• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Meta Platforms-ს, მეტავერსის გადასარჩენად, თინეიჯერები სჭირდება

თებერვალი 8, 2023
in სიახლეები
Meta Platforms-ს, მეტავერსის გადასარჩენად, თინეიჯერები სჭირდება
გაზიარება

მარკ ცუკერბერგს სჯერა, რომ ბავშვები როგორც მსოფლიოს, ასევე მეტავერსის მომავალიცაა. The Wall Street Journal-ის (WSJ) მიერ მოპოვებული ჩანაწერი გვიჩვენებს, რომ Meta Platforms-ის მენეჯმენტი გეგმავს, თავისი მეტავერსული აპლიკაციის — Horizon Worlds-ის ასაკობრივი კარიბჭე უფრო ფართოდ გახსნას და სერვისის გამოყენება 13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის გახადოს ნებადართული. აქამდე აპლიკაცია მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

 

ჰორიზონტის გაფართოება

Horizon Meta-ს პირველი მცდელობაა, შექმნას VR (ვირტუალური რეალობა) სოციალური ქსელი. მომხმარებლები ერთმანეთთან ავატარების საშუალებით ურთიერთობენ და უფლება აქვთ, საკუთარი გარემო ან „სამყარო“ შექმნან. მას ძალიან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე Meta-ს თანამშრომლებისგან.

Metaverse

Horizon-ს ასევე გაუჭირდა თავისი მომხმარებლების შენარჩუნება და The Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად, იანვარში მომხმარებლების თვიურმა შენარჩუნების დონემ 11% შეადგინა და WSJ-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, Meta Platforms-ის მენეჯმენტს ამ მაჩვენებლის 20%-მდე გაზრდა სურს. და ეს ყველაფერი არ არის:

  • მენეჯმენტს სურს, რომ წლის პირველი ნახევრისთვის Horizon-ის აქტიურ მომხმარებელთა ბაზა 500,000-მდე, ხოლო წლის ბოლომდე 1 მილიონამდე გაზარდოს. WSJ-ის წყაროების თანახმად, ამჟამად Horizon-ს 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
  • ყველა ასაკის მეტი მომხმარებლის მოზიდვისთვის საკვანძო ფაქტორი Horizon-ში თამაშებისა და გამოცდილების შემუშავება იქნება, რათა სერვისმა მომხმარებლების გართობა განაგრძოს. ამისათვის Meta მეორე მხარის სტუდიებს ეყრდნობა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან კომპანიამ ახლახან გაათავისუფლა თავისი სამუშაო ძალის ნაწილი.

კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელსაც კომპანია თავის მეტავერსში მეტის ადამიანის მოსაზიდად იყენებს, მისი ნაკლებად მეტავერსულად ქცევაა. WSJ-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ნათქვამია, რომ Meta-ს მენეჯმენტს სურს, ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის მეტავერსის 2D ვერსია შექმნას.


შეგახსენებთ, რომ Meta Platforms-მა გასულ ოთხშაბათს კვარტალური ანგარიში წარადგინა. შემოსავალმა $32.17 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $31.53), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $1.76 (პროგნოზი — $2.26). ეს განპირობებული იყო $4.2 მილიარდის ოდენობით რესტრუქტურიზაციის ხარჯებით, რომლებიც პერსონალის გათავისუფლებასთან, ასევე ოფისებისა და მონაცემთა ცენტრების დახურვასთან არის დაკავშირებული. მათი გათვალისწინებით კორექტირებული EPS $3-ს აღწევს, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს ბევრად აჭარბებს. მენეჯმენტმა ასევე შეამცირა ხარჯების პროგნოზები 2023 წლისთვის და თქვა, რომ მიმდინარე წელს მთლიანი ხარჯები $89-$95 მილიარდს შეადგენს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით $5-$6 მილიარდით ნაკლებია. ამასთან, Meta-მ კაპიტალური ხარჯების პროგნოზებიც შეამცირე $4 მილიარდით, ახალი პროგნოზი $30-$33 მილიარდს უტოლდება.

რაც შეეხება მიმდინარე კვარტალს, მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $26-$28.5 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ანალიტიკოსების პროგნოზი კი $27.14 მილიარდია. Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა 2023 წელს „ეფექტურობის წელი“ უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია ორიენტირებული იყო, გამხდარიყო უფრო მოხერხებული ორგანიზაცია.

წინა

5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია

შემდეგი

10 რჩევა წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირებისთვის

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
10 რჩევა წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირებისთვის

10 რჩევა წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირებისთვის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved