• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა

სექტემბერი 12, 2024
in სიახლეები
გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა
გაზიარება

გუშინ Nvidia-ს (NVDA) აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად მაღალია

ჰუანგმა Goldman Sachs-ის Communacopia + Technology კონფერენციაზე თქვა, რომ „უკვე ყველაფერი გაყიდულია“, რადგან მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის (AI) ინიციატივების მხარდასაჭერად Nvidia-ს ინფრასტრუქტურას ეყრდნობიან.

„დღესდღეობით Nvidia მსოფლიოს მასშტაბით ყველა AI კომპანიასთან თანამშრომლობს. ყველა ჩვენზეა დამოკიდებული“ — განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.

Nvidia-ს ჩიპები გამოიყენება ქლაუდ ინფრასტრუქტურის რამდენიმე ძირითადი პროვაიდერის მიერ — მათ შორის არიან ტექნოლოგიური გიგანტები, Microsoft (MSFT) და Amazon (AMZN). მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას კი ორივე კომპანიის მენეჯმენტმა განუცხადა ინვესტორებს, რომ AI ინფრასტრუქტურის ხარჯების ზრდას მოელიან.

ჯენსენ ჰუანგმა ასევე ისაუბრა Nvidia-ს პროდუქტების ანაზღაურებაზე მომხმარებლებისთვისაც და თქვა, რომ ყოველი დოლარი, რომელსაც ქლაუდ კომპანია დახარჯავს Nvidia-ს ინფრასტრუქტურაზე, მას $5-ის ოდენობით ქლაუდ სივრცის საიჯარო შემოსავალს მოუტანს.

Nvidia-ს GPU

აღსანიშნავია, რომ გუშინ Oracle-ის (ORCL) CloudWorld კონფერენციაზე Nvidia GPU-ები (გრაფიკული დამუშავების ერთეული) იყო წარმოდგენილი. კომპანიამ წარმოადგინა Oracle Cloud Infrastructure (OCI) Supercluster, რომელსაც მხარს უჭერს Nvidia-ს Blackwell პლატფორმა. ეს უკანასკნელი აღჭურვილია 100,000-ზე მეტი GPU-თი, რათა გაწვრთნას და აამუშაოს AI მოდელები. OCI Supercluster, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის პირველი ნახევრიდან.

Oracle-მა და Nvidia-მ ითანამშრომლეს კონფერენციაზე, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ შეუძლია Nvidia-ს პლატფორმას ააჩქაროს AI-სა და მონაცემთა დამუშავების პროცესი მომხმარებლებისთვის.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $117.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

მარკ ცუკერბერგი — თვითნასწავლი პროგრამისტი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

შემდეგი

უორენ ბაფეტმა Bank of America-ს 5.8 მილიონი აქცია გაყიდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტმა Bank of America-ს 5.8 მილიონი აქცია გაყიდა

უორენ ბაფეტმა Bank of America-ს 5.8 მილიონი აქცია გაყიდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved