• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გამოიყურება McDonald’s-ის შედეგები უკეთ, ვიდრე ოდესმე?

თებერვალი 15, 2022
in სიახლეები
რატომ გამოიყურება McDonald’s-ის შედეგები უკეთ, ვიდრე ოდესმე?
გაზიარება

Mcdonald’s-მა, გენერალური დირექტორის – კრის კემპჩინსკის ხელმძღვანელობით, დანერგა ახალი გეგმა, რომელიც ციფრულ შეკვეთებსა და მიწოდებაზეა ორიენტირებული. სწრაფი კვების გიგანტმა ახლახან დაასრულა წარმატებული წელი გაყიდვების საგრძნობი ზრდით და მომავალი ზრდისთვის ბაზარზე მყარად არის პოზიციონირებული.

წარმოგიდგენთ ჯერემი ბოუმენისა და ბრაიან უიდერსის დისკუსიას McDonald’s-ის ბოლო კვარტალსა და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება კომპანია პანდემიას.

ჯერემი ბოუმენი: მოდი, საკითხს ჩვუღმავდეთ. McDonald’s-ს დამაჯერებელი კვარტალი ჰქონდა. ეს კომპანია მსოფლიოში უდიდესი სარესტორნო ქსელია. მისი ბრენდი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. 2020 წელი McDonald’s-ისთვის სუსტი იყო გლობალური პანდემიური მდგომარეობის გამო, მაგრამ ბოლო კვარტალი ნამდვილად მშვენიერი აღმოჩნდა.

ბრაიან უიდერსი: ჯერემი, მოდი უფრო ნელა და ფართოდ გავშალოთ ეს საკითხი.

ბოუმენი: შემოსავალმა 13%-ით $6 მილიარდამდე მოიმატა, რაც მოლოდინებს შეესაბამებოდა. კარგია, როცა ისეთი სიდიდის კომპანია ხარ, როგორიც McDonald’s-ია და მსგავსი ტემპებით ზრდის უნარი შეგწევს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ McDonald’s-ის რესტორნების 93% ფრანშიზულია. ასე რომ, შემოსავალი დიდად არ ასახავს ბიზნესის ნამდვილ მასშტაბს. მათი სრული გაყიდვები, ვფიქრობ, დაახლოებით $118 მილიარდი იყო წინა წელს. მთელი წლის შემოსავალი ამის მხოლოდ დაახლოებით 20%-ია, შემოსავალი თითო აქციაზე 31%-ით გაიზარდა, რაც ასეთი ბიზნესისთვის შესანიშნავია. ეს მაჩვენებელი პროგნოზზე ოდნავ დაბალი იყო, სულ რაღაც $2.34-ით.

თუმცა მათ გამოწვევები აქვთ მომარაგების ჯაჭვთან, მუშახელის სიმცირესთან, ინფლაციასთან და მსგავს „სასიამოვნო“ საკითხებთან დაკავშირებით. მათ არ წარმოუდგენიათ შემოსავლის ან EPS-ის (შემოსავალი თითო აქციაზე) პროგნოზი, მაგრამ მათი ოპერაციული მარჟა 40%-ის ფარგლებში გაიზარდა, ბევრი ბიზნესი ვერ ახერხებს ასეთი მაჩვენებლის დაფიქსირებას. მეოთხე კვარტალში გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გლობალურად 12.3%-ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავია.

ამასთანავე,  აშშ-ში ეს მაჩვენებელი 7.5% იყო, რაც წინ წლის მაჩვენებელზე 5.5%, მაღალია. ეს ყველა მიმართულებით ნამდვილად მტკიცე ზრდას ნიშნავს. პანდემიის პერიოდში სარესტორნო ინდუსტრიისთვის ციფრული გაყიდვები დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ჩინებულია, რომ ამ კუთხით McDonald’s საკუთარ თავს გარდაქმნის, მიჰყვება რა Starbucks-ისა და სხვა ისეთი რესტორნების ნაკვალევს, რომლებიც ამ მიმართულებითაც წარმატებულები არიან. მათმა ციფრულმა გაყიდვებმა მთელი სისტემის მასშტაბით, გასულ წელს, $18 მილიარდი შეადგინა, რაც ნამდვილად კარგის მაუწყებელია. დაჯილდოების პროგრამის ჩაშვებამ კი McDonald’s-ს აშშ-ში პირველ 6 თვეში 30 მილიონი მომხმარებელი შესძინა.

უიედერსი: ფანსტასტიური ციფრებია.

ბოუმენი: დიახ, მიუხედავად იმისა, რომ McDonald’s, ისევე როგორც სხვა მსგავსი კომპანიები, Covid-19-ის გამო პრობლემებს აწყდება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ჩინეთსა და ევროპაშიც, მისთვის დამახასიათებელი ფრანშიზული მოდელის წყალობით ის სხვებზე კარგად უმკლავდება ყველაფერს. რაც შეეხება აქციებს, ეს კომპანია ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია და იდეალური არჩევანია, თუ ისეთ უსაფრთხო აქციას ეძებთ, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. დივიდენდების გაცემის კუთხითაც ნამდვილი არისტოკრატები არიან, თუ არ ვცდები 2.5%-იანი შემოსავლით.

უიდერსი: ეს საკმაოდ შთამბეჭდავია. 90 დღის განმავლობაში აქტიური მომხმარებლების რიცხვი Starbucks-ის შემთხვევაში 25 მილიონს უტოლდება, ეს არ არის McDonald’s-ის 30 მილიონ წევრთან ზუსტად შესადარებელი სიდიდე, მაგრამ ამ ციფრების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ მომხმარებელი აპლიკაციას გამოიყენებს და ეს გამოცდილება მისთვის წარმატებული აღმოჩნდება, გამოდის, ეს კომპანიას ამ მოხმარებლების ხელმეორედ მიზიდვის საშუალებას აძლევს.

ბოუმენი: ეს ნამდვილად კარგი ტაქტიკაა მომხმარებლის მოსაზიდად.

წინა

რა ახალ გზებს პოულობს Visa ზრდისთვის?

შემდეგი

ბაფეტის Berkshire-მა Activision-ის აქციები შეიძინა

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
ბაფეტის Berkshire-მა Activision-ის აქციები შეიძინა

ბაფეტის Berkshire-მა Activision-ის აქციები შეიძინა

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved