• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უნდა შევიძინოთ თუ არა ქარის ენერგიის კომპანიების აქციები?

მარტი 16, 2022
in სიახლეები
უნდა შევიძინოთ თუ არა ქარის ენერგიის კომპანიების აქციები?
გაზიარება

2021 წლის დასაწყისიდან, ინდუსტრიის ბევრი წამყვანი მოთამაშის, მათ შორის Vestas Wind System-ის, Siemens Gamesa-ისა და General Electric-ის განახლებადი ენერგიის ბიზნესების წარმადობა არასახარბიელო იყო. მიუხედავად ამისა, ეს ჯერ კიდევ დიდი მომავლის მქონე ინდუსტრიაა და აქციების ფასის ვარდნა შეიძლება ინვესტორებისთვის კარგი შესაძლებლობა იყოს.

ქარის ენერგიის კომპანიებში ინვესტირება

თუ ამ სექტორში ინვესტირებას გადაწყვეტთ, უნდა გაერკვეთ, ბოლო 15 თვის განმავლობაში რა მოხდა არასწორად. ინდუსტრიამ 2021 წელი მაღალ დონეზე დაიწყო და ინვესტორები ქარის ენერგიის გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებულნი არიან. განახლებადი ენერგიით  ელექტროენერგიის გამომუშავების ღირებულება კვლავ იკლებს და პოლიტიკოსები, გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, სულ უფრო მეტად ემხრობიან მის გამოყენებას.

თუმცა, ქარის ენერგეტიკული აღჭურვილობის წამყვანი პროვაიდერების წარმადობა ძალიან გულდასაწყვეტი იყო.

Siemens Gamesa and Vestas Price Change Chart

რა მოხდა?

2021 წელს GE Renewable Energy, Siemens Gamesa და Vestas მოგების საწყის მითითებებს მნიშვნელოვნად აცდნენ. General Electric-ის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ კომპანიის განახლებადი ენერგიის ბიზნესს გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ერთნიშნა მოგების მარჟის უზრუნველყოფა შეუძლია. ეს შეესაბამება იმას, რაც Vestas-მა და Siemens Gamesa-მ კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე ერთი წლით ადრე – 2019 წელს განაცხადეს. სამწუხაროდ, 2021 წელს ვერცერთი კომპანია ამ მაჩვენებლებს ვერ მიუახლოვდა. Siemens Gamesa-სა და GE Renewable Energy-ის მოგების ზღვარი უარყოფითი იყო. Vestas-ის კორექტირებული მოგება საპროცენტო და საგადასახადო გადახდებამდე 3%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე წლის დასაწყისში მენეჯმენტის მიერ ნავარაუდევი (6%-8%).

გარდა ამისა, შემოსავლებისა და მარჟის დეფიციტის ნაწილი გამოწვეულია მაღალი კონკურენტული ფასებითა და აშშ-ში წარმოების საგადასახადო კრედიტის (PTC) გაფართოებასთან.

ასევე, მოგების მარჟაზე ნეგატიურად იმოქმედა ნედლეულის ხარჯების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვის მიმდინარე პრობლემებმა. ქარის მასიური ტურბინების წარმოება, აწყობა და ტრანსპორტირება თავისთავად ლოგისტიკური მიღწევაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრანსპორტირების ხარჯების მკვეთრ ზრდასა და იმაზე, რომ ბევრ კომპანიას მნიშვნელოვანი პროდუქტების მიწოდება უჭირს.

ყველაფერთან ერთად, ინდუსტრია რთული პირობებშია. ბოლო რგოლის მოთხოვნა იკლებს, განსაკუთრებით აშშ-ში, რადგან მომხმარებლები, წინა წლების დიდი ინვესტიციების შემდეგ, ციკლურ ვარდნას განიცდიან. გარდა ამისა, შეკვეთების მიღების სწრაფვა ზეწოლას ახდენს მოგების მარჟაზე ისევე, როგორც მზარდი ხარჯები.

Wind Energy

GE, კონტრაქტებთან მიმართებაში უფრო შერჩევითი ქცევით, მარჟებს აუმჯობესებს და ხარჯების შემცირებას ცდილობს. ანალოგიურად, ცუდი საოპერაციო წარმადობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, Siemens Gamesa-მ ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა, რათა ხარჯების გადაჭარბება და პროექტის შეფერხებები შეემცირებინა.

ამავდროულად, ბევრ ინდუსტრიულ აღმასრულებელ დირექტორს სჯერა, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ამ წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდება. სამივე წამყვანი მოთამაშე ელოდება მარჟის აღდგენის დაწყებას და სამიდან ორი კომპანია(GE და Seiemens Gamesa) მარჟის გასაუმჯობესებლად უფრო აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს.

ყიდვის დროა?

არსებობს გარკვეული დადებითი მხარეები, მაგრამ არსებობს სიფრთხილის საფუძველიც. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი რამ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ინდუსტრია მაღალ ერთნიშნა მარჟას დაუბრუნდეს. მართლაც, GE Renewable Energy 2023 წელს ნულოვან ზარალს მოელის, ხოლო Siemens Gamesa-ს 2022 წლის მოგების მარჟის პერსპექტივის შუა წერტილი უარყოფითია. Vesta-ს მენეჯმენტი კი 0%-დან 4%-მდე მარჟას მოელის.

უკრაინის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობა ეკონომიკის ირგვლივ რისკების ჩამონათვალში კიდევ ერთი პუნქტია, რომელიც გასათვალისწინებელია. სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ასეთი მცირე მარჟის მქონე ინდუსტრიის ხარჯებზე. ყოველივე ამის შემდეგ, ინდუსტრია გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ მიმზიდველია, მაგრამ ახლა, შეიძლება, რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადასადგმელად საუკეთესო დრო არ იყოს.

წინა

რუსეთის ცენტრალური ბანკი ბანკებისგან ოქროს შესყიდვას წყვეტს

შემდეგი

ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, უოლ სტრიტზე აქციების ფასები იზრდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, უოლ სტრიტზე აქციების ფასები იზრდება

ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, უოლ სტრიტზე აქციების ფასები იზრდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved