• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ინვესტორებს ბაზრებზე ლიკვიდობის შემცირების ეშინიათ

მარტი 15, 2022
in სიახლეები
ინვესტორებს ბაზრებზე ლიკვიდობის შემცირების ეშინიათ
გაზიარება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტივების ფასების დიდი რყევები ზოგიერთ ინვესტორს უბიძგებს, პორტფელში რისკი შეამციროს, იმის შიშით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ფართო მოხმარების საგნებზე დაფიქსირებული ფასების რყევა შეიძლება სხვა ბაზრებზეც აისახოს.

საუბარია ლიკვიდობაზე, ან სიმარტივეზე, იყიდონ ან გაყიდონ აქტივი მის ფასზე გავლენის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ლიკვიდურობის ეპიზოდებმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხელი შეუწყო ბაზრებზე მკვეთრ ცირკულაციას, ბოლო რამდენიმე კვირაში სტრესის ნიშნები გახშირდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მდგომარეობით არის გამოწვეული.

თუ ლიკვიდობა ყველა ბაზარზე გაუარესებას გააგრძელებს, ინვესტორები შიშობენ, რომ ფასების რყევით, შეიძლება, სხვა აქტივები დაზარალდეს, რამაც სასაქონლო ბაზარზე უკვე ნამდვილი ნგრევა გამოიწვია, მათ შორის, ერთ დღეში ნიკელის ფასი გაორმაგდა, ხოლო ნავთობის ფასმა 14-წლიან მაქსიმუმ მიაღწია.

Manulife Investment Management-ის გლობალური მთავარი ეკონომისტი – ფრენსის დონალდი ამბობს, რომ ყოველთვის არ არის ნათელი სად იმალება „ინფექციური“ რისკები, სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე ლიკვიდობის მონიტორინგი არა მხოლოდ ყოველდღიურად, არამედ საათობრივად არის საჭირო.

ფინანსური ინდიკატორები ბაზრებზე სტრესის მზარდ ნიშანს აჩვენებს.

ეგრეთ წოდებული FRA-OIS სპრედი, რომელიც აშშ-ის 3-თვიან ფორვარდულ საპროცენტო განაკვეთსა და ღამის ინდექსის სვოპის განაკვეთს შორის ინტერვალს ზომავს, ახალახან 2020 წლის მაისის შემდეგ უმაღლეს დონეზე იყო. ასევე გაიზარდა აქციების, ვალუტისა და აშშ-ის სახაზინო შემოსავლების მერყეობა.

იმ აქტივებს შორის, რომლებსაც ინვესტორები თავიდან იშორებენ, არის განვითარებადი ბაზრების ობლიგაციები, რომლებმაც, გასულ კვირას, $3.54 მილიარდის წმინდა გადინება დააფიქსირა, რაც 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი შემცირებაა. Bank Of America Global Research-ის თანახმად, ამავდროულად, ბოლო ცხრა კვირაში ხაზინაში $5.4 მილიარდის შემოდინება დაფიქსირდა.

CAPTRUST-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა ბოსტონში – მაიკ ვოგელზანგმა განაცხადა, რომ მისმა ფირმამ, უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, განახორციელა „აგრესიული ქმედება“, რათა პორტფელის რისკის პროფილი შეემცირებინა. ეს მოიცავდა კაპიტალის ექსპოზიციის შემცირებასა და რიგი კორპორატიული ობლიგაციების გაყიდვას – მათ ჩანაცვლებას მაღალი ლიკვიდურობის მქონე აშშ-ის მოკლევადიანი სახაზინო თამასუქებით.

მაიკმა თქვა, რომ მოვლენები, როგორიც არის გასულ კვირას ნიკელის ფასის მატება, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა დიდი რაოდენობით ნიკელი იყიდა, მიუთითებს ბაზრებზე „ლიკვიდობის პანიკის“ პოტენციალზე.

ინვესტორებმა ასევე ხაზი გაუსვეს შემხვედრი მხარის რისკს, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობას, რომელიც, ამ შემთხვევაში, ძირითად საქონელთან არის დაკავშირებული. ორშაბათს იშვიათ გაფრთხილებაში, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ განაცხადა, რომ ძირითადი საბროკერო კონტრაგენტების კონცენტრირებული პოზიციები განსაკუტრებულ შეშფოთებას იწვევს.

DoubleLine-ის გლობალური ობლიგაციების პორტფელის მენეჯერი – ბილ კემპბელი შეშფოტებულია უკრაინის კრიზისის ზეგავლენით გლობალური მიწოდების ჯაჭვების „სისტემურად მნიშვნელოვან“ ნაწილზე, რომელიც არა მხოლოდ ენერგიის ფასებზე ახდენს გავლენას, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელობის საქონელზე, როგორიც არის ხორბალი, რომლის უმსხვილესი მწარმოებლები სწორედ უკრაინა და რუსეთი არიან.

კემპბელმა თავის პორტფელებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექსპოზიცია შეამცირა და რისკის შემცირების მიზნით, ცდილობს საქონლის იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ინვესტიციები განასხვავოს.

Sage Advisory-ის ფიქსირებული შემოსავლის პორტფელის მენეჯერმა – რაიან ო’მალიმ თქვა, რომ კონფლიქტმა კორპორატიულ საკრედიტო ბაზარზე ლიკვიდობის პრობლემა დააჩქარა, რამაც მას უბიძგა თავისი პორტფელი ისეთ უფრო ლიკვიდურ აქტივებზე გადაეტანა, როგორიც არის სახაზინო თამასუქები.

ო’მალიმ განაცხადა, რომ მისი კომპანია ლიკვიდობის დონის გაზრდას ცდილობს.

წინა

გაყიდვების პანიკამ ჩინურ აქციებს ზიანი მიაყენა

შემდეგი

ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ზრდის

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ზრდის

ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ზრდის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved