• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

საფონდო ბაზარი “მასობრივად” გადაფასებულია, გვაფრთხილებენ სტრატეგები

იანვარი 12, 2022
in სიახლეები
საფონდო ბაზარი "მასობრივად" გადაფასებულია
გაზიარება

ახალი წელი შესაძლოა ახალი გამოწვევის საწყისი იყოს, აქციების ფასი ახალი წლის დაწყებიდან 6 სავაჭრო დღის შემდეგ მაღალ რისკიანობას გვაჩვენებს, მიზეზი რამოდენიმეა. აღნიშნული სურათის დანახვისთანავე გამოცდილმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს ბაზრის მონაწილეთა გაფრთხილება, რომ არ მოხდეს მიმდინარე შედეგით ინვესტორთა ზედმეტად აღფრთოვანება.

Tematica Research- ის მთავარმა სტრატეგმა ლენორ ჰოკინსმა Yahoo Finance Live-ზე განაცხადა: „არასოდეს გვინახავს აქციები ასეთი მაღალი ფასით. ფასისა და მოგების თანაფარდობა 40-ს უტოლდება. ბოლოს ეს 1999 წელს მოხდა. მაგრამ თუ გადავხედავთ ფასის გაყიდვებთან თანაფარდობის კოეფიციენტს, დღეს ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია – ეს არის უფრო მაღალი ვიდრე ის, რაც ვნახეთ “dot com” ბუშტისას“.

ჰოკინსი თვლის, რომ აქციები მასობრივად გადაფასებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები აქტიურად ანხორციელებენ იმპულსურ ვაჭრობას, არ ეყრდნობიან და არ იაზრებენ ფუნდამენტურ ფაქტორებს. 

ამ ნაწილში შეწინააღმდეგება რთულია, რადგან ინვესტორის ქცევა მართლაც შეცვლილია. 

ორშაბათს აქციების ფასმა დაიკლო, დოუ ჯონსის ინდექსი მაჩვენებელი 500-ზე მეტი პუნქტით დაეცა.  ტექნიკური აქციების გაყიდვები, როგორებიცაა Meta, Tesla, Block, PayPal და Ark Innovation ETF, შენარჩუნდა, რადგან  შემოსავალი განაგრძობს აღმასვლას. 

ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ აქტიურია, თუმცა არის ალბათობა ფედერალური სარეზერვო განაკვეთის უფრო სწრაფი ზრდისა,  ინფლაციის ტემპის შესანელებლად, ამან კი შეიძლება ბაზარზე ცვლილებები გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ სახაზინო შემოსავალი გაიზარდა 1,76%-მდე გასული კვირის ბოლოს, მანამდე არსებული შედეგი – 1,52%-დან, აღნიშნული 2021 წლის ბოლოს დაფიქსირდა (ეს არის ყველაზე დიდი ზრდა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, ამბობს Deutsche Bank).

Goldman Sachs-ის აშშ–ს ოფისის კაპიტალის მთავარმა სტრატეგმა, დევიდ კოსტინმა განაცხადა: “ჩვენ წარსულში დავადასტურეთ, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილების სიჩქარე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კაპიტალის უკუგებაზე. აქციები, როგორც წესი, შედიან ცვლილებებში, როდესაც ნომინალური ან რეალური განაკვეთების (5-დღიანი ან 1-თვიანი) ცვლილება აღემატება 2-ს.”

ასევე მოლოდინების ცვლილება 2022 წელს არსებულმა პროცენტულმა ცვლილებებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

იმავდროულად, კომპანიები იწყებენ ბირჟის მოთამაშეთა გაფრთხილებას ბიზნესზე ომიკრონის გავლენის შესახებ. კომპანიები აცხადებენ რომ მხოლოდ ახლა ახერხებენ გააწონასწორონ ბიზნეს შედეგები, ხოლო FedEx-მა განაცხადა, რომ ხედავს კადრების ნაკლებობის რისკს.

„Lululemon -მა  2021 წელი წარმატებულად დახურა.  წელი  ძლიერი პოზიციით დავიწყეთ, მაგრამ მას შემდეგ გამოვცადეთ Omicron-ის რამდენიმე შეტევა.  მათ შორის გაზრდილი შეზღუდვები, პერსონალის შეზღუდული ხელმისაწვდომობა და შემცირებული სამუშაო საათები“, – თქვა Lululemon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კალვინ მაკდონალდმა.

FactSet-ის ახალი მონაცემების მიხედვით, 93 კომპანიამ S&P 500-იდან, გამოსცა მოგების მაჩვენებლები მეოთხე კვარტალში. ამ კომპანიებიდან 56-მა გამოაქვეყნა მოგების უარყოფითი მაჩვენებლები, ხოლო 37-მა გამოაქვეყნა დადებითი მოგების მაჩვენებლები.   S&P 500-ში შემავალი კომპანიათაგან  2020 წლის მეორე კვარტლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ უფრო მეტმა კომპანიამ მოგების უარყოფითი მაჩვენებელები გაასაჯაროვა, ვიდრე დადებითი მოგების.

წინა

Tesla-ს ქარხანა ოსტინში თითქმის მზად არის მოდელი Y-ის წარმოებისთვის

შემდეგი

აკო ახალაია | ჩემი საინვესტიციო პორტფელი

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
აკო ახალაია

აკო ახალაია | ჩემი საინვესტიციო პორტფელი

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved