• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ადამიანები

ვინ არის კეტი ვუდი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მარტი 31, 2023
in ადამიანები
ვინ არის კეტი ვუდი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

კეტრინ დადი ვუდი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, 1955 წლის 26 ნოემბერს დაიბადა. ირლანდიელი ემიგრანტების ქალიშვილმა მამისგან, რადარის სისტემის ინჟინრისაგან შეიტყო ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობა და ის გავლენა, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე.

კეტი ვუდმა წარჩინებით დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ფინანსების განხრით. სწორედ აქ სწავლისას შეხვდა იგი თავის მენტორს — არტურ ლაფერს, იმ დროის პრესტიჟულ ეკონომისტს, რომელიც რონალდ რეიგანის დროს მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

მისი კარიერა უოლ სტრიტზე

მენტორის წყალობით, კეტი ვუდმა მიიღო პირველი სამუშაო ფინანსური სერვისების ფირმაში — Capital Group-ში, სადაც მან სამი წელი დაჰყო. შემდეგ შეუერთდა Jenniston Associates-ს — სწორედ აქ დაიწყო მან ინვესტორის რეპუტაციის ჩამოყალიბება და კომპანიაში 18 წლის მანძილზე იმუშავა.

2001 წელს ვუდი შეუერთდება Alliance Bernstein-ს, როგორც მთავარი ეკონომისტი გლობალური თემის სტრატეგიებისთვის. ეს სამუშაო ურთიერთობა 12 წლის განმავლობაში გაგრძელდა და სწორედ ამ პერიოდში გაიარა კეტი ვუდმა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან 2007-2008 წლის კრიზისის დროს მის მიერ მართული აქტივების წარმადობა ფართო ბაზრისას ჩამორჩებოდა.

ეს იყო შედეგი იმისა, რომ თავის საინვესტიციო სტილში კეტი უპირატესობას ანიჭებს მზარდი პოტენციალის კომპანიებში (ღირებული კომპანიების საპირისპირო) ინვესტირებას. ამ სტრატეგიის შედეგია მაღალი მერყეობა და რისკი, რაც ბაზრის ვარდნის დროს უარყოფით შედეგებს იძლევა.

Ark Invest

კეტი ვუდის იდეები აქტიურად მართულ გაცვლით სავაჭრო ფონდებსა (ETF) და ტექნოლოგიურ აქციებში ინვესტირების შესახებ Alliance Bernstein-ს არ მოეწონა, ამიტომ ინვესტორმა კომპანია დატოვა და საკუთარი ფონდის დაარსება გადაწყვიტა.

2014 წელს მან დააარსა Ark Invest — ეს ფონდი ინვესტიციებს ახორციელებს კომპანიებში, რომლებსაც სამყაროს შეცვლის პოტენციალი გააჩნია. სახელწოდება „Ark“ აღნიშნავს „აღთქმის კიდობანს“ იუდეურ-ქრისტიანული რელიგიიდან. ის ასევე „აქტიური კვლევის ცოდნის“ შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს.

ამრიგად, 2014 წლის ოქტომბერში, Ark Invest-მა გამოუშვა თავისი პირველი ოთხი თემატური ETF, რომლებიც აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ტექნოლოგიური ინოვაციების კომპანიებში, გენურ რევოლუციაში, შემდეგი თაობის ინტერნეტში და ავტონომიურ ტექნოლოგიებში, რობოტექნიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, კეტის საინვესტიციო ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდეს იგი ასევე მართავს ორ საინდექსო ფონდს, მაგრამ არსებითად იმავე სფეროებზე ფოკუსირებით — ეს ფონდებია 3D ბეჭდვის ETF და ისრაელის ტექნოლოგიური ინოვაციების ETF.

გარდა ამისა, 2019 წელს Ark Invests-მა ინვესტიცია ჩადო ფინტექ ტექნოლოგიების ETF-ში, ხოლო 2021 წელს — კოსმოსის კვლევის ETF-ში.

კედი ვუდის საინვესტიციო სტილი

ახლა, როდესაც კეტი ვუდი დამოუკიდებელია, იგი ინვესტიციებს ახორციელებს მზარდი პოტენციალის კომპანიებში, რომლებიც მომავალს აყალიბებს. გარდა ამისა, აუცილებელი პირობაა, რომ ამ კომპანიებს ჰქონდეთ გაორმაგებული ზრდის პროგნოზი არაუმეტეს 5 წლის პერსპექტივაში.

კეტი აღფრთოვანებულია კრიპტოვალუტებით, ხელოვნური ინტელექტით, განახლებადი ენერგიებით, ადამიანის გენომით, რობოტექნიკით, 3D ბეჭდვით და კოსმოსის გამოკვლევითაც კი.

კეტი ვუდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი საინვესტიციო სტილი სარისკოდ გამოიყურება, არსებითად ის დიდად არ განსხვავდება, მაგალითად, უორენ ბაფეტის სტრატეგიისგან — ინვესტორი ამბობს, რომ ბაფეტი ყურადღებას ამახვილებს იმ კომპანიებზე, რომლებიც დღეს ღირებულად ითვლება, თავად კეტი კი ეძებს ფირმებს, რომლებიც ხვალ ღირებულ კომპანიებად იქცევა.

წინა

რატომ გაორმაგდა მიმდინარე კვირის განმავლობაში Biomea Fusion-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში McCormick-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ივნისი 2, 2023
ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად
ადამიანები

ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
მაისი 31, 2023
კრის საკა — ინვესტორი პერსპექტიული სტარტაპების ამოცნობის უნარით
ადამიანები

კრის საკა — ინვესტორი პერსპექტიული სტარტაპების ამოცნობის უნარით

by Giorgi
მაისი 23, 2023
საინტერესო ფაქტები ჯერემი გრენთემის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ჯერემი გრენთემის შესახებ

by Giorgi
მაისი 22, 2023
უორენ ბაფეტის ოქროს წესი წარმატების მისაღწევად
ადამიანები

უორენ ბაფეტის ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

by Giorgi
მაისი 11, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასულ კვირაში McCormick-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში McCormick-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved