• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამდენად შესაფერისი დროა ახლა Coca-Cola-ში ინვესტირებისთვის?

ივლისი 22, 2022
in სიახლეები
რამდენად შესაფერისი დროა ახლა Coca-Cola-ში ინვესტირებისთვის?
გაზიარება

Coca-Cola-სთან დაკავშირებით ინვესტორების მხრიდან არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც კომპანიამ პასუხები ივლისის ბოლოს უნდა გასცეს. სასმელების ტატანის აქციებმა 2022 წელს ფართო ბაზარს აჯობა იმის გამო, რომ მისი ბიზნესი ნებისმიერი ეკონომიკური ვარდნის პირობებში შედარებით სტაბილურია. ინვესტორები, დივიდენდებისა და აქციების გამოსყიდვის გზით ფულადი სახსრების ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივებით აღფრთოვანებულები არიან.

მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება კოკა-კოლამ გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც 2022 წლისთვის მიმზიდველმა აქციამ და ყურადღება გავამახვილოთ 26 ივლისს დაგეგმილი კვარტალური ანგარიშის რამდენიმე ძირითად მეტრიკაზე.

  1. ორგანული გაყიდვები

მთავარი მაჩვენებელი იქნება შემოსავალი და ინვესტორთა უმეტესობა მოელის, რომ ის 13%-ით – $10.5 მილიარდამდე გაიზრდება. Coca-Cola-ს გაყიდვების მატებამ პირველ კვარტალში 16%-ს შეადგინა.

შემოსავლის ეს მაჩვენებელი მოიცავს ვალუტის კურსის რყევებს და მასზე დიდ გავლენას ახდენს პანდემიასთან დაკავშირებული სამომხმარებლო ხარჯების ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ინვესტორებს სურთ, რომ ზრდის უფრო მკაფიო სურათისთვის თვალი ორგანულ გაყიდვებს ადევნონ. გასულ კვარტალში კოკა-კოლამ ამ მიმართულებით 18%-იანი ზრდა დააფიქსირა.

კონკურენტმა PepsiCo-მა განაცხადა, რომ ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ის სასმელების ძირითადი ბიზნესი 9%-ით გაიზარდა და Coca-Cola, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში უფრო დიდ ზრდას გამოავლენს. ეს მოგება ნაწილობრივ განპირობებულია Coke-ის მიერ სასმელების გაყიდვით ისეთ ადგილებში, როგორიც არის სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და რესტორნები. ის ასევე უნდა ასახავდეს ბაზრის წილის ზრდას, რაც შეესაბამება იმ სასიხარულო ამბებს, რომლებიც აქციონერებმა ბოლო რამდენიმე კვარტალურ ანგარიშში იხილეს.

  1. ხარჯების ზეწოლა

კოკა-კოლას დომინანტური პოზიცია ბაზარზე კომპანიას ხარჯების ზეწოლისგან სრულად არ იცავს. კომპანიას, სავარაუდოდ, გაეზრდება ხარჯები ტრანსპორტირების, ძირითადი საშუალებებისა და ხელფასების მიმართულებით. შესაძლოა, მომხმარებლებმა უარი თქვან უფრო მაღალი ფასების გადახდაზე ამიტომ, მომგებიანობა სწორედ ის მეტრიკაა, რომელსაც ახლა ინვესტორები უნდა დააკვირდნენ.

Operating Margin

ახლა Coca-Cola-ს საოპერაციო მარჟა ახალი მწვერვალებისკენ იზრდება მაშინაც კი, როდესაც PepsiCo-ს ეს მაჩვენებელი დაეცა. ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, მთავარი მიზეზია, რის გამოც  2022 წელს კომპანიის აქციებმა აჯობა კონკურენტ კომპანიებსაც და ფართო ბაზარსაც.

ინვესტორებს სურთ, რომ მომდევნო კვირაში კოკა-კოლას უჩვეულოდ მაღალი მოგების სიძლიერის მეტი მტკიცებულება იხილონ.

  1. ახალი ხედვა

ამ თვის დასაწყისში Pepsi-მ გაყიდვების პერსპექტივა გაზარდა და ინვესტორებს Coca-Cola-სგანაც ანალოგიური განახლების იმედი აქვთ. აღმასრულებელი პროგნოზირებენ, რომ ორგანული გაყიდვები 7%-8%-ით გაიზრდება. მაგრამ PepsiCo-მ თავისი პროგნოზი 8%-დან 10%-მდე გაზარდა და თუ მოთხოვნის ტენდენციები ივლისში ძლიერი დარჩება, შესაძლოა მსგავსი ცვლილებები Coca-Cola-მაც განახორციელოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ინვესტორები კოკა-კოლას დივიდენდურ აქციებში ჩადებული ინვესტიციებიდან, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ფულად ანაზღაურებას მიიღებენ. უკვე ზედიზედ 60 წელია, რაც კომპანია დივიდენდურ ანაზღაურებას ყოველწლიურად ზრდის, რაც მას დივიდენდ მეფედ აქცევს. ეს შთამბეჭდავი სერია, სავარაუდოდ, არ დასრულდება მაშინაც კი, თუ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები შენელდება ან ბაზარი კიდევ ერთი რეცესიის წინაშე აღმოჩნდება. ეს კოკა-კოლას აქციებით აღფრთოვანების უმთავრესი მიზეზია.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?

შემდეგი

Pinterest-ის კვარტალური ანგარიში – რას უნდა დააკვირდეთ?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
Pinterest-ის კვარტალური ანგარიში – რას უნდა დააკვირდეთ?

Pinterest-ის კვარტალური ანგარიში - რას უნდა დააკვირდეთ?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved