• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Generac-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

ნოემბერი 3, 2023
in სიახლეები
Generac-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Generac Holdings-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.

Generac-ის ძლიერი ფინანსური შედეგები, მარაგების მოცულობის შემცირებასთან ერთად, განაპირობა უფრო მაღალმა მოთხოვნამ კომპანიის გენერატორებზე.

Generac Holdings სახლებისა და კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელ გენერატორებს აწარმოებს. ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 1.6%-ით — $1.07 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.04 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.64-ს მიაღწია (უოლ სტრიტის მოლოდინი — $1.55). თუმცა, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $0.97 შეადგინა და ეს მაჩვენებელი $0.22-ით ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს.

Generac Stock

ფულადმა ნაკადებმა ოპერაციებიდან $146 მილიონს მიაღწია, გასული წლის იმავე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი -$56 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $117 მილიონს გაუტოლდა. წინა წლის იმავე მეოთხედში FCF-მ -$76 მილიონი შეადგინა. მთლიანი მოგების მარჟა 33.2%-დან 35.1%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მომავალს, Generac-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის მთელი წლის საოპერაციო და თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავება ძლიერ დონეებს დაუბრუნდება. კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული წმინდა შემოსავლის თავისუფალ ფულად ნაკადებად გარდაქმნის მაჩვენებელი 100%-ს გადააჭარბებს.

Generac Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $96.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $138.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $175.00-ს, ხოლო მინიმალური — $78.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Generac Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 44.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

როგორია ჩარლი მანგერის საინვესტიციო მიდგომა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორია ჩარლი მანგერის საინვესტიციო მიდგომა?

როგორია ჩარლი მანგერის საინვესტიციო მიდგომა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved