• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ამ ნავთობმწარმოებლის აქცია პასიური შემოსავლის მძლავრ მანქანად ყალიბდება

მაისი 6, 2022
in სიახლეები
ამ ნავთობმწარმოებლის აქცია პასიური შემოსავლის მძლავრ მანქანად ყალიბდება
გაზიარება
გასულ წელს Devon Energy-მ დივიდენდის გაცემის უნიკალური ფორმა შეიმუშავა. ნავთობკომპანიამ ინდუსტრიაში პირველი, ფიქსირებული+ცვლადი დივიდენდების პოლიტიკა წამოიწყო. შედეგად, Devon, მზარდი ფულადი ნაკადებისა და ნავთობის მაღალი ფასების წყალობით, მასიური პასიური შემოსავლის მწარმოებელი ხდება. კომპანიამ, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ გაზარდა დივიდენდები და და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Devon-ს შეუძლია მაღალი დივიდენდების გადახდა მომდევნო კვარტლებშიც გააგრძელოს.
Devon Energy
მზარდი ფულადი ნაკადები Devon-მა პირველი კვარტლის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ნავთობკომპანიამ $1.8 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ფულადი ნაკადები გამოიმუშავა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, 14%-ით მეტია. იმავდროულად, კომპანიის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $1.3 მილიარდს მიაღწია, რაც 18%-იანი თანმიმდევრული ზრდაა. ნავთობკომპანიამ ფულადი ნაკადები გამოიყენა კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად და კვარტალური დივიდენდების გადასახდელად – $0.16 თითო აქციაზე. ამ ხარჯების დაფარვის შემდეგაც კი კომპანიას $1.3 მილიარდის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები დარჩა. Devon-მა ამ თანხის ნახევარი ცვლადი დივიდენდების მეშვეობით გადაიხადა და თითო აქციაზე დივიდენდურმა დანახარჯმა კვარტალში რეკორდულ $1.27-ს მიაღწია. ეს ბოლო გადახდის შემდეგ 27%-იანი ზრდაა. Devon-მა დარჩენილი თანხის ნაწილი ბალანსის გასაძლიერებლად შეინარჩუნა და ფულადი ბალანსი $354 მილიონით – $2.6 მილიარდამდე გაზარდა. იმავდროულად, კომპანიამ, 19.1 მილიონი აქციის გამოსყიდვის საშუალებით აქციონერებს $891 მილიონი დაუბრუნა. ამჟამინდელი გამოსყიდვის პროგრამის დაწყების შემდეგ, კომპანიამ აქციების რაოდენობა 3%-ით შეამცირა.   აქციონერებისკენ მეტი ფულადი ნაკადები მიედინება Devon Energy, გასული წლის განმავლობაში, ყოველ კვარტალში სტაბილურად უბრუნებდა უფრო მეტ ფულს თავის ინვესტორებს. მთლიანობაში, კომპანიამ თავისი ფიქსირებული+ცვლადი დივიდენდების გადახდა თვალისმომჭრელი 270%-ით გაზარდა. Devon-მა თავისი ფიქსირებული საბაზისო დივიდენდი 45%-ით გაზარდა, ხოლო მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი ცვლადი დივიდენდების მეშვეობით გადაიხადა. ამჟამინდელი ნავთობის ფასების დონის გათვალისწინებით, Devon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ წელს კომპანია ინვესტორებისთვის ფულადი სახსრების დაბრუნებას განაგრძობს. მენეჯმენტის აზრით, Devon-ს 2022 წლისთვის თითო აქციაზე $4.75-ის ტოლი დივიდენდი გადახდის პოტენციალი გააჩნია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე ($1.97) ბევრად მეტია. კომპანიის ამჟამინდელი აქციების ფასის გათვალისწინებით, გადახდის ეს დონე 8%-ის ტოლ დივიდენდურ შემოსავალს გულისხმობს. ეს S&P 500-ის დივიდენდურ ანაზღაურებას ექვსჯერ აღემატება. გარდა ამისა, Devon-მა აქციების გამოსყიდვის ავტორიზაცია 25%-ით – $2 მილიარდამდე გაზარდა. ეს საკმარისია აქციების რაოდენობის 5%-ით შესამცირებლად. აქციების რაოდენობის შემცირებით, კომპანიას მომავალი ცვლადი დივიდენდების ნაკლებ აქციებზე გადანაწილება მოუწევს, რაც თითო აქციაზე გადახდებს გაზრდის.   ნავთობით გამოწვეული პასიური შემოსავალი
Devon ინვესტორებს ნავთობის მაღალი ფასებით სარგებლობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. კომპანიის დივიდენდური პოლიტიკა ყოველ კვარტალში ნაღდი ფულის ნახევარს აქციონერებზე ანაწილებს. როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში ეს მდგომარეობა გაგრძელდება, რადგან ნავთობის ფასები უნდა დარჩეს გაზრდილი, მიწოდების შეზღუდვის გამო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. ამ მიზეზით, Devon Energy ახლა მიმზიდველი ვარიანტია ინვესტორებისთვის, რომლებიც მაღალ პასიურ შემოსავალს ეძებენ.
წინა

ილონ მასკის უახლესი საინვესტიციო რჩევა

შემდეგი

Starbucks-მა პირობა დაარღვია

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
Starbucks-მა პირობა დაარღვია

Starbucks-მა პირობა დაარღვია

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved