გუშინ გამართულ ღონისძიებაზე Microsoft-მა დააანონსა ახალი კატეგორიის Windows კომპიუტერები სახელწოდებით Copilot+ PC. ისინი ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) არის შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ დღეს ტექნოლოგიური გიგანტი უმასპინძლებს დეველოპერების კონფერენციას — Microsoft Build-ს. სავარაუდოდ, ამ ღონისძიებაზე მენეჯმენტი დამატებით დეტალებს გამოაქვეყნებს.
„Copilot+ მოდელები არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ინტელექტუალური Windows კომპიუტერები, რაც კი ოდესმე შექმნილა. ისინი საშუალებას მოგცემთ, გააკეთოთ ის, რაც ნებისმიერი სხვა კომპიუტერით შეუძლებელია“ — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Copilot+ კომპიუტერები ხელმისაწვდომი გახდება 18 ივნისიდან
Microsoft-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Copilot+ კომპიუტერები შეთავაზებული იქნება Microsoft Surface ხაზის, ასევე კომპანიის OEM (ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებელი) პარტნიორების მეშვეობით. ამ უკანასკნელების შორის არიან Dell Technologies, Lenovo, Samsung, HP, Acer და Asus.
Microsoft-ში განაცხადეს, რომ Copilot+ კომპიუტერების ფასი $999-დან დაიწყება, ისინი ხელმისაწვდომი გახდება 18 ივნისიდან, ხოლო წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. Copilot+ კომპიუტერები Qualcomm ჩიპებით იქნება აღჭურვილი.
Microsoft-ის მენეჯმენტის თქმით, Windows AI კომპიუტერების წარმადობა ჯაბნის Apple-ის MacBook Air-ს 58%-მდე მდგრადი multithread ფუნქციონირებით, ამავდროულად, ბატარეის მთელი დღის განმავლობაში მუშაობით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში Apple-მა დააანონსა iPad-ის ახალი მოდელი, რომელიც აღჭურვილია ახლახან გამოშვებული M4 ჩიპით.
„Recall“ ფუნქცია
Microsoft-მა ასევე დააანონსა ფუნქცია სახელწოდებით „Recall”, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად მიიღონ წვდომა ყველაფერზე, გააკეთეს ან ნახეს კომპიუტერის ეკრანზე. ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ახალ კომპიუტერებს ექნება წვდომა OpenAI-ის უახლეს მოდელზე — GPT-4o-ზე.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $425.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $491.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.