თებერვალში, მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას Alphabet-ის წარმომადგენლებმა აქციების 1/20 შეფარდებით დაყოფა დააანონსეს. 2022 წლის 1 ივლისს მდგომარეობით მოქმედმა აქციონერებმა 2022 წლის 15 ივლისს მათ მფლობელობაში არსებული თითოეული აქციისთვის დამატებით 19 აქცია მიიღეს. კომპანიამ ბოლო დაყოფა განახორციელა 2014 წლის დასაწყისში, სანამ კორპორაციული სახელი – Google, Alphabet-ით შეიცვლებოდა.

  1. Shopify

2022 წლის აპრილში Shopify-მ დააანონსა ცვლილებები თავის მმართველობით სტრუქტურაში, რათა ხმის მიცემის უფლება თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს – ტობი ლუტკეს შეენარჩუნებინა. ცვლილებებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს აქციების 1/10 შეფარდებით დაყოფა, რომელიც განხორციელდა 2022 წლის 28 ივნისს და ამავე წლის 22 ივნისის მდგომარეობით მოქმედ აქციონერებს შეეხო. ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმით, რომ ელექტრონული კომერციის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი მიზნად ისახავს თავისი აქციები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, რადგან ის გრძელვადიან ზრდაზეა ორიენტირებული. 2015 წლის საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Shopify-ის აქციები დაიყო.

  1. DexCom

გლუკოზის მონიტორინგის ტექნოლოგიურმა კომპანიამ DexCom-მა აქციების 1/4 შეფარდებით დაყოფა 2022 წლის მარტში დააანონსა. კომპანიამ ახალი აქციები 10 ივნისისთვის დაფიქსირებულ აქციონერებზე 2022 წლის 19 მაისს გაანაწილა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DexCom-მა თავისი აქციები დაყო.

  1. Tesla

2022 წლის მარტის ბოლოს, Tesla-მ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) ანგარიში წარადგინა, რომელშიც მითითებული იყო, რომ კომპანიის მენეჯმენტი აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე აქციების დაყოფის შესახებ კენჭისყრას აპირებდა. კომპანიის 2022 წლის 4 აგვისტოს აქციონერებმა აქციების 1/3 შეფარდებით დაყოფა დაამტკიცეს. ბოლო Tesla-ს 2020 წლის აგვისტოში 1/5 შეფარდებით დაიყო.

  1. Palo Alto Networks

კიბერუსაფრთხოების ლიდერის – Palo Alto Networks-ის წარმომადგენლებმა, 2022 წლის აგვისტოში, ფისკალური წლის ბოლო კვარტალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, რომ კომპანია აქციების 1/3 შეფარდებით დაყოფას აპირებდა. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 13 სექტემბერს შევიდა და მომდევნო დღეს კომპანიის აქციები ბაზარზე კორექტირებული ფასით მიმოიქცეოდა. Palo Alto Networks-სთვის ეს აქციების დაყოფის პირველი შემთხვევა იყო.

Investor

რატომ მიმართავს კომპანიები აქციების დაყოფას?

აქციების დაყოფა (ისევე, როგორც „უკუ“ დაყოფა) არ ცვლის კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებას და ინვესტორის საკუთრების წილს ამ კომპანიაში. მაგალითად, თუ თქვენ ფლობთ პიცის ნაჭერს, რომელიც მთელი პიცის ერთ მეოთხედს შეადგენს, თქვენი ნაჭრის უფრო პატარა ნაწილებად დაყოფა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თქვენ მთლიანი პიცის მეოთხედს ფლობთ.

ვინაიდან აქციების დაყოფა ძირეულად არაფერს ცვლის, რატომ დგამს კომპანიები ამ ნაბიჯს? ხშირად ეს გადაწყვეტილება ახალი ინვესტორების მოზიდვასთან არის დაკავშირებული. აქციის უფრო მცირე ფასი პოპულარული კომპანიის მიმართ უამრავი ინდივიდუალური ინვესტორის ინტერესს იწვევს.

გარდა ამისა, ბევრი საჯარო კომპანია თანამშრომლებს აძლევს საკუთრების წილს ბიზნესში, აქციებზე დაფუძნებული კომპენსაციის სახით. აქციის უფრო მცირე ფასს შეუძლია დაეხმაროს ბიზნესს, თანამშრომლებზე გაცემული სარგებელი მართოს.

ასევე, ბევრი კომპანია მიმართავს აქციების გამოსყიდვას, როგორც არსებული აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების სტრატეგიის ნაწილს. ამ შემთხვევაში, აქციის უფრო მცირე ფასს შეუძლია დაეხმაროს კომპანიას შესყიდვების მართვაში და ინვესტორებისთვის კაპიტალის დაბრუნებაში.

მაგალითად ავიღოთ ამაზონის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება: „აქციების დაყოფა ჩვენს თანამშრომლებს უზრუნველყოფს მეტი მოქნილობით ამაზონში საკუთარი კაპიტალის სამართავად და აქციის ფასს უფრო ხელმისაწვდომს გახდის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კომპანიაში ინვესტირება სურთ.“

უნდა შეიძინოთ თუ არა აქცია მოახლოებული დაყოფის გამო?

თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, რომელიც კომპანიის აქციების ფლობას მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებს, აქციების მოსალოდნელი დაყოფა ბიზნესში საკუთრების წილის შესაძენად მიზეზი არ არის. კომპანიას, დაყოფის განსახორციელებლად, კარგი მიზეზები გააჩნია, მაგრამ ეს აქციონერთა ფუნდამენტურ ღირებულებას არ ცვლის.

ამის ნაცვლად, აქციების დაყოფის საფუძველზე ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებისას, მოიძიეთ კომპანიები, რომლებიც გრძელვადიანი სეკულარული ზრდის ტენდენციებით სარგებლობს, იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მისი კონკურენტები, სხვა ფაქტორებთან ერთად ჯანსაღი მოგების მარჟა და ბალანსი გააჩნია.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Mastercard-ის აქციების ფასი?

შემდეგი

2 შესანიშნავი მზარდი პოტენციალის აქცია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 შესანიშნავი მზარდი პოტენციალის აქცია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

2 შესანიშნავი მზარდი პოტენციალის აქცია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved