• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nike კომპანიაში ძველ აღმასრულებელ დირექტორს აბრუნებს

სექტემბერი 20, 2024
in სიახლეები
Nike კომპანიაში ძველ აღმასრულებელ დირექტორს აბრუნებს
გაზიარება

გუშინ, „after-hours”1 ვაჭრობაში Nike-ის (NKE) აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფეხსაცმლისა და სპორტული ტანსაცმლის გლობალურმა კომპანიამ ელიოტ ჰილი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჯონ დონაჰოს შემცვლელად დაასახელა.

ელიოტს ექნება დავალება, აღადგინოს აქციები, რომლებმაც, ხუთშაბათის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ღირებულების დაახლოებით მეოთხედი დაკარგა. კომპანიამ ივნისში კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ბაზარი პერსპექტივების ცვლილებების შესახებ გააფრთხილა. მთლიანობაში ანგარიშმა ინვესტორებს იმედები გაუცრუა.

 მაჩვენებელი ფისკალური 2024 წლის IV კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2023 წლის IV კვ.
შემოსავალი $12.6 მილიარდი $12.88 მილიარდი $12.83 მილიარდი
განზავებული EPS $0.99 $0.84 $0.66
წმინდა მოგება $1.5 მილიარდი $1.27 მილიარდი $1.03

აღსანიშნავია, რომ ელიოტ ჰილი უბრუნდება Nike-ს 2020 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ. იმ პერიოდისთვის ეს იყო მისი ხანგრძლივი, 32-წლიანი, კარიერის დასასრული კომპანიაში.

Nike-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, მარკ პარკერმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მომავლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით და ბიზნესის წარსული წარმატებების გააზრებით, საბჭომ დაასკვნა, რომ კომპანიას სჭირდებოდა ელიოტის გლობალური გამოცდილება, ლიდერობის სტილი და ღრმა ცოდნა ინდუსტრიის შესახებ. „მისი გატაცება სპორტით, ჩვენი ბრენდებით, პროდუქტებით, მომხმარებლებით, სპორტსმენებითა და თანამშრომლებით ელიოტს აქცევს სწორ პიროვნებად Nike-ის ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“ — დასძინა მარკმა.

ჯონ დონაჰო თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრის შუა რიცხვებში დატოვებს. ის იანვრის ბოლომდე კომპანიაში მრჩევლის როლს შეასრულებს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nike-ის აქციებს?

Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $86.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.12-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $71.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი, და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

ევროკომისია Apple-თან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს

შემდეგი

მოჰყვება საპროცენტო განაკვეთების დიდ შემცირებას რეცესია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მოჰყვება საპროცენტო განაკვეთების დიდ შემცირებას რეცესია?

მოჰყვება საპროცენტო განაკვეთების დიდ შემცირებას რეცესია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved