ცნობილი ინვესტორი ედ ჰაიმანი ამბობს, რომ პუტინის ეკონომიკური პრობლემების სია იზრდება.
Evercore ISI-ის თავმჯდომარემ სამშაბათს, ნაშუადღევს, გამოავლინა ის 7 პრობლემა, რომლის წინაშეც პუტინის ეკონომიკა დგას:
- „რუბლი დაეცა.“
- „რუბლის დაცემის გამო შეიძლება ინფლაციის დონე 20%-ზე მაღლა ავიდეს.“
- „საფონდო ბირჟა დაეცა.“
- „რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 20%-მდე გაზარდა.“
- „ქვეყნის წინააღმდეგ ამოქმედებულია უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები.“
- „უცხოური კომპანიების უმეტესობა ზღუდავს თავიანთ საქმიანობას რუსეთში.“
- „რუსეთი დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილი ხდება.“
რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრის ფონზე, რუსეთისთვის ეს ძალიან უსიამოვნოა.
ცნობილი დასავლური საერთაშორისო კომპანიები, როგორებიც არის Mastercard, Visa, HP და BlackRock რუსეთში საქმიანობის შეწყვეტას ცდილობენ. ასევე, არსებობს კომპანიების ვრცელი სია, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებს.
ეს მანევრები მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლეთმა, ცალკეული რუსული ბანკები, SWIFT-ის სისტემიდან დაბლოკა. ეს გადაწყვეტილება რუსეთს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წვდომის უფლებას არ აძლევს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი ვარდნის პოტენციალს ნიშნავს.
რუსეთში ეკონომიკური ვითარება იმდენად შეიცვალა, რომ JPMorgan-ის სტრატეგებმა Yahoo Finance-თან განაცხადეს: „ქვეყანა არაინვესტირებადია.“
გლობალური აქტივების ბაზარი ირეკლავს იმ გაურკვევლობას, თუ როგორ დასრულდება შეჭრა და რა გრძელვადიან შედეგს მოიტანს ის.
S&P 500 სამშაბათს, დახურვისას, 1.55%-ით, Dow Jones Industrial Average – 1.76%-ით, ხოლო Nasdaq Composite – 1.59%-ით შემცირდა. ასევე, ზარალი განიცადა აშშ-ის სახაზინო ინდექსმა, რომელიც 1.7%-ით დაეცა, როდესაც Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $100 იყო.
Liz Ann Sonders-ის მთავარმა საინვესტიციო სტრატეგმა, Yahoo Finance Live-თან განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით და დასავლეთის მიერ ფულის, როგორც იარაღის გამოყენებით არის სწორედ განპირობებული სახაზინო თამასუქების შესყიდვა და ამით „უსაფრთხო თავშესაფრის“ პოვნა. მისი აზრით, ეს შესყიდვები რუსეთთან დაკავშირებული გაურკვევლობებით არის გამოწვეული.