• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა

თებერვალი 21, 2024
in სიახლეები
გუშინ Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა სავაჭრო საათების შემდეგ კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასმა 21%-ზე მეტით დაიკლო. ვარდნა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ მენეჯმენტმა შეამცირა შემოსავლების პროგნოზი და აღნიშნა, რომ მომხმარებლები IT უსაფრთხოების ხარჯებს ამცირებენ და უფრო მომთხოვნები ხდებიან.

გასული წლის განმავლობაში Palo Alto Networks-ის აქციების ფასი დაახლოებით 111%-ით გაუმჯობესდა.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში კიბერუსაფრთხოების კომპანიის შემოსავალი წლიურად 19%-ით — $2 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.97 მილიარდი). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ კი $1.7 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $4.89 იყო (პროგნოზი — $4.38).

Palo Alto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ნიკეშ არორამ განაცხადა, რომ იგი ხედავს მომავალი ზრდის შესაძლებლობებს ხელოვნურ ინტელექტში (AI), რადგან მომხმარებლებს სურთ ამ ტექნოლოგიის პასუხისმგებლობიანი ინტეგრაცია თავიანთ IT ინფრასტრუქტურაში.

პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Palo Alto Networks-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $1.95-$1.98 მილიარდს მიაღწევს და ეს დიაპაზონი ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.04 მილიარდს. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ EPS $1.24-$1.26-ს შეადგენს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.29).

Palo Alto Networks Stock

ამასთან, საწარმოებისთვის კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტების შემქმნელმა 2024 წლის შემოსავლების პროგნოზი $8.15-$8.2-დან $7.95-$8 მილიარდამდე შეამცირა. Palo Alto Networks-ის მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ კომპანიის გადავადებული შემოსავალი $10.1-$10.2 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $10.7-$10.8 მილიარდი).

ანალიტიკოსების შეფასებები

Palo Alto Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $366.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $391.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $335.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Palo Alto Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Palo Alto Networks-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Walmart-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა

შემდეგი

2023 წელს Wix.com-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი

2023 წელს Wix.com-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved