• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

ივნისი 28, 2024
in სიახლეები
Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა
გაზიარება

გუშინ Nvidia-მ დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგან მისი აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა და ჩიპების მწარმოებელი გიგანტი აშშ-ში გახდა მესამე საჯარო კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $3 ტრილიონს გადააჭარბა. ამ ნიშნულის გადალახვა პირველად Apple-მა 2022 წლის იანვარში შეძლო. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით Nvidia-მ გუშინ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს კი იკავებს Microsoft, რომელმაც $3 ტრილიონიან ნიშნულს მიმდინარე წლის იანვარში გადააჭარბა. ზოგიერთი ინვესტორი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში Nvidia Microsoft-ს პირველობას წაართმევს.

მოდით ვნახოთ, რამ მიიყვანა Nvidia-ს აქციების ფასი ასეთ თავბრუდამხვევ სიმაღლეებამდე და რას უნდა მოელოდნენ ინვესტორები ჩიპების მწარმოებლისგან მომავალში.

Nvidia-ს გზა ვარსკვლავებისკენ

Nvidia-ს აქციების ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის ფონზე. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, წარსულს გადავხედოთ, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინვესტორების განწყობა განსხვავებული იყო. 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე Nvidia-ს აქციების ფასი, მაკროეკონომიკური წინაღობების გამო, 66%-ზე მეტით დაეცა. გეიმერები ახალი გრაფიკული ბარათების ყიდვისგან თავს იკავებდნენ, კომპანიები კი მონაცემთა ცენტრების განახლების მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ.

თუმცა 2023 წლის დასაწყისში გენერაციული AI-ის გამოჩენამ ტექნოლოგიაში პარადიგმის ცვლილება გამოიწვია და ინვესტორებმა მალევე გააცნობიერეს, რომ Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ჩიპები AI რევოლუციის ცენტრში მოექცა.

მოკლედ რომ ავხსნათ, გენერაციული AI არის ხელოვნური ინტელექტის ახალი განშტოება, რომელსაც შეუძლია ორიგინალური კონტენტი შექმნას. გენერაციულ AI მოდელებს შესწევს უნარი, დაწეროს ლექსები, შექმნას ახალი სიმღერები და მუსიკა, ციფრული ნახატები და სხვა სურათები. ამ სისტემების ახალმა უნარებმა მალევე მიიპყრო ტექნოლოგების ყურადღება, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ იმავე სისტემების გამოყენება შეიძლებოდა ელ.ფოსტის ტექსტების შესადგენად, პრეზენტაციების, სქემებისა და გრაფიკების შესაქმნელად, კოდების დასაწერად და გასამართად. ეს შესაძლებლობები ზრდის მუშაკთა პროდუქტიულობას, შესაბამისად ბიზნესებს დროისა და ფულის დაზოგვის საშუალება ეძლევა.

Nvidia-ს წარმატების საიდუმლო მისი გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPU) ჩაშენებულ პარალელური დამუშავების შესაძლებლობებშია. მარტივად რომ ვთქვათ, პარალელური დამუშავება მასიურ გამოთვლით ამოცანებს პატარა ნაწილებად ანაწევრებს და კომპლექსურ დავალებებს სწრაფად ასრულებს. კომპანიამ უკვე გამოიყენა ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის ადრინდელი ვერსიების გასაუმჯობესებლად, ამიტომ Nvidia მზად აღმოჩნდა გენერაციული AI-ის აღმავლობისთვის.

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელებს ამოცანის შესასრულებლად მაინც სჭირდება ათასობით GPU. მაგალითად, OpenAI-ის GPT-4-ის გაწვრთნას, დავალების შესასრულებლად, Nvidia-ს 25,000-ზე მეტი A100 AI პროცესორი დასჭირდა. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული A100 ჩიპი დაახლოებით $10,000 ღირს, ანუ მხოლოდ ერთი AI მოდელის მოსამზადებლად $250 მილიონამდეა საჭირო. გაამრავლეთ ეს მსოფლიოს მასშტაბით ქლაუდ ინფრასტრუქტურის ყველა პროვაიდერზე, მონაცემთა ცენტრსა და საწარმოს დონის ბიზნესზე, რომლებსაც სურთ, ხელოვნური ინტელექტის სივრცის ნაწილი გახდნენ და შესაძლებლობის მასშტაბი აშკარა გახდება.

Nvidia GB200 Grace Blackwell Superchip

წარმატების გრძელვადიანი ისტორია

Nvidia დღევანდელ მდგომარეობამდე ვერ მოვიდოდა აღმასრულებელი დირექტორის — ჯენსენ ჰუანგის გარეშე. ხელოვნური ინტელექტი ახლა ვირუსულად არის გავრცელებული, მაგრამ ეს ასე არ იყო 2013 წელს, როდესაც ჯენსენმა ფსონი გააკეთა ამ ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ტექნოლოგიის ათვისებაზე.

იმ რწმენით, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალი იყო, ჰუანგმა პარალელური დამუშავების ადაპტაციას მიმართა, რომელიც თავდაპირველად ვიდეო თამაშებში რეალურ სურათებს არენდერებდა. Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კი ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ სამუშაოებთან გასამკლავებლად გამოიყენა. დანარჩენი კი, როგორც ამბობენ, ისტორიაა.

Nvidia-ს უკვე ჰქონდა წარმატების ხანგრძლივი ისტორია მანამ, სანამ გენერაციული AI-ის ბუმი დაიწყებოდა, მაგრამ ახლა კომპანიისთვის ეს მიმართულება უმთავრესია. გასული ათწლეულის განმავლობაში Nvidia-ს შემოსავალი 2,260%-ით გაუმჯობესდა, რამაც წმინდა მოგების 11,530%-ით ზრდას შეუწყო ხელი. შედეგად ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი 30,000%-ზე მეტით გაიზარდა.

Nvidia-ს აქციების ფასის ასეთი ზრდა კარგ შესაძლებლობას ქმნის მათი დაყოფისთვის 1/10 პროპორციით, რომელიც დაგეგმილია პარასკევს, სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ.

გარდა ამისა, Nvidia-ს მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის $0.04-დან $0.10-მდე გაზრდა დააანონსა.

უახლესი კვარტალური შედეგები

ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Nvidia-ს შემოსავალი წლიურად სამზე მეტჯერ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს — $26.04 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.74 მილიარდი). კომპანიის მონაცემთა ცენტრების გაყიდვები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ — $22.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა მოხსნა რეკორდი, რომელიც წინა კვარტალში დაფიქსირდა.

გასულ მეოთხედში Nvidia-ს წმინდა მოგებამ $14.88 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $5.98 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.19). ეს მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.04 მილიარდს და $0.82-ს შეადგენდა.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი Nvidia-ს მომავლისთვის

ბოლო თვეების განმავლობაში ინვესტორებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის ტენდენციის გამძლეობის ეჭვქვეშ დაყენება, ზოგიერთმა მათგანმა „მოვიცადოთ და ვნახოთ“ მიდგომის გამოყენება გადაწყვიტა, მაგრამ მიღებული გაკვეთილი შეიძლება ძვირი დაჯდეს. Bloomberg Intelligence-ის თანახმად, 2032 წლისთვის გენერაციული AI ბაზრის ზომასთან დაკავშირებით ერთ-ერთი კონსერვატიული შეფასება $1.3 ტრილიონს შეადგენს. Ark Invest-ის აღმასრულებელი დირექტორი — კეტი ვუდი ბევრად უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ 2030 წლისთვის AI ბაზრის ზომა $13 ტრილიონს მიაღწევს. რეალობა, სავარაუდოდ, სადღაც შუაშია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რამდენად დიდი იქნება AI ბაზარი საბოლოოდ.

რაც ჩვენ ვიცით არის ეს — დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ, Nvidia-ს GPU-ების კონკურენტი პროდუქტები შექმნან. ამავდროულად, თავად Nvidia განაგრძობს დიდი მოცულობის ხარჯების გაწევას კვლევასა და განვითარებაზე (R&D), რათა მისმა AI პროცესორებმა მოწინავე პოზიციები შეინარჩუნოს. გასულ წელს R&D ხარჯებმა თითქმის $8.7 მილიარდი, ანუ კომპანიის მთლიანი შემოსავლის 14% შეადგინა.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად $3 ტრილიონზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციისა, კომპანიის მიმდინარე პერსპექტივების გასაგებად, უკეთესი იქნება, ინვესტორებმა თვალი ადევნონ Nvidia-ს საოპერაციო და ფინანსურ შედეგებს.

ბოლო წლების განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასის ზრდამ მისი შეფასება მიიყვანა იმ დონემდე, რომელიც მრავალი ინვესტორისთვის არასასიამოვნოა. Nvidia-ს აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 72-ს შეადგენს, ხოლო P/S (ფასი/გაყიდვები) — 38-ს. თუმცა ამ მაჩვენებლებში გათვალისწინებული არ არის Nvidia-ს შემოსავლის სამნიშნა პროცენტული ზრდა წინა ოთხ კვარტალში. თუმცა, PEG კოეფიციენტი, რომელიც P/E-ს (ფასი/მოგება) EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) ზრდის ტემპთან შეფარდებით მიიღება 1-ზე ნაკლებია, რაც სტანდარტია დაუფასებელი აქციებისთვის.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Dollar Tree-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა

გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved