• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-ში ეკონომიკური ზრდა ნელდება, თუმცა შრომის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

სექტემბერი 5, 2024
in სიახლეები
აშშ-ში ეკონომიკური ზრდა ნელდება, თუმცა შრომის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს
გაზიარება

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ეკონომიკური ზრდა ნელდება, მაგრამ შრომის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს.

სანამ უშუალოდ სიახლეზე გადავალთ, პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს „Beige Book”. ეს არის Fed-ის მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული ანგარიში. მას ფორმალურად მოიხსენიებენ, როგორც მიმდინარე ეკონომიკურ პირობებზე კომენტარების შეჯამებას, რაც ეკონომიკური პირობების ხარისხობრივ მიმოხილვას წარმოადგენს. „Beige Book” ყოველწლიურად რვაჯერ ქვეყნდება ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) მიერ გამართული შეხვედრების ჩატარებამდე და ის ითვლება კომიტეტის განკარგულებაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ინსტრუმენტად ეკონომიკის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებების მისაღებად.

რაც შეეხება სიახლეს, ამ თვის ანგარიშში მოყვანილი იყო მტკიცებულება იმისა, რომ შრომის ბაზარი შენელდა მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს ცენტრალური ბანკების ბოლო შეხვედრა გაიმართა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევები იშვიათი იყო. თუმცა ზოგიერთმა ბიზნესმა შეამცირა სამუშაო საათები, არ შეავსო ვაკანტური პოზიციები ან არ დაიქირავა წასული თანამშრომლების ჩამნაცვლებლები.

„დამსაქმებლები უფრო შერჩევითები იყვნენ თანამშრომლების დაქირავების საკითხის მიმართ და მათ ნაკლებად გაზარდეს სამუშაო ძალა. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ მღელვარებას მოთხოვნასა და გაურკვეველ ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით“ — ნათქვამია „Beige Book“-ის აგვისტოს გამოცემაში.

საფასო ზეწოლა ზომიერია, მოსალოდნელია სტაბილიზაცია

შრომის ბაზრის „გაგრილების“ გამო, ხელფასები უფრო ნელი ტემპით გაიზარდა, რამაც ასევე ხელი შეუწყო ინფლაციის უკეთეს კონტროლს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საფასო ზეწოლა ზოგადად მცირდება ქვეყნის მასშტაბით, ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა დაბალი ხარჯები საკვებზე, ხე-ტყესა და ბეტონზე.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, საფასო და ხარჯების ზეწოლა დასტაბილურდება ან შემცირდება.

მიმდინარე თვეში Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი

ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის სხდომამდე, რომელიც 17-18 სექტემბერს ჩატარდება, Fed-ის წარმომადგენლები „Beige Book“-ს განიხილავენ. ბაზრის მონაწილეები მოელიან, რომ Fed-ის ოფიციალური პირები გადაწყვეტენ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ.

BMO Economics-ის მთავარი ეკონომისტის მოადგილის — მაიკლ გრეგორის თქმით, გუშინდელი ანგარიში საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ Fed-მა სექტემბრის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთები მეოთხედი საპროცენტო პუნქტით შეამციროს.

როგორც ჩანს, ანგარიშის დასკვნები ემთხვევა Fed-ის ოფიციალური პირების, მათ შორის თავმჯდომარის — ჯერომ პაუელის, ზოგიერთ ბოლო კომენტარს. პაუელის თქმით, ფასებმა საკმარისად დაიკლო იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყოს.

ატლანტას ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა — რაფაელ ბოსტიჩმა კი გუშინ განაცხადა, რომ შრომის ბაზარი შენელებულია, მაგრამ ის ჯანსაღად გამოიყურება. მან ასევე თქვა: „ვფიქრობ, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ვერ დაველოდებით ინფლაციის წლიური მაჩვენებლის რეალურად 2%-მდე დაწევას, რადგან ეს შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუარესების რისკს წარმოშობს“.

წინა

დიდმა ბრიტანეთმა Microsoft-თან დაკავშირებული გამოძიება დაასრულა

შემდეგი

9 სექტემბერს Apple „It’s Glowtime“ ღონისძიებას უმასპინძლებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
9 სექტემბერს Apple „It’s Glowtime“ ღონისძიებას უმასპინძლებს

9 სექტემბერს Apple „It's Glowtime“ ღონისძიებას უმასპინძლებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved