დღეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ბაზრის გასხნამდე უცხოური ვაჭრობა ფაქტობრივად აკრძალა და განაცხადა, რომ რუსული აქციების მფლობელი არარეზიდენტი პირები თავიანთი აქციების ლიკვიდაციას ვერ შეძლებენ.
- არარეზიდენტი მოვაჭრეები, სავარუდოდ, შეეცდებიან შეამცირონ ან მთლიანად აღმოფხვრან მათი დამოკიდებულება იმ ეკონომიკაზე, რომელზეც სანქციები ვრცელდება, მაგრამ ამჟამად ეს მათთვის შეუძლებელი იქნება.
- ცენტრალურმა ბანკმა ვაჭრობა გადადო, რადგან ის ქვეყნის მიმართ დაწესებული საქნციების გავლენის შესაფასებლად კულისებში მუშაობდა. დღეს სავალუტო ბაზრების გახსნამ აჩვენა, რომ რუბლი დოლართან მიმართებაში 40%-ით დაეცა. მალე მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, გაიხსნება თუ არა დღეს საფონდო ბირჟა.
- ევროკავშირმა, აშშ-სთან, კანადასთან და დიდი ბრიტანეთთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთი SWIFT-დან გამოთიშოს. ამასთან სამხრეთ კორეამ დღეს განაცხადა, რომ ის რუსეთში გარკვეული სტრატეგიული ნივთების ექსპორტს აკრძალავს და თავის ბანკებს რუსეთთან SWIFT-ის საშუალებით ტრანზაქციების განხორციელებასაც აუკრძალავს.
- შაბათ-კვირას შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და კანადამ სანქციების სიას რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი დაამატეს.