• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორია — II ნაწილი

აპრილი 24, 2024
in ინვესტიციის ანბანი
საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორია — II ნაწილი
გაზიარება

ამ თემის პირველ ნაწილში განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მსოფლიოში საფონდო ბირჟების ჩამოყალიბებას უძღოდა წინ. დღევანდელ სტატიაში იყო პროცესის შემდეგ ეტაპებზე ვისაუბრებთ.

British East India Company-ის ფინანსურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა ჰქონდა — მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მონოპოლია. როდესაც ინვესტორებმა უზარმაზარი დივიდენდების მიღება და თავიანთი აქციების გაყიდვა დაიწყეს, მათი შეძენით ინვესტორთა უფრო ფართო წრეც დაინტერესდა.

ინგლისში ფინანსური ბუმი იმდენად სწრაფად დაიწყო, რომ აქციების გამოშვებისთვის შესაბამისი წესები ან რეგულაციები არ არსებობდა. South Sea Company (SSC — ითარგმნება, როგორც „სამხრეთ ზღვის კომპანია“) წარმოიშვა მეფის წესდების საფუძველზე და მისი აქციები გამოშვებისთანავე გაიყიდა. სანამ პირველი გემი დატოვებდა ნავსადგურს, SSC-მ ინვესტორების ქონება ლონდონის საუკეთესო ნაწილებში ახალი ოფისების გასახსნელად გამოიყენა.

SSC-ის წარმატებებით გამხნევებულმა სხვა ბიზნესმენებმა, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ კომპანიას, აქციების გამოშვების გარდა, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ბაზრისთვის საკუთარი საწარმოების აქციების შეთავაზება დაიწყეს.

ეს ბუშტი1 გასკდა, როდესაც SSC-მ მწირი მოგებიდან დივიდენდების გადახდა ვერ შეძლო, რაც ხაზს უსვამდა განსხვავებას ამ ახალ აქციებსა და British East India Company-ს შორის. ამ კრახის შედეგად მთავრობამ აქციების გამოშვება უკანონოდ გამოაცხადა —აკრძალვა 1825 წლამდე გაგრძელდა.

პირველი საფონდო ბირჟა ლონდონში ოფიციალურად 1773 წელს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამდე (NYSE) 19 წლით ადრე, ჩამოყალიბდა. მაშინ, როდესაც აქციების შემზღუდველი კანონით ლონდონის საფონდო ბირჟის (LSE) განვითარება ფერხდებოდა, NYSE, თავისი დაარსების დღიდან, აქციებით ვაჭრობას ახორციელებდა. თუმცა, NYSE არ იყო პირველი საფონდო ბირჟა აშშ-ში. ეს პატივი ეკუთვნის ფილადელფიის საფონდო ბირჟას, რომელიც 1790 წელს დაარსდა. ფილადელფიის საფონდო ბირჟა ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში მდებარეობს, თუმცა დღესდღეობით ის აქციებით ვაჭრობის ნაცვლად კაპიტალის, სავალუტო და საინდექსო ოფციონებზეა ფოკუსირებული. მიუხედავად ამისა, NYSE-მ ყველაზე ძლიერი საფონდო ბირჟის სტატუსი მოიპოვა.

NYSE დაარსდა 1792 წელს Buttonwood Agreement-ზე (ითარგმნება, როგორც ჭადრის ხის ხელშეკრულება) ხელმოწერით, ნიუ-იორკში აქციების 24 ბროკერისა და ტრეიდერის მიერ. ამ ოფიციალურ ინკორპორაციამდე, ისინი არაოფიციალურად ხვდებოდნენ უოლ სტრიტზე მდებარე ჭადრის ხის ქვეშ აქციების შეძენისა და გაყიდვის მიზნით. ყველაზე მეტად სწორედ მდებარეობამ განაპირობა ის დომინირება, რომელსაც NYSE-მ სწრაფად მიაღწია. ეს იყო ყველა ბიზნესისა და ვაჭრობის ცენტრი, ასევე შიდა ბაზა ბანკებისა და მსხვილი კორპორაციებისთვის. ლისტინგის (საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცედურა) მოთხოვნებისა და საკომისიოს დაწესებით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ძალიან მდიდარ ფინანსურ ინსტიტუტად იქცა.

მომდევნო ორი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში NYSE-ს ძალიან მცირე სერიოზულ შიდა კონკურენციასთან უწევდა გამკლავება. მისი საერთაშორისო პრესტიჟი მზარდი ამერიკული ეკონომიკის ტანდემში გაიზარდა და მალე ის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საფონდო ბირჟად იქცა. ამ პერიოდის განმავლობაში NYSE-ს ვარდნისა და აღმავლობის ეტაპები ჰქონდა. ყველაფერმა დაწყებული დიდი დეპრესიით, დამთავრებული 1920 წელს უოლ სტრიტის დაბომბვით, ბირჟაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

რაც შეეხება საერთაშორისო კონკურენციას, ამ პერიოდში ასპარეზზე ლონდონი გაჩნდა, როგორც ევროპის მთავარი ბირჟა, მაგრამ მრავალი კომპანიის აქციები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე მიმოიქცეოდა, ნიუ-იორკის ბირჟის ლისტინგშიც იყო. საკუთარი საფონდო ბირჟები ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, სამხრეთ აფრიკამ, ჰონგ კონგმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და კანადამ განავითარა, მაგრამ ეს ძირითადად განიხილებოდა, როგორც ბაზა შიდა კომპანიების დასამკვიდრებლად, სანამ ისინი მზად იქნებოდნენ LSE-ში და იქიდან კი NYSE-ის დიდ ლიგაში გადასასვლელად. ამ საერთაშორისო ბირჟებიდან ზოგიერთი კვლავ სახიფათო ტერიტორიად ითვლება ლისტინგის სუსტი წესებისა და ნაკლებად მკაცრი სამთავრობო რეგულაციების გამო.

მიუხედავად საფონდო ბირჟების ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიასა და სხვა მსხვილ ცენტრებში არსებობისა, NYSE იყო ყველაზე ძლიერი საფონდო ბირჟა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. თუმცა, 1971 წელს, ახალმა წამოწყებამ NYSE-ის ჰეგემონია გამოიწვია.

1971 წლის 8 თებერვალს აშშ-ში კიდევ ერთი საფონდო ბირჟა — Nasdaq გამოჩნდა. დაარსების დღიდან ის განსხვავებული ტიპის საფონდო ბირჟას წარმოადგენდა. მას ფიზიკურ სივრცეში ადგილსამყოფელი არ გააჩნია. ამის ნაცვლად, Nasdaq არის კომპიუტერების ქსელი, რომელიც ვაჭრობას ელექტრონულად ახორციელებს.

ელექტრონული ბირჟის შემოღებამ ვაჭრობა უფრო ეფექტური გახადა და სპრედი (სხვაობა აქციაზე შეთავაზებულ და მოთხოვნილ ფასებს შორის) შეამცირა. Nasdaq-თან კონკურენციამ NYSE-ს აიძულა, განვითარებულიყო და Euronext-თან შერწყმით პირველი ტრანსატლანტიკური ბირჟა შეექმნა, რომელიც მან შეინარჩუნა 2014 წლამდე, სანამ Euronext დამოუკიდებელი ერთეული გახდებოდა.

NYSE, რომელიც ოდესღაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკის ეკონომიკის წარმატებასთან ან წარუმატებლებთან, გლობალურ ფენომენად იქცა.


[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved