• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამდენად შესაფერისი დროა ახლა Walmart-ის აქციების შესაძენად?

ნოემბერი 25, 2022
in სიახლეები
რამდენად შესაფერისი დროა ახლა Walmart-ის აქციების შესაძენად?
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ ფართო ბაზარი წელს 17%-ით დაეცა, Walmart ერთ-ერთია იმ რამდენიმე აქციიდან, რომელიც სიცოცხლის გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ საცალო ვაჭრობის გიგანტი ბოლო დროს წინაღობების წინაშე აღმოჩნდა, რადგან ინვესტორები აფასებენ რეცესიის ალბათობას და მის გავლენას საცალო ბიზნესზე, რეალურად დღემდე აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.

კომპანიის უახლესმა კვარტალურმა ანგარიშმა ინვესტორების დიდი ნაწილი დაამშვიდა. Walmart შეიძლება კვლავ ძლიერი იყოს, მაგრამ კომპანიას, უახლოეს მომავალში, გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს. მოდით, ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ და ვნახოთ, არის თუ არა ახლა კარგი დრო Walmart-ის აქციების შესაძენად.

Walmart Stock

Walmart-ში ინვესტირების შემთხვევა

Walmart-ის მესამე კვარტლის ანგარიში გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ. გლობალური გაყიდვები გაიზარდა 8.7%-ით, ანუ 9.8%-ით უცვლელი ვალუტის პირობებში, ხოლო ერთი და იმავე ლოკაციის გაყიდვებმა (ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს), შარშანდელთან შედარებით, 8.2%-ით მოიმატა. ვალუტის მერყეობამ კომპანიის მოგების მარჟა შეამცირა, მაგრამ Walmart-მა მაინც მოახერხა საერთაშორისო გაყიდვების 7.1%-ით გაზრდა.

ამან აიძულა მენეჯმენტი გაეზარდა თავისი პროგნოზები მთელი წლისთვის, მოლოდინია წმინდა გაყიდვების მთლიანობაში 5.5%-ით ზრდა. თუ Walmart ამ მიზანს განახორციელებს, ეს იქნება უზარმაზარი მიღწევა იმის გათვალისწინებით, რომ წელს, მსგავსი კომპანიების უმეტესობისთვის, გაყიდვები შენელდა. ეს ასევე იმის დასტური იქნება, რომ Walmart-ს, როგორც ბიუჯეტურ საცალო ვაჭრობის კომპანიას, ეს პოზიცია, ხარჯების შენელების მიუხედავად, კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამან შეიძლება აქცია, არსებულ ეკონომიკურ პირობებში, ღირებულ შესყიდვად აქციოს.

აშშ ამჟამად რეცესიაში არ არის, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. თუმცა Walmart-ს ნამდვილად ხელსაყრელი პოზიცია აქვს ზრდის ან სულ მცირე მიმდინარე მაჩვენებლების შესანარჩუნებლად. წარსულში რეცესიებში, როგორიცაა დიდი რეცესია, Walmart-მა, თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) ზრდის, ჯანსაღი მოგების მარჟების და მზარდი შემოსავლების შესანარჩუნებლად, კარგი სამუშაო შეასრულა.

Walmart FCF, Revenue (Annual), Gross Profit (Annual) % Change

მიუხედავად იმისა, რომ წარსული წარმადობა სამომავლო შედეგების გარანტიას არ გვაძლევს, არსებობს კარგი შანსი, რომ კომპანიამ, დაქვეითებული ეკონომიკის პირობებში, კარგად მუშაობა გააგრძელოს.

შემთხვევა Walmart-ში ინვესტირების საწინააღმდეგოდ

Walmart-ის პროგნოზები 2022 წლის მეოთხე კვარტლისთვის და მომავალი წლისთვის არ არის ისეთი ოპტიმისტური, როგორც მისი კვარტალური ანგარიში. მენეჯმენტი უფრო მეტ სავალუტო რყევებს და კონსოლიდირებული საოპერაციო შემოსავლის შემდგომ შეკუმშვას მოელის. მისი მთლიანი მოგების მარჟა, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 3%-ით დაეცა, ხოლო FCF 37%-ით შემცირდა.

ეს ვარდნა ვალუტის დანაკარგებით და ზედმეტად დიდი მარაგებით არის გამოწვეული. პანდემიის, მიწოდების ჯაჭვის დეფიციტის და 2020-2021 წლების სავაჭრო ბუმის შემდეგ, საცალო მოვაჭრეებმა, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მარაგები გააორმაგეს. მაგრამ ხარჯვა შენელდა და ახლა კომპანიები ჭარბი მარაგების პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

თაროებზე არსებული პროდუქცია ფასების შემცირებას იწვევს, რაც კომპანიის მოგებას ძირს უთხრის. Walmart-ის მესამე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას $12.2 მილიარდის ღირებულების მარაგი ჰქონდა, რაც წინა წლიდან 12.6%-იანი ზრდაა. ეს, გასულ კვარტლებთან შედარებით, მარაგების ნაკლები მატებაა, რაც იმის ნიშანია, რომ Walmart ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. მაგრამ მარაგების მაღალმა დონემ იმ დროს, როდესაც ეკონომიკა ვარდნაშია, შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ნაკლები მოგების მარჟა ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს და, გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება ბალანსის პრობლემებში გადაიზარდოს.

კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა ახლა Walmart?

Walmart-ის ფასი/გაყიდვები (P/S) კოეფიციენტი დაახლოებით 7-ს შეადგენს, რაც მისი უდიდესი კონკურენტის — Target-ის ანალოგიურ მაჩვენებელს უტოლდება. ამ ორიდან Walmart ნამდვილად უკეთესად მუშაობს და კარგია იმის ცოდნა, რომ მისი P/S კოეფიციენტი ნორმალურ დიაპაზონშია. კომპანიის ფასი/მოგება (P/E) თანაფარდობა — 46 გაცილებით მაღალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია ამჟამად პრემიით ვაჭრობს.

საცალო ხარჯების მოსალოდნელი შენელებისა და Walmart-ის მარაგების პრობლემის გათვალისწინებით, შესაძლოა, ინვესტორებისთვის Walmart-ის შესაძენად ლოდინი მომგებიანი იყოს. თუ მომდევნო კვარტლებში მთლიანი მოგების მარჟა კიდევ უფრო დაეცემა, შეიძლება, კომპანიის აქციების ფასიც შემცირდეს, რაც უფრო ხელსაყრელი ყიდვის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ეს მოხდება.

Walmart ახლაც ღირებული შესყიდვაა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, რომლებიც, ბაზრის გარდაუვალი აღმავლობისა და ვარდნის დასაძლევად, გარკვეულ სტაბილურობას ეძებენ. Walmart 1.5%-იან დივიდენდებს იხდის, რაც S&P 500-ის დივიდენდურ ანაზღაურებას შეესაბამება და კომპანიას დივიდენდების გადახდის შესანიშნავი ისტორია აქვს. უკვე ზედიზედ 20 წელია, რაც Walmart დივიდენდებს ზრდის  და ინარჩუნებს ჯანსაღ დივიდენდების გადახდის კოეფიციენტს (წლიური დივიდენდი თითო აქციაზე/EPS (მოგება თითო აქციაზე)) – 68%-ს, რაც ნიშნავს, რომ, უახლოეს მომავალში, მის დივიდენდებს შემცირება არ ემუქრება.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Carvana-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რომელია უკეთესი ინვესტიცია — LVMH vs Richemont

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რომელია უკეთესი ინვესტიცია — LVMH vs Richemont

რომელია უკეთესი ინვესტიცია — LVMH vs Richemont

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved