• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Netflix-ის გამომწერების რაოდენობის ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა

აპრილი 22, 2024
in სიახლეები
Netflix-ის გამომწერების რაოდენობის ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა
გაზიარება

გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Netflix-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ვიდეო სტრიმინგის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული.

დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს Netflix-ის უახლესი კვარტალური ანგარიშიდან.

ორიგინალური კონტენტი გამომწერების ზრდას განაპირობებს

პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $9.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $5.28-ს. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $9.27 მილიარდს და $4.51-ს შეადგენდა.

Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ფასიანი სერვისის გამომწერების რაოდენობა წლიურად 16%-ით ­— 269.6 მილიონამდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა. თანა-აღმასრულებელი დირექტორი — ტედ სარანდოსი ამბობს, რომ ეს გამოწვეულია ორიგინალური ფილმებითა და სატელევიზიო შოუებით. მაგ ხაზი გაუსვა შემდეგ პროექტებს: „Griselda“, „Avatar: The Last Airbender“ და „Love Is Blind“, რომლებმაც, Netflix-ის ცნობით, შესაბამისად, 66.4 მილიონი, 63.8 მილიონი და 20 მილიონი ნახვა დააგროვა.

ტედმა ასევე განაცხადა: „Netflix-ის პლატფორმაზე არსებული ყველა საოცარი სერიალი, ფილმი, თამაში და ლაივ ღონისძიება წარმოადგენს ფუნდამენტს, მაგრამ ჩვენი წარმატების საკვანძო კომპონენტი არის ის, რომ გამუდმებით ვცდილობთ, დავხვეწოთ ამ შესანიშნავი კონტენტისთვის აუდიტორიის პოვნის უნარი“.

მეორე კვარტლის სუსტი პერსპექტივა

რაც შეეხება მომავალს, Netflix-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $2.06 მილიარდს შეადგენს, ხოლო EPS — $4.68—$5.28-ს.

კომპანიის წარმომადგენლებმა სუსტი პროგნოზები ნაწილობრივ მიაწერეს არგენტინაში ფასების ცვლილებებს და ადგილობრივი ვალუტის დევალვაციას აშშ დოლართან მიმართებაში.

აქციონერებისათვის განკუთვნილ წერილში Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლები პირველი კვარტლისას ტიპური სეზონურობის გამო ჩამოუვარდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში, იმავე წლის პირველ მეოთხედთან შედარებით, შემოსავალი და მოგება გაიზარდა.

Netflix Stock vs S&P 500 (Year to Date Performance)

ლაივ სპორტი

აღმასრულებელმა დირექტორმა — გრეგ პიტერსმა განაცხადა, რომ Netflix ლაივ პროგრამირების განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. მან ხაზი გაუსვა, რომ სტრიმინგის გიგანტი მუშაობს, ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ბრძოლის პირდაპირ ეთერში გაშვებაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ Netflix-ისა და WWE-ს (World Wrestling Entertainment) მშობელი კომპანიის — TKO Group Holdings-ის წარმომადგენლებმა იანვარში განაცხადეს, რომ „RAW“, WWE-ს მოწინავე ყოველკვირეული შოუ, 2025 წელს Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი.

ML და AI

კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია Netflix-ს, ისარგებლოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით, გრეგ პიტერსმა განაცხადა, რომ უკვე თითქმის ორი ათეული წელია, რაც კომპანია მანქანურ სწავლებას (ML) იყენებს.

„ეს ტექნოლოგიები წარმოადგენს სარეკომენდაციო სისტემების საფუძველს, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ აუდიტორია ჩვენი კონტენტისთვის და გამომწერები კმაყოფილებით უზრუნველვყოთ“ — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა.

გრეგმა აღნიშნა, რომ კომპანია ამ ტექნოლოგიების განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობს. მისი თქმით, შესაძლოა, Netflix შესანიშნავ პოზიციაში იყოს ახალი მიდგომების ათვისებისა და გამოყენებისთვის.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?

Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $611.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $637.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $765.00-ს, ხოლო მინიმალური — $425.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 40 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

Meta Platforms-მა Llama 3 გამოუშვა

შემდეგი

რა ხდებოდა 19 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 19 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 19 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved