• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Meta Platforms-ის მთავარი მეტავერსი მომხმარებლებს კარგავს

ოქტომბერი 17, 2022
in სიახლეები
Meta Platforms-ის მთავარი მეტავერსი მომხმარებლებს კარგავს
გაზიარება

The Wall Street Journal-ის თანახმად, რომელმაც კომპანიის შიდა დოკუმენტები განიხილა, Horizon Worlds – Meta Platforms-ის წამყვანი მეტავერსი მომხმარებლებისთვის, შიდა წარმადობის მოლოდინს ვერ აკმაყოფილებს.

Meta თავდაპირველად მიზნად ისახავდა Horizon Worlds-ში 500,000 ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლის მიღწევას წლის ბოლომდე, მაგრამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელი მაჩვენებელი 200,000-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, დოკუმენტებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა პლატფორმის პირველ თვეს გამოყენების შემდეგ Horizon-ს არ დაბრუნებია და გაზაფხულის შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად მცირდება.

მოხსენების თანახმად, სამყაროების მხოლოდ 9%-ს მინიმუმ 50 ადამიანი სტუმრობს, უმეტესობას კი – საერთოდ არავინ.

მოხსენება ემატება იმას, რომ კომპანიის აქციები ფასები, ასევე, მომხმარებელთა რაოდენობა იკლებს და რეკლამის განმთავსებლები ხარჯებს ამცირებენ. წლის დასაწყისიდან Meta-ს აქციების ფასი ჯერჯერობით 62%-ზე მეტით არის შემცირებული.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი დაინტერესებულია მეტავერსის ამუშავებით, რათა მომხმარებლებს ერთად მუშაობისა და თამაშის საშუალება მისცეს. სწორედ ამ ამბიციების გამოსახატად, გასულ წელს კომპანია Facebook-ის სახელი Meta Platforms-ით შეიცვალა.

შედეგად, Meta-მ შექმნა Horizon Worlds, რომელიც წარმოადგენს ვირტუალური სივრცის ქსელს, სადაც მომხმარებლები ავატარების საშუალებით ურთიერთქმედებენ. ინდივიდებს Horizon Worlds-ზე წვდომა Meta’s Quest-ის ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტების საშუალებით ეძლევათ.

Meta Platforms Headset

მეტავერსის ირგვლივ გარკვეული აჟიოტაჟის შექმნის მიზნით, სამშაბათს Meta’s Connect-ის კონფერენციაზე ცუკერბერგმა თავისი კომპანიის უახლესი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი – სახელწოდებით Meta Quest Pro წარადგინა. მოწყობილობა $1500 ღირს და შეიცავს ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მოწინავე მობილური Snapdragon კომპიუტერული ჩიპი.

Meta-ს სპიკერმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ კომპანია აგრძელებს მეტავერსის გაუმჯობესებას, რომელიც ყოველთვის მრავალწლიან პროექტად განიხილებოდა.

Meta-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს კომპანია მობილური მოწყობილობებისთვის და კომპიუტერებისთვის Horizon-ის ვებ ვერსიას გამოუშვებს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved