• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მალე Meta კვარტალურ ანგარიშს წარადგენს – რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

აპრილი 8, 2022
in სიახლეები
მალე Meta კვარტალურ ანგარიშს წარადგენს – რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?
გაზიარება

რამდენადაც საფონდო ბირჟაზე არამდგრადობა იზრდება, შეიძლება აღარც კი გვახსოვდეს, რომ მოგების ანგარიშების წარდგენის სეზონი მოდის. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზოგიერთი კომპანია გამოაქვეყნებს კვარტალურ ანგარიშებს.

ერთ-ერთი, რომელსაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ არის Facebook-ის მშობელი – Meta Platforms-ის ანგარიში, რომელიც თავის პირველი კვარტლის შედეგებს 27 აპრილს გამოაქვეყნებს. მოცემული წლისთვის კომპანიის აქციების ფასი 34%-ით შემცირდა და ინვესტორებს აინტერესებთ შეუძლია თუ არა კომპანიის წარმადობის ახალ შედეგებს გააძლიეროს ინტერესი ამ აქციების მიმართ.

 

iOS-ის გავლენა შემოსავალზე

ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავლის ზრდის შენელება და მენეჯმენტის მითითებები პირველი კვარტლისთვის შემდგომი შენელების შესახებ, იყო ბოლო პერიოდში აქციების ფასების მკვეთრი ვარდნის მიზეზი. 2021 წლის მესამე კვარტალში შემოსავლების შთამბეჭდავი 35%-იანი ზრდის შემდეგ, მეოთხე კვარტალში შემოსავლების ზრდა 20%-მდე შენელდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ მენეჯმენტი, პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, შემოსავლების 3%-დან 11%-მდე ზრდას ისახავს მიზნად.

რა იყო ზრდის ამ უეცარი შენელების მთავარი მიზეზი? ბოლო ცვლილება რეკლამების მონიტორინგსა და Apple-ის iOS მობილური სისტემის პარამეტრებში. iOS-ის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა ცვლილებებმა Meta Platforms-ისთვის რეკლამების დამიზნებისა და გაზომვის მოქმედებაში მოყვანა გაართულა.

საბედნიეროდ, Meta-ს მენეჯმენტი ამ საკითხების მოგვარებასთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ ამას, შეიძლება, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ Meta თავის მითითებებთან დაკავშირებით აშკარად კონსერვატიულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოსავლების ზრდა ჩვეულებრივ წინ უსწრებს მენეჯმენტის პერსპექტივას. სოციალური ქსელის გიგანტი პირველ კვარტალში სავარაუდოდ გაზრდის თავის შემოსავალს მინიმუმ 11%-ით. თუმცა გარანტიები არ არსებობს.

როგორი ზრდის ტემპიც არ უნდა წარადგინოს კომპანიამ, ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ინვესტორებს შეუქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად კარგად უმკლავდება კომპანია iOS-ის მიერ წარმოდგენილ გამოწვევებს.

Mark Zuckerberg

მითითებები

ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც Facebook-ის პირველი კვარტლის შემოსავალი, იქნება ტექნოლოგიური კომპანიის მეორე კვარტლის პერსპექტივა.

ინვესტორები არ უნდა ააღელვოს მეორე კვარტლისთვის შემოსავლების უფრო ძლიერმა მითითებების პოტენციალმა. Meta-ს უკანასკნელი მოგების ანგარიშის წარდგენისას მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შედეგები წლის პირველი ნახევრისთვის, წინა წელთან შედარებით, არადამაჯერებელი იქნებოდა. ეს განსაკუთრებით 2022 წლის მეორე კვარტალს ეხება. წინა წელთან შედარებით, შემოსავალი 56%-ით გაიზარდა, რადგან მარკეტოლოგებმა კვლავ დაიწყეს სარეკლამო ხარჯების გაზრდა, ლოკდაუნის დროს მისი შეზღუდვის შემდეგ.

რთულია იმის თქმა, თუ რა პერსპექტივა ექნება Meta-ს მეორე კვარტლისთვის, მაგრამ, ინვესტორები მზად უნდა იყვნენ ყველაზე უარესისთვის, სანამ მეტი ინფორმაცია ექნებათ.

საერთო ჯამში, ამჟამად Meta-სთან ბევრი გაურკვევლობა არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, კომპანიის პირველი კვარტლის ანგარიში განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან ეს ინვესტორებს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ.

Meta პირველი კვარტლის შედეგებს ავრცელებს ოთხშაბათს, 27 აპრილს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ.

წინა

როგორ მოვძებნოთ ახალი აქციები საინვესტიციო პორტფელისთვის?

შემდეგი

როგორ შევარჩიოთ მომდევნო ინვესტიცია?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ შევარჩიოთ მომდევნო ინვესტიცია?

როგორ შევარჩიოთ მომდევნო ინვესტიცია?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved