S&P 500-ის საინდექსო ფონდში ინვესტირება თქვენი ფულის ზრდის ერთ-ერთი მარტივი გზაა. დიდი კაპიტალის მქონე საფონდო ინდექსი გამოიყენება, როგორც ბარომეტრი მთლიანი საფონდო ბირჟისთვის და ბევრი ამბობს, რომ საინდექსო ფონდი მყისიერ დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.
თუმცა, S&P 500-ის საინდექსო ფონდი მხოლოდ ასახავს ბაზარს. ბაზარი კი ამჟამად უპირატესობას ანიჭებს მსხვილ ტექნოლოგიურ აქციებს, როგორიც არის Apple და Microsoft. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, S&P 500-ის საინდექსო ფონდის ინვესტორებმა ტექნოლოგიური აქციების დიდი წილი მიიღონ, როდესაც ეს არ არის ის, რასაც ისინი მიზნად ისახავენ.
კონცენტრირებული ინდექსი
აგვისტოს შუა რიცხვებისთვის S&P 500 ინდექსში 7.4%-ს მიაღწია. 1980 წლის შემდეგ ეს არის ცალკეული კომპანიის ყველაზე მაღალი წილი ინდექსში.
ტოპ 5 კომპანია – Apple, Microsoft, Amazon, Tesla და Alphabet, S&P 500-ის 23%-ს შეადგენს. ეს ინდექსისთვის უპრეცედენტო კონცენტრაციის დონეა.
უფრო მეტიც, ამ კომპანიებიდან მინიმუმ ოთხს (და სავარაუდოდ ხუთივეს) ტექნოლოგიური სექტორის ზემოქმედება აქვს. Microsoft, Amazon და Alphabet-ის Google ქლაუდ გამოთვლების უმსხვილესი საჯარო პროვაიდერებია. Apple, Microsoft და Google პერსონალურ გამოთვლით მოწყობილობებზე დიდწილად არის დამოკიდებული. Microsoft კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერია.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში მხოლოდ Apple და Microsoft მოხვდა. Amazon და Tesla სამომხმარებლო დისკრეტულ კატეგორიაშია, ხოლო Alphabet საკომუნიკაციო მომსახურების კომპანიაა. მთლიანობაში საინფორმაციო კომპანიები ინდექსის დაახლოებით 28%-ს შეადგენს.
მომდევნო ბუმი?
რა თქმა უნდა, 28% დიდი კონცენტრაციაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც არის Amazon და Alphabet, ამ რიცხვში არ შედის.
სინამდვილეში, ეს ეხმიანები ინდექსის კონცენტრაციას ტექნოლოგიურ აქციებში dot-com-ის ბუმის დროს, ან ენერგეტიკული აქციების კონცენტრაციას 1980 წელს.
ტექნოლოგიურმა აქციებმა ამ წლის პირველ ნახევარში ბაზრის ვარდნის ძირითადი ზარალი აიღო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი კვლავ S&P 500-ის მეოთხედზე მეტს შეადგენს, უნდა ველოდოთ თუ არა მომავალ ზარალს?
მთავარი განსხვავება დღევანდელობასა და როგორც 2000 წლის, ასევე 1980 წლის მდგომარეობებს შორის არის შეფასებები. Apple და Microsoft ისტორიაში ორი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა. მათი შეფასებები ბევრად უფრო გონივრულია, ვიდრე ფასები, რომლებსაც ბაზარი 90-იანი წლების ბოლოს წამგებიანი ტექნოლოგიური აქციებისთვის აწესებდა.
Apple-ის, Microsoft-ის და Alphabet-ის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი S&P 500-ის საშუალო მაჩვენებელს 1.0-1.4-ჯერ აღემატება. 2000 წელს კი Microsoft-ის P/E S&P 500-ის საშუალოს 2.7-ჯერ აჭარბებდა.
როგორ ჩანს, ახლა ანალოგიური სიტუაცია არ არის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკმარისად დივერსიფიცირებული ხართ.
კონცენტრაციის შემცირება
თუ გსურთ, რომ სექტორებისა და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს ფლობდეთ, S&P 500-ის საინდექსო ფონდის გარდა სხვა საშუალებებში ინვესტირებაც დაგჭირდებათ.
შეგიძლიათ უბრალოდ მცირე კაპიტალიზაციის ინდექსში ინვესტირებით თქვენს პორტფელს მცირე კაპიტალის აქციები შემატოთ. ეს მსხვილი კაპიტალიზაციის ინდექსის ტოპ კომპანიების აქციების დაბალანსებაში დაგეხმარებათ.
ასევე, შეგიძლიათ თქვენი პორტფელი გადაიტანოთ თანაბრად შეწონილ საინდექსო ფონდში, რომელიც ინდექსში არსებული თითოეული აქციისთვის თანაბარ თანხებს გამოყოფს.