• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

საინვესტიციო რჩევები კენეთ გრიფინისგან

ოქტომბერი 1, 2024
in რჩევები
საინვესტიციო რჩევები კენეთ გრიფინისგან
გაზიარება

კენეთ გრიფინი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰეჯ-ფონდის — Citadel-ის დამფუძნებელია. მისი ქონების ღირებულება ამჟამად $35.5 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 22-ე ადგილს იკავებს. დღეს სწორედ ამ წარმატებული ინვესტორის რჩევებს შემოგთავაზებთ.

დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე

კენის პირველი მთავარი გაკვეთილი ინვესტირების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე დაწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ თავად მან მაშინ, როდესაც ჰარვარდის ახალგაზრდა, 19 წლის სტუდენტი იყო, 1987 წელს დააარსა საკუთარი პირველი ჰეჯ-ფონდი თავის საერთო საცხოვრებელ ოთახში, ბებიისგან, მეგობრებისა და ნაცნობებისგან მიღებული თანხებით.

კენეთი ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული ფინანსური სამყაროთი და იქ არსებული უამრავი შესაძლებლობებით, ამიტომ მან გადაწყვიტა, მოქმედება დაეწყო რაც შეიძლება ადრე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამისთვის მცირე კაპიტალი ჰქონდა.

ამის შემდეგ, კენმა დაარწმუნა ჰარვარდის ადმინისტრატორები, მისთვის ნება მიეცათ, დაეყენებინა სატელიტური ანტენა აქციების ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამასთან, მან მცირე თანხებით დაიწყო ინვესტირება პატარა ფონდებში.

აქ გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ საინვესტიციო სამყაროში შებიჯება არ გადადოთ და დაიწყოთ ინვესტირება თუნდაც მცირე თანხით. დღეს ეს ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე — 80-იან წლებში.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე თვალსაჩინოდ ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირების ადრეულ ეტაპზე დაწყება.

Power of Time

დანაკარგები გარდაუვალია

ფინანსურ ბაზარზე ხანდახან ზარალს განიცდით და ეს გარდაუვალია. წარსულში ყველა ინვესტორს აქვს ასეთი გამოცდილება. 2008 წლის ფინანსური კრახის დროს კენეთ გრიფინის ფონდმა მნიშვნელოვანი ზარალი დააფიქსირა. ერთ-ერთ ინტერვიუში ინვესტორმა განაცხადა, რომ იგი ყოველდღიურად ასობით მილიონ დოლარს კარგავდა.

როგორც ინვესტორს, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ინვესტიცია წარმატებული არ გამოდგება. რაც უფრო მალე გაიაზრებთ ამას, მით უფრო მალე დაიწყებთ საინვესტიციო სამყაროში წარმატებისკენ სვლას.

იყავით მზად ცვლილებებისთვის

ნებისმიერ კარიერულ გზაზე ცვლილებები გარდაუვალია. თუ საინვესტიციო სამყაროში შეაბიჯებთ აღმოაჩენთ, რომ ეს ინდუსტრია ძალიან არის ცვლილებებზე ორიენტირებული. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 80-იანი წლების ინვესტირება ძალიან განსხვავდება დღევანდლისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თავად საფონდო ბირჟაზე პირობები ხშირად იცვლება. ცვლილებების მიღება და ადაპტირების უნარი კი დაგეხმარებათ, გახდეთ უკეთესი ინვესტორი.

წინა

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

შემდეგი

შიშისა და სიხარბის ფსიქოლოგია ინვესტირებაში

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
შიშისა და სიხარბის ფსიქოლოგია ინვესტირებაში

შიშისა და სიხარბის ფსიქოლოგია ინვესტირებაში

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved