• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კვარტალური ანგარიშის შემდეგ Spotify-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა

თებერვალი 7, 2024
in სიახლეები
კვარტალური ანგარიშის შემდეგ Spotify-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Spotify-მ ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი აუდიო პლატფორმის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 138%-ით გაუმჯობესდა.

მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები

Spotify-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში პრემიუმ გამომწერების რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა. ანალიტიკოსები კი ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 8.9 მილიონით გაუმჯობესდებოდა. აუდიო პლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ წლიურად 23%-ით მოიმატა და 602 მილიონს მიაღწია, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს 1 მილიონით გადააჭარბა.

Spotify-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 16%-ით — $3.95 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს  $4.01 მილიარდს. გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, კომპანიის ზარალი $289 მილიონიდან $75 მილიონამდე შემცირდა, ანუ კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე $0.36 შეადგინა (პროგნოზი — -$0.37).

Spotify-ის ზარალის შემსუბუქებაზე პოზიტიურად იმოქმედა კომპანიის მიერ სამუშაო ძალის შემცირებამ. სადღესასწაულო სეზონის დაწყებამდე მენეჯმენტმა თანამშრომლების 17%-ის, ანუ დაახლოებით 1,500 ადამიანის, გათავისუფლება დააანონსა. 2023 წლის ივნისში Spotify-მ 600 თანამშრომელი დაითხოვა, ხოლო იანვარში — 200.

კვარტალურ ანგარიშში ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი იყო თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF), რომელმაც $396 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში, კომპანიამ ამ მიმართულებით $73 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა. თავისუფალ ფულად ნაკადებს ხელი შეუწყო როგორც მომხმარებელთა მზარდმა ბაზამ, ასევე დაბალმა საოპერაციო ხარჯებმა.

Spotify Stock

შესანიშნავი ბიზნესი

ჯერ კიდევ ოქტომბერში, მესამე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას, Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დანიელ ეკმა განაცხადა, რომ Spotify შესანიშნავი ბიზნესი უნდა გამხდარიყო და შეიძლება ითქვას, რომ ახლა კომპანია სწორედ ამ გზაზე დგას. ხარჯები სათანადოდ კონტროლდება და Spotify-ის შემოსავალი კვლავ შესანიშნავად იზრდება.

შემდეგი ნაბიჯი იქნება სარეკლამო ბიზნესის გაუმჯობესება — სწორედ ამ მიმართულებით ახერხებს Spotify მომხმარებელთა უმეტესობის მონეტიზაციას თავის პლატფორმაზე. ამ ბიზნესის ზრდა პრემიუმ სეგმენტის ტემპს არ შეესაბამება, ამიტომ ამ მხრივ შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს.

შვედური კომპანია ბიზნესის დივერსიფიკაციას ცდილობს, ამ მიზნით Spotify-მ უკვე შეიძინა უფლებები 200,000 აუდიო წიგნზე, რომლებიც პრემიუმ გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი. კომპანია გასული წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად აუდიოწიგნების 15 უფასო საათს სთავაზობს პრემიუმ გამომწერებს ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში.

ანალიტიკოსების შეფასებები

Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $232.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $240.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $330.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Spotify-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 6 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

ინვესტირების ანბანი — როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ინვესტირების ანბანი — როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად?

ინვესტირების ანბანი — როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved