• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა არის წინასაბაზრო ვაჭრობა და რა შედეგები ქონდა 27 დეკემბერს ?

დეკემბერი 29, 2021
in სიახლეები
წინასაბაზრო ვაჭრობა
გაზიარება

რა არის წინასაბაზრო ვაჭრობა ?

ბირჟებზე რეგულარულ ვაჭრობამდე პერიოდს წინასაბაზრო ვაჭრობა ქვია, (Pre-Market Trading) ეს ადრიანი დილაა და ძირითად შემთხვევაში 8:00-დან 9:30-მდე პერიოდს მოიცავს. NYSE  (New York Stock Exchange) შემთხვევაში კი ეს გამთენიის 4:00-დან 9:30-მდე პერიოდია.

რაში შეიძლება გამოვიყენოთ ის ?

ამ დროს ინვესტორები და ტრეიდერები აკვირდებიან ცვალებად მიმართულებებს, კონკრეტულად კი იმას თუ რომელმა კომპანიამ რა ცვლილება დააფიქსირა და რის საფუძველზე, ეს რეგულარული ვაჭრობისათვის კარგი შემზადების შესაძლებლობაა. 

27 დეკემბრის წინასაბაზრო ვაჭრობის შედეგები

რა მოხდა ავიაკომპანიებისა და საკრუიზო ხაზების  შემთხვევაში ?  

ბაზარზე, დიდი მოთამაშეებისათვის წინასაბაზრო ვაჭრობა აქციების ფასის კლებით დაიწყო, მიზეზი შაბათ–კვირას გაზრდილი რაოდებით გაუქმებული ან გადადებული ათასობით რეისი აღმოჩნდა. მიმოსვლის შეფერხების მიზეზი კი Covid-19-ის ახალი შტამი  და პერსონალში მისი აქტიური გავრცელება გახდა. United Airlines-ის (UAL) აქციის ფასმა დაიკლო 1.8%-ით, American Airlines-ის  (AAL) აქციის ფასი შემცირდა 1.4%-ით, Delta Air Lines (DAL) 1%,  ხოლო Southwest (LUV) 1.5%.

შემცირდა საკრუიზო ხაზის აქციების ფასებიც,  გასულ კვირას Covid-19-ის სამი აფეთქების შემდეგ, აღნიშნული მაღალი გავრცელება რასაც ჩვენ აფეთქებას ვეძახით  Carnival-სა (CCL) და Royal Caribbean-ს (RCL) საკრუიზო ხომალდებზე მოხდა. შედეგად Carnival-ის აქციის ფასმა წინასაბაზრო ვაჭრობისას  2,2%-ით, ხოლო Royal Caribbean-ს აქციებმა 1,9%-ით დაიკლო, ცვლილება შეეხო Norwegian Cruise Line Holdings-საც, აქ შემხირება  (NCLH) 1,6% არის.

სხვა სექტორების შედეგები 

GoDaddy (GDDY) – კომპანიის აქციებმა წინასაბაზრო ვაჭრობიას  3.9%- ზრდა აჩვენა, ეს კი მას მერე მოხდა რაც  Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, საინვესტიციო ფონდ Starboard Value-ის ახალ ინვესტირებასთან დაკავავშირებით, ფონდმა კომპანიის  6.5%-იანი წილი  შეიძინა.

Apple (AAPL) – ნიდერლანდების მთავარმა მარეგულირებელმა განაცხადა რომ კომპანიამ   დაარღვია ქვეყანაში არსებული კონკურენციის კანონები და სერვისების შეუზღუდავად გასაგრძელებლად Apple-ს App Store-ის გადახდის პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელება მოუწევს. განცხადების მიზეზი შემდეგი იყო: კომპანიამ ცვლილებები განახორციელა აპლიკაციის დეველოპერთა გადახდის პირობებში, რაც თანამონაწილეობის(საკომისიოს)  სპრედის 15%-დან 30%-მდე გაზრდას გულისხმობს. Apple-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიუღებელია და აუცილებლად გასაჩივრებს. აღნიშნულს აქციათა ფასზე მყისიერი გავლენა არ მოუხდენია. 

Cigna (CI) – სადაზღვევო კომპანია Cigna-ს ხელახლა მოუწევს წარადგინოს  2021 და 2022 წლების არსებული და პოტენციური მომგებიანობის შედეგები, აღნიშნული კი მომავალ ინვესტორთა შეხვედრაზე მოხდება,  ასე განაცხადა SEC-მა.  განცხადებაში საუბარია რომ აქციაზე კორექტირებული მოგება მინიმუმ 20,35 აშშ დოლარი უნდა იყოს რაც დაპროგნოზებულს აღემატება, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებული  ზრდა მინიმუმ 10%. განცხადების გავრცელებისთანავე დაიწყო კომპანიის აქციებზე ფასის მატება, თუმცა რეალური შედეგი ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

Moderna (MRNA) – Financial Times-ის მოხსენების თანახმად, წამლის მწარმოებელი კომპანია ეწინააღმდეგება აქციონერთა სურვილს, რომ კომპანიამ გააზიაროს ვაქცინის ტექნოლოგია ღარიბი ქვეყნებისთვის. აქციონერები ასევე მოუწოდებენ კომპანიას ახსნას, მთავრობის მიერ მიღებული ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად რატომ არის ვაქცინის ფასები ასე მაღალი. აღნიშნულმა განცხადებამ და კითხვებმა წინასაბაზრო ვაჭრობისას 2%-იანი კლება გვანახა. 

Avis Budget (CAR) – ავტომობილების გაქირავების კომპანიის აქციებმა წინასაბაზრო ვაჭრობისას 2,6%-იანი ზრდა დააფიქსირა, ეს კი ხუთშაბათის 3,2%-იანი ზრდის შემდეგ მოხდა. ტურისტული ფირმა „Kayak“ მიხედვით, დღიურად გაქირავების საშუალო ფასი 81 დოლარს შეადგენს დღეში. ეს კი 31%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ შედეგთან შედარებით.

Didi Global (DIDI) – კომპანიის აქციების ფასი 1.3%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთში დაფუძნებული სამგზავრო კომპანია ზღუდავს თანამშრომლებს  და მათ საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვას  და თან განუსაზღვრელი ვადით. ამას შეიძლება მოყვეს შემდეგი ნაბიჯი შეერთებულ შტატებში დელისტინგის (საფონდო ბირჟის ოფიციალური რეესტრიდან ამოღების)  შესახებ.

წინა

7 გზა, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი ინვესტორი დღეს

შემდეგი

კოვიდის გავრცელების საფრთხის პირობებში, S&P 500 სადღესასწაულო დღეებში გაყიდვების რეკორდის მოხსნას ახერხებს!

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
კოვიდის გავრცელების საფრთხის პირობებში, S&P 500 სადღესასწაულო დღეებში გაყიდვების რეკორდის მოხსნას ახერხებს!

კოვიდის გავრცელების საფრთხის პირობებში, S&P 500 სადღესასწაულო დღეებში გაყიდვების რეკორდის მოხსნას ახერხებს!

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved