• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთების შემცირება მცირე კაპიტალიზაციის კომპანიებზე?

სექტემბერი 18, 2024
in სიახლეები
როგორ იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთების შემცირება მცირე კაპიტალიზაციის კომპანიებზე?
გაზიარება

ბაზრის მონაწილეებს შორის არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ დღეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ რწმენამ ბოლო დღეებში მცირე კაპიტალიზაციის (small-cap) აქციების ფასები გაზარდა. გუშინ Russell 2000 ინდექსისთვის აღმასვლის ზედიზედ მეხუთე სავაჭრო სესია იყო — small-cap აქციების საორიენტაციო მაჩვენებელი ამ ხუთი დღის განმავლობაში 5%-ზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500 ინდექსმა 2.5%-იანი აღმასვლა განიცადა.

თუ დღევანდელ შეხვედრაზე Fed საპროცენტო განაკვეთებს დაწევს, ეს იქნება პირველი შემცირება მას შემდეგ, რაც სარეზერვო ბანკმა ის თითქმის ნულამდე დაიყვანა 2020 წლის მარტში, როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო. საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანიამ, რომელმაც სტარტი 2022 წლის მარტში აიღო, გაზარდა საპროცენტო გადასახადი ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.

თუმცა 2022 წელს მიღწეული პიკიდან ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა და ეკონომიკის დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ დროა, ცენტრალური ბანკების შემზღუდავი პოლიტიკა შემსუბუქდეს.

ამჟამად მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად დიდი იქნება შემცირება. მოსალოდნელია, რომ კლება შეადგენს მინიმუმ მეოთხედ პროცენტულ პუნქტს ამჟამინდელი დიაპაზონიდან — 5.25%-5.5% — რომელსაც Fed 2023 წლის ივლისიდან ინარჩუნებს.

რატომ არის საპროცენტო განაკვეთების შემცირება კარგი Small-Cap აქციებისთვის?

განაკვეთების შემცირება ძირითადად ხელშემწყობი ფაქტორია აქციებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა რეცესიაში არ არის. ამასთან, მიჩნეულია, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდით small-cap კომპანია უფრო მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე — დიდი კაპიტალიზაციის ფირმა, რადგან პირველ მათგანს უფრო მეტად აქვს მცურავი განაკვეთის მქონე ვალი. ეს ვარაუდი დაედო საფუძვლად მცირე კაპიტალიზაციის აქციების ფასების ზრდას ივლისში, როდესაც Russell 2000-მა 10%-ზე მეტით მოიმატა. ეს ინდექსისთვის საუკეთესო თვე იყო მთელი წლის განმავლობაში.

თუმცა, როგორც Oxford Economics-ის ანალიტიკოსებმა ახლახან აღნიშნეს, საპროცენტო განაკვეთების შემცირების წინა შემთხვევების შემდეგ, მცირე კაპიტალიზაციის აქციების წარმადობა არაერთგვაროვანი იყო.

ამასთან, ასევე მათი თქმით, ამჯერად შეიძლება საქმე განსხვავებულ სიტუაციასთან გვქონდეს. Oxford Economics-ში მოელიან, რომ მცირე კაპიტალიზაციის აქციები განაკვეთების შემცირებით მნიშვნელოვნად ისარგებლებენ მათი გამომშვები კომპანიების შედარებით სუსტი საბალანსო ანგარიშების გამო. მათი თქმით, სესხის აღების დაბალმა ხარჯებმა, გამარტივებულმა ფინანსურმა პირობებმა, ასევე მომხმარებელთა და ბიზნესების მდგრადმა ხარჯვამ მცირე კაპიტალიზაციის კომპანიებზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს.

ეკონომიკური პერსპექტივა

თუმცა სხვები სიფრთხილის მომხრეები არიან. Bank of America-ში (BofA) ორშაბათს განაცხადეს, რომ ბანკის „Regime Indicator”, საბაზრო განწყობის საზომი, ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში (აგვისტოში) შემცირდა, რაც ბაზარზე რისკის ზოგად მიუღებლობაზე მიუთითებს. Small-cap ფირმები, ეკონომიკური პირობებისადმი მათი მგრძნობიარობისა და, როგორც წესი, სუსტი ბალანსების გამო, ხშირად უფრო სარისკო ინვესტიციებს წარმოადგენენ, ვიდრე — შედარებით დიდი კაპიტალიზაციის კომპანიები.

BofA-ში ასევე აღნიშნეს, რომ S&P SmallCap 600-ის კომპანიებმა შესაძლოა გადააჭარბა მეორე კვარტლის მოგების მოლოდინებს, მაგრამ ჯგუფის მთლიანი მოგება წლიურად 10%-ით შემცირდა; მთლიანი გაყიდვები მოლოდინებს ჩამორჩა და მმართველი გუნდების პროგნოზები წლის დარჩენილი პერიოდისთვის ძველ მითითებებს ჩამოუვარდებოდა. BofA-ს ანალიტიკოსების თქმით, ამან შეიძლება შეზღუდოს საპროცენტო განაკვეთებით გამოწვეული პოზიტიური გავლენა small-cap აქციებზე.

ზოგიერთი ანალიტიკოსი უკეთეს შესაძლებლობებს Mid-Cap აქციებში ხედავს

სამაგიეროდ, BofA-ს ანალიტიკოსები რეკომენდაციას უწევენ საშუალო კაპიტალიზაციის აქციებს, როგორც უახლოეს პერსპექტივაში ბაზრის სისუსტისგან ჰეჯირების საშუალებას. მათი თქმით, mid-cap კომპანიებმა (მცირე კაპიტალიზაციის ფირმებთან შედარებით) წლის მეორე ნახევრისთვის უკეთესი პროგნოზები წარმოადგინეს. ამასთან, BofA-ში აღნიშნავენ, რომ, როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთების შემცირების შემდეგ წელს, mid-cap აქციების წარმადობა ჯაბნის როგორც მცირე, ისე დიდი კაპიტალიზაციის აქციებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებიც ანალოგიურად აფასებდნენ საშუალო კაპიტალიზაციის აქციების პოტენციალს.

წინა

„The Big Short“ — ისტორია 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის კულისებიდან

შემდეგი

რას ნიშნავს ციკლური ინდუსტრია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ციკლური ინდუსტრია?

რას ნიშნავს ციკლური ინდუსტრია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved