• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო

ივლისი 23, 2024
in სიახლეები
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
გაზიარება

გუშინ სპორტული ფეხსამცლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Nike-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის დაკლებული.

Nike-ის აქციები აფიქსირებს აღმასვლას იმის ფონზე, რომ კომპანია 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება ამ პარასკევს პარიზში დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ზოგიერთი ინვესტორი იმედოვნებს, რომ ეს კომპანიისთვის ბრენდინგის აღდგენის დასაწყისი იქნება.

Nike-ის აგრესიული სარეკლამო კამპანია

ბოლო პერიოდში Nike რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს, ეს სიტუაცია ახალი მარკეტინგული ბიძგებითა და სტრატეგიებით გამოასწოროს. შაბათ-კვირას Nike-ის ოლიმპიური თამაშების სარეკლამო კამპანიის — „გამარჯვება ყველასთვის არ არის“ — დებიუტი შედგა. Nike-ის სამი დღის წინ გამოქვეყნებულ სარეკლამო რგოლს მსახიობი — უილემ დეფო ახმოვანებს ყურადღების ცენტრში კი არიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის სერენა უილიამსი და ლებრონ ჯეიმსი.

გარდა ამისა, ჩინეთში და სხვა საკვანძო საერთაშორისო ბაზრებზე წინაღობების გამო (რაც მოთხოვნის შემცირებას იწვევს) ზოგიერთი ანალიტიკოსი და აქციონერი ეჭვობს, რომ ბოლო პერიოდში Nike-ის ბრენდი შესუსტდა. კომპანიის ბოლო კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, მიმდინარე კვარტალში გაყიდვები წლიურად, სავარაუდოდ, 10%-ით შემცირდება და არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალგაზრდა სპორტსმენები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მცირე ბრენდებს. ოლიმპიადის დიდი სარეკლამო კამპანიის დაწყების შემდეგ კი, როგორც ჩანს, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გიგანტი მზად არის გარკვეული აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად, რათა თავისი ბრენდის პოპულარობა გაზარდოს.

Nike-ის აქციების შეფასება

Nike-ის აქციები დაეცა იმ დონემდე, რომელიც ისტორიულად იაფად გამოიყურება. ამჟამად მისი P/E1 (ფასი/მოგება) კოეფიციენტი დაახლოებით 20-ს შეადგენს, ხოლო ფორვარდული P/E2 — თითქმის 24-ს. გარდა ამისა, Nike-ის კვარტალური დივიდენდი დაახლოებით 1.9%-ს აღწევს, რაც ახლოსაა კომპანიის უმაღლეს ნიშნულთან.

Nike PE Ratio

უფრო მაღალი ფორვარდული P/E თანაფარდობა ასახავს მოლოდინს, რომ Nike-ს უახლოეს პერსპექტივაში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდება. თუმცა არსებობს შანსი, რომ კომპანია კვლავ შეძლებს მაღალი შემოსავლის გამომუშავებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას. Nike-ს ჯერ კიდევ გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდი, წარმოებისა და დისტრიბუციის უპირატესობები.

ბოლო კვარტალური ანგარიში

Nike-მა ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები 27 ივნისს გამოაქვეყნა:

 მაჩვენებელი ფისკალური 2024 წლის IV კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2023 წლის IV კვ.
შემოსავალი $12.6 მილიარდი $12.88 მილიარდი $12.83 მილიარდი
განზავებული EPS $0.99 $0.84 $0.66
წმინდა მოგება $1.5 მილიარდი $1.27 მილიარდი $1.03 მილიარდი

უფრო დეტალური მონაცემების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nike-ის აქციებს?

Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $75.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $67.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 17-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] კომპანიის აქციების ფასის შეფარდება მის EPS-სთან. მაღალი P/E კოეფიციენტი შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიის აქციების ფასი გადაჭარბებულია ან ინვესტორები მაღალი ზრდის ტემპებს მოელიან.

[2] ეს არის P/E თანაფარდობის ვერსია, რომელიც ამ კოეფიციენტის გაანგარიშებისთვის პროგნოზირებულ მოგებას იყენებს. პროგნოზირებული მოგება, როგორც წესი, შემდეგ 12 თვეს ან მომდევნო სრულ წელს მოიცავს.

წინა

რა ხდებოდა 22 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Nvidia ჩინეთის ბაზრისთვის ახალ AI პროცესორს ქმნის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დღეს Nvidia აქციონერთა ყოველწლიურ კრებას ჩაატარებს

Nvidia ჩინეთის ბაზრისთვის ახალ AI პროცესორს ქმნის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved