• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

HP-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

მაისი 31, 2024
in სიახლეები
HP-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა
გაზიარება

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, HP-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასმა 17%-ით მოიმატა და თითქმის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში HP-ის შემოსავალმა $12.8 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.59 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.82 შეადგინა, რამაც ოდნავ გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.81-ს.

გასულმა კვარტალმა აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სფეროებში, რომლებშიც ეს კომპანიას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. კერძოდ, HP-ის ბიზნესის ძირითადი ნაწილი პერსონალურ კომპიუტერებს მოიცავს და უკვე რამდენიმე წელია, მათი გაყიდვები მცირდება. მეორე კვარტალში კი სიტუაცია შეიცვალა — კომპიუტერების გაყიდვები წლიურად 3%-ით გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, ზოგიერთი ინვესტორი შეშფოთებული იყო HP-ის ბალანსით, იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა უფრო მეტი ვალი, ვიდრე — ნაღდი ფული. თუმცა გასული წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კომპანიამ პროგრესი განიცადა. წინა წელს HP-ის წმინდა ვალი $8.8 მილიარდს შეადგენდა, თუმცა ახლა ეს მაჩვენებელი $7.2 მილიარდამდეა შემცირებული — ვალმა დაიკლო, ხოლო ნაღდი ფული გაიზარდა.

უფრო მეტიც, HP-მ ამ პროგრესს აქციონერების ანაზღაურების მსხვერპლად გაღების გარეშე მიაღწია. კომპანიამ განაგრძო დივიდენდის გადახდა და აქციების გამოსყიდვა. მოკლედ, მეორე კვარტლის ანგარიში საკმარისად დამამშვიდებელი იყო ინვესტორებისთვის.

ასევე შესაძლებელია, რომ ინვესტორები აღფრთოვანებულნი იყვნენ მათი ამჟამინდელი საყვარელი საინვესტიციო ტენდენციით — ხელოვნური ინტელექტით (AI). HP ხაზს უსვამს AI-ით გაძლიერებულ თავის პერსონალურ კომპიუტერებს. მენეჯმენტის თქმით, კომპანია მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კომპიუტერების ყველაზე დიდ პორტფელს სთავაზობს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები HP-ის აქციებს?

HP-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $34.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $38.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი HP-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

HP-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ Costco Wholesale-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

დღეს აშშ-ში ინფლაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი გამოქვეყნდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დღეს აშშ-ში ინფლაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი გამოქვეყნდა

დღეს აშშ-ში ინფლაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი გამოქვეყნდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved