• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

იზრდება იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებს

მარტი 2, 2022
in სიახლეები
იზრდება იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებს
გაზიარება

უკრაინაში შეჭრა კომპანიების რუსეთიდან მასობრივ გამოსვლას იწვევს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმართული პროცესების აბსოლუტურად საპირისპირო სცენარია.

იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც რუსეთს ტოვებს ან ამ გადაწყვეტილებას განიხილავს, საათობრივად იზრდება, იმის ფონზე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ, საჰაერო სივრცეებს კეტავენ და რუსეთის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის სისტემაზე წვდომას უზღუდავენ. რუბლის დაცემისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვის ფონზე, რუსეთში ოპერირება კომპანიებისთვის ძალიან პრობლემური გახდა. ზოგიერთი კომპანია კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული რისკები ზედმეტად დიდია.

ზოგიერთი კომპანიისთვის, რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება, ათწლეულების მომგებიანი ინვესტიციების დასასრულს ნიშნავს. უცხოური ენერგეტიკული ფირმები ამ ქვეყანაში ინვესტიციებს ჯერ კიდევ 1990 წლიდან ახორციელებს. რუსეთის უმსხვილესმა უცხოელმა ინვესტორმა – BP Plc-მა კვირას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ კონტროლირებულ Rosneft-ში თავის 20%-იან წილს ტოვებს. ამ ნაბიჯმა კომპანიისთვის შეიძლება $25 მილიარდის ჩამოწერა და გლობალური ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების მესამედით შემცირება გამოიწვიოს.

Shell Plc-მა ორშაბათს განაცხადა, რომ, რუსეთის „სამხედრო აგრესიის უაზრო აქტის“ მოტივით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს. კომპანია ასევე აღარ მიიღებს მონაწილეობას Sakhalin-II-ის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნისა და Nord Stream 2-ის მილსადენის პროექტებში. ეს უკანასკნელი გასულ კვირას გერმანიამ დაბლოკა. ორივე პროექტი დაახლოებით $3 მილიარდის ღირებულებისაა. კვასი ქვორთენგი, დიდი ბრიტანეთის ბიზნეს მდივანი, ორშაბათს, კომპანიის ჩართულობის განსახილველად, Shell-ის აღმასრულებელ დირექტორს – ბენ ვან ბიურდენს შეხვდა და ეს ნაბიჯი მოიწონა.

ქვორთენგმა ტვიტერზე დაწერა, რომ Shell-მა სწორი ნაბიჯი გადადგა. ასევე დაამატა, რომ ბრიტანული კომპანიების მორალური ვალია რუსეთის იზოლაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მისი თქმით, ეს შეჭრა პუტინისთვის სტრატეგიულ მარცხად უნდა იქცეს.

Equinor ASA არის ნორვეგიის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია და მისის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის. Equinor-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია რუსეთში არსებული $1.2 მილიარდის ღირებულების ერთობლივი საწარმოდან გასვლას დაიწყებს.

საფრანგეთის TotalEnergies Se-მა, რომელიც რუსეთში თხევადი ბუნებრივი აირის ძირითად პროექტებშია ჩართული, განაცხადა, რომ, მომავალი განვითარებისთვის, ის ქვეყანას კაპიტალით აღარ უზრუნველყოფს.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშლა, უცხოურმა კომპანიებმა უზარმაზარი შესაძლებლობები დაინახეს: მასიური ახალი ბაზარი მილიონობით მომხმარებლით, ასევე მინერალები და ნავთობი. ეს კომპანიები რუსულ ბაზარზე ყიდვის, გაყიდვისა და პარტნიორობის მიზნით შევიდნენ.

რუსეთის მეზობელ უკრაინაში შეჭრით, ეს ტენდენცია მკვეთრად შეჩერდა. ნორვეგიის სუვერენულმა ფონდმა, რომელიც მსოფლიოში უმდიდრესია, განაცხადა, რომ ყინავს რუსეთის აქტივებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით $2.8 მილიარდს აღწევს. ფონდის ხელმძღვანელობამ ასევე დაამატა, რომ 15 მარტისთვის ქვეყნიდან გასვლის გეგმას შეიმუშავებს.

მსხვილი იურიდიული და საბუღალტრო კომპანიებიც აპირებენ რუსეთიდან გასვლას. Baker McKenzie, სანქციების დაცვის მიზნით, რამდენიმე რუს კლიენტთან კავშირს წყვეტს. ამ ჩიკაგოში მდებარე ფირმის კლიენტებს შორის არის რუსეთის ფინანსთა სამინისტრო და VTB, რომელიც  რუსეთში სიდიდით მეორე ბანკია. VTB ბანკი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ძალიან დაზარალდა. იურიდიულმა ფირმამ ორშაბათს განაცხადა, რომ განიხილავს, გააგრძელებს თუ არა რუსეთში საქმიანობას.

ლონდონში დაფუძნებული Linklaters-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფირმის ყველანაირ რუსეთთან დაკავშირებულ საქმიანობას. KPMG LLP აპირებს გაწყვიტოს კავშირები გარკვეულ კლიენტებთან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბოლო ტალღას ექვემდებარებიან.

ლონდონის ზოგიერთმა იურიდიულმა ფირმამ, მათ შორის Allen & Overy-მა და Clifford Chance-მა, რუსი კლიენტების შესახებ კომპენტარი არ გააკეთა. სხვა ფირმები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ იმის გამო, რომ მთლიანად არ გამოვიდნენ რუსეთიდან. McKinsey & Co.-ის გლობალურმა მმართველმა პარტნიორმა – ბობ სტერნფელსმა კვირას დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და განაცხადა, რომ ფირმა რუსეთში არცერთ სამთავრობო უწყებასთან არ იმუშავებს. მაგრამ კომპანია რუსეთიდან მთლიანად არ გამოდის. ეს ნაბიჯი კი ზოგიერთი ადამიანისთვის, კომპანიის შიგნით თუ გარეთ, არასაკმარისი იყო.

Daimler Truck Holding AG-მა, მსოფლიოში კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, განაცხადა, რომ შემდეგ შეტყობინებამდე რუსეთში თავის ბიზნეს საქმიანობას შეწყვეტს და შესაძლოა Kamaz PJSC-სთან კავშირებს გადახედოს. კომპანიის სამუშაო საბჭომ, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში თქვა, რომ პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მიზანშეწონილი იქნება, თუ მსოფლიოში უმსხვილესი სატვირთო მწარმოებელი Kamaz PJSC-სთან კავშირს გაწყვეტს.

Volvo Car AB-ისა და Volvo AB-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთში წარმოებასა და გაყიდვებს შეწყვეტენ. Harley-Davidson Inc.-ის განცხადებით, კომპანიამ რუსეთში თავისი ბიზნესი შეაჩერა.

General Motors Co რუსეთში მიწოდებას წყვეტს და მიზეზად რიგ ფაქტორებს ასახელებს, მათ შორის მიწოდების ჯაჭვისა და სხვა ისეთ პრობლემებს, რომლებიც კომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება. მსხვილი ავტომწარმოებლების უმრავლესობამ განაცხადა, რომ რუსეთში მათი საქმიანობა დარჩება ისე, როგორც არის, მაგრამ Mitsubishi Motors Corp.-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეიკრიბებიან და რუსეთში საქმიანობის გაგრძელების რისკებს განიხილავენ.

ფრანგული ავტომწარმოებელის – Renault SA-ს აქციების ფასი ორშაბათს 12%-ით დაეცა. რუსეთი კომპანიისთვის სიდიდით მეორე ბაზარია და მისი შვილობილი კომპანია AvtoVaz, რომლიც 68%-იან წილსაც Renault ფლობს, Lada-ს ბრენდის ავტომობილებს აწარმოებს. Renault მოსკოვის საკუთარ ქარხნებში Kaptur-ისა და Duster-ის მოდელებსაც აწარმოებს.

Form Motor Co-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია Sollers-ის ერთობლივი საწარმოდან გამოსვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი ამჟამინდელი ინტერესი მთლიანად უკრაინასა და მის მიმდებარე რეგიონებში ადამიანების კეთილდღეობაზეა მიმართული.

Mastercard Inc.-სა და Visa Inc.-ში განაცხადეს, რომ, საერთაშორისო სანქციების შესასრულებლად, თავიანთი გადახდის ქსელებიდან რუსული აქტივობები დაბლოკეს.

გარდა ამისა, FIFA-მ და UEFA-მ რუსულ საფეხბურთო გუნდებს თამაშებში მონაწილეობა აუკრძალეს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საფეხბურთო სამყარო სრულად გაერთიანებულია და უკრაინაში დაზარალებული ადამიანების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. Nikkei-ს ინფორმაციით, Sony Pictures-მა რუსეთში ახალი ფილმების გამოშვება შეაჩერა.

რუსეთის ერთ-ერთი საკულტო პროდუქტი – არაყიც ზარალს განიცდის. აშშ-ის სულ მცირე სამმა გუბერნატორმა გასცა ბრძანება, რომ მაღაზიებიდან რუსული წარმოების ან ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელი ამოიღონ. ახალ ზელანდიაში არსებულმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა მარაგიდან ათასობით ბოთლი რუსული არაყი ამოიღო. ცარიელი თაროები კი უკრაინის დროშებით შეივსო.

მარკ მაკნემი, საკონსულტაციო ფირმის – Frontier View-ის ევროპის დირექტორი, ორი კვირის წინ მოსკოვში იმყოფებოდა და აღმასრულებლებს შეჭრის პოტენციურ შედეგებზე ესაუბრებოდა. მისი თქმით, ბევრმა უარყო ყველაზე ცუდი სცენარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სულაც არ იყვნენ მზად ასეთი შედეგებისთვის.

მაკნემმა დასძინა, რომ SWIFT აკრძალვისა და კაპიტალის კონტროლის გათვალისწინებით, ბევრ კორპორაციას გაუჭირდება ადგილობრივი ოპერაციების მხარდაჭერა. ენერგეტიკის ან სასაქონლო სექტორის ფირმები ან ის კომპანიები, რომლებიც რუსეთის მთავრობას ამარაგებენ, დადგებიან პოტენციური რისკის წინაშე, რომ აღქმულ იქნენ, როგორც ომით მოსარგებლეები.

სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი კომპანიები, რომლებსაც რუსეთში ფართო ოპერაციები და ადგილობრივი წარმოება აქვთ, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ადვილად ვერ გადიან ამ ქვეყნიდან და ფინანსური არეულობის წინაშე დგანან. გასულ კვირას, შეჭრამდე, Danone SA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუშაობს დამატებით გეგმებზე ნებისმიერი სამხედრო ესკალაციისთვის მოსამზადებლად. ეს კომპანია რუსეთის უმსხვილეს რძის ბიზნესს მართავს და უკრაინაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოპერირებს.

Carlsberg A/S არის რუსეთში უმსხვილესი ლუდსახარში, რომელიც Baltika Breweries-ს ფლობს. Carlsberg-ის წარმომადგენლის განცხადებით, Baltika-ს მიწოდების ჯაჭვის, წარმოებისა და მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ რუსეთშია დაფუძნებული, რაც მრავალი სანქციის პირდაპირ გავლენას ზღუდავს.

მარკ მაკნემის თქმით, უცხოური კომპანიები შეიძლება რუსეთის მთავრობის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს წააწყდნენ, რამაც შესაძლოა ბოიკოტი წაახალისოს ან უკიდურეს შემთხვევაში პროცესები აქტივების ჩამორთმევამდე მიიყვანოს.

წინა

2 აქცია, რომელიც მარტში ყველაფრის მიუხედავად უნდა შეიძინოთ

შემდეგი

პუტინის 7 უდიდესი ეკონომიკური პრობლემა: Evercore ISI-ის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
პუტინის 7 უდიდესი ეკონომიკური პრობლემა: Evercore ISI-ის თავმჯდომარე

პუტინის 7 უდიდესი ეკონომიკური პრობლემა: Evercore ISI-ის თავმჯდომარე

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved