ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში Nvidia-ს აქციებმა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს დიდი სარგებელი მოუტანა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასმა 26,000%-ზე მეტით მოიმატა და მისი ზრდა ახლახან დაჩქარდა. წლის დასაწყისიდან კი ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 116%-ით მოიმატა(ამ სტატიის წერის მდგომარეობით), რაც დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-ის წარმადობას 10-ზე მეტჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ Nvidia-მ რეკორდული კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მისი აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
გასული ათწლეულის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასის ზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანმა კატალიზატორმა შეუწყო ხელი. უკვე დიდი ხანია, რაც კომპანიის გრაფიკული დამუშავების ერთეულები (GPU) სერიოზული გეიმერებისთვის ოქროს სტანდარტად იქცა. Nvidia-მ ასევე დაადასტურა თავისი GPU-ების უნარი ხელოვნური ინტელექტის (AI) დამუშავებაში და ბაზრის მიერ მათი ათვისება ხანძრის მსგავსად ვრცელდება. ეს კი კომპანიის აქციების ფასის ზრდა იწვევს.
რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის, რომლებიც Nvidia-ს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ? გააჩნია თუ არა ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციებს სივრცე ზრდისთვის? მოდით, ეს საკითხი განვიხილოთ.
წარმადობის გრძელი ჩანაწერი
დამატებითი გამოკვლევის გარეშე, შეიძლება დავასკვნათ, რომ Nvidia-ში ინვესტირების შანსი უკვე ხელიდან არის გაშვებული, მაგრამ წლებია, ინვესტორები ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ. Nvidia-ს უწყვეტი წარმატების ერთ-ერთი გასაღები თავისი ტექნოლოგიის ადაპტირების ახალი და ინოვაციური გზების პოვნის შესაძლებლობაა. კომპანიის ადრინდელმა მუშაობამ მანქანურ სწავლებასთან და AI-ს სხვა ფილიალებთან შექმნა საფუძველი მისი ამჟამინდელი წარმატებისთვის, რომელსაც გენერაციულ AI-ზე არსებული მოთხოვნის ბუმი განაპირობებს.
Nvidia-ს „საიდუმლო სოუსი“ არის მისი ოსტატობა პარალელურ დამუშავებაში, ანუ მრავალი მათემატიკური გამოთვლების ერთდროულად გაშვების უნარი. კომპანიამ ამ ტექნოლოგიის პიონერი წარმოადგინა ვიდეო თამაშებში რეალური სურათების გენერირებისთვის, მაგრამ ის თანაბრად კომპეტენტური აღმოჩნდა მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ გამოთვლის აპლიკაციებშიც.
კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ყველა ამ ბაზარს აღმასვლის პოტენციალი გააჩნია, რამაც შეიძლება Nvidia-ს აქციების ფასი კიდევ უფრო გაზარდოს.
კომპანიის ბოლო ფინანსური ანგარიში იძლევა უამრავ მტკიცებულებას ამ მოსაზრების მხარდასაჭერად.
ინვესტორებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი ზრდისთვის სივრცე აღარ არსებობს, შეიძლება ეჭვები Nvidia-ს მენეჯმენტის პროგნოზებმა გააქარწყლოს. კომპანიაში მოელიან, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი წლიურად 107%-ით გაიზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს — $28 მილიარდს მიაღწევს. მენეჯმენტმა აქციების 1/10 პროპორციით დაყოფაც კი დააანონსა, რათა ისინი ინვესტორებისა და თანამშრომლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
მეტი სივრცე ზრდისთვის
Nvidia-ს ორი უდიდესი შესაძლებლობა გენერაციული AI და მონაცემთა ცენტრებია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მიერ გენერაციული AI-ის ათვისება ძლიერია, ეს პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. მომავალთან დაკავშირებით მოლოდინები რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა McKinsey & Company-ის თანახმად, ერთ-ერთი უფრო კონსერვატიული მიდგომა უახლოეს წლებში გენერაციული AI ბაზრის $2.6-$4.4 ტრილიონამდე ზრდას ვარაუდობს. Nvidia კი AI-სთვის გამოყენებული პროცესორების წამყვანი პროვაიდერია.
გარდა ამისა, მონაცემთა ცენტრის ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლების ციკლის შუაგულში. Bank of America-ს ანალიტიკოსის — რუპლუ ბჰატაჩარიას შეფასებით, მომავალი სამი წლის განმავლობაში ბაზარი წლიური 50%-იანი ტემპით გაიზრდება. Nvidia, სავარაუდოდ, მონაცემთა ცენტრებში გამოყენებული GPU-ების ბაზრის სავარაუდო 92%-ს აკონტროლებს.
როგორია აქციების შეფასება?
ამჟამად Nvidia-ს აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 89-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა საჭიროა კონტექსტი.
კომპანიამ უკვე დააფიქსირა სამნიშნა პროცენტული ზრდა ზედიზედ ოთხი კვარტლის განმავლობაში და მენეჯმენტი კიდევ ერთ ასეთ მეოთხედს პროგნოზირებს. მომავალზე ფოკუსირებული მაჩვენებლები უფრო გონივრულად გამოიყურება — Nvidia-ს ფორვარდული (P/E)1 39-ს აღწევს, თუმცა ის მაინც აჭარბებს S&P 500-ის იმავე მეტრიკას, რომელიც 27-ს შეადგენს.
თუმცა ეს შედარება არათანაბარია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასული ათწლეულის განმავლობაში Nvidia-ს წარმადობამ S&P 500-ს 10-ზე მეტჯერ გადააჭარბა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nnvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,038.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,181.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $870.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ფორვარდული P/E კოეფიციენტი კომპანიის აქციების მიმდინარე ფასს მის სავარაუდო სამომავლო EPS-სთან აფარდებს.