ფონდის მენეჯერები ერიდებიან ჩინეთის აქციების ყიდვას, რადგან ქვეყნის მჭიდრო კავშირები რუსეთთან, კოვიდ-19-ის ექსტრემალური შეზღუდვები და მარეგულირებელი სადამსჯელო ღონისძიებების ბოლო სიცხადის ნაკლებობა აჭარბებს 75%-იანი ფასდაკლებით შექმნილ შესაძლებლობას.
ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ინვესტორების უმეტესობა ყოყმანობს, მიუხედავად იმისა, რომ ღირებულება ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე ეცემა. ზოგიერთი მათგანი ცდილობს შეინარჩუნოს არსებული პოზიციები, მაგრამ დამატებას ცოტა თუ აპირებს.
Mirabaud & Cie-ის დირექტორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ჩინურ აქციებს ჯერ კიდევ თავს არიდებს, რადგან არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მან დასძინა, რომ Mirabaud-მა თავისი ჩინური სააქციო პოზიციები გასულ წელს გაყიდა და იქ აღარ დაბრუნებულა.
Nasdaq Golden Dragon Index, რომელიც მოიცავს Alibaba Group Holding Ltd-ს, Baidu Inc.-სა და NetEase Inc.-ს, ორშაბათს 11%-ით შემცირდა და ბოლო სამი სესიის განმავლობაში კი 29%-ით დაეცა 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის ლისტინგში არსებული ჩინური აქციები ასევე ორშაბათს გაიყიდა მასიურად და ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე უარესი დღე იყო.
ვარდნა მას შემდეგ, მოხდა, რაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჩინეთს, უკრაინის წინააღმდეგ ომში, სამხედრო დახმარება სთხოვა. ჩინეთმა ეს ფაქტი უარყო, მაგრამ მოვაჭრეები შიშობენ, რომ პეკინის წინააღმდეგ ნებისმიერმა სანქციამ შეიძლება მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვები გააუარესოს და გლობალურ ზრდაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.
GAM Investments-ში ჩინეთისა და აზიის ფონდების მმართველის – ჯიან ში კორტესის თქმით, სწორედ რუსეთის სანქციების ჩინეთში გავრცელების შესახებ შეშფოთება ახდენს ჩინურ აქციებზე გავლენას. მან დასძინა, რომ გარდამტეხი მომენტი მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც ამერიკული დეპოზიტური ქვითრები „ამოიწურება“ და უკრაიანის მდგომარეობა მოგვარდება.
კორტესიმ უარი განაცხადა GAM-ის პორტფელის ნებისმიერი ცვლილების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.
ამავდროულად, JPMorgan Chase & Co.-ის ანალიტიკოსებმა ორშაბათს ჩამოაქვეითეს ჩინეთის 28 აქცია, რომელიც აშშ-ისა და ჰონგ-კონგის ლისტინგებშია. მიზეზი იყო ინვესტორების მიერ გეოპოლიტიკური რისკების შეფასება და მარეგულირებელი რისკების მზარდი შეშფოთება.
უფრო მეტიც, მდგომარეობა გააუარესა შენჟენში (საკვანძო ტექნიკური ცენტრი ჰონგ-კონგის გარეთ) და ჯილინის ჩრდილოეთ პროვინციაში კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ჩაკეტვამ.
Barclays Private Bank-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა – ჟულიენ ლაფარგიმ თქვა, რომ ინვესტორები სავარაუდოდ მოთხოვენ სიმშვიდის ხანრგძლივ პერიოდს, სანამ ქვეყანაში მასობრივად დაბრუნდებიან.
Nasdaq Golden Dragon იშვიათად მიმოიქცევა ბაზარზე S&P 500-ის მიმართ ფასდაკლებით. ჩინეთის აქციების ინდექსის ფორვარდული ფასი/მოგება კოეფიციენტი (Forward P/E) 14-ის ტოლია, რაც S&P 500-ის მიმართ, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ფასდაკლებაა. ჰონგ-კონგში ჩინეთის ტექნოლოგიური აქციების მაჩვენებელი 2021 წლის ივნისში 40-დან 18-ჯერ შემცირდა.
Trium Capital-ის პორტფელის მენეჯერი – პიტერ კისლერი თვლის, რომ ეს კარგი დროა ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირებისთვის.
მისი თქმით, კომპანია აპირებს ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიებში პოზიციების გაზრდას, მან ასევე განაცხადა, რომ რუსული აქციების ნულამდე დაცემამ ბევრი ინვესტორი შეაშინა, რომლებიც ახლა ხედავენ რისკს, რომ ჩინეთშიც იგივე მოხდება.
Edmond De Rothschild Asset Management-ის განვითარებადი ბაზრების ფონდის მენეჯერი – ქსიადონგ ბაო ამბობს, რომ მისი კომპანია ნელ-ნელ ამატებს პიზიციებს, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ამ საკითხისადმი პოზიტიური მიდგომა, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც გაურკვეველია.
ამავდროულად, მრავალი ფონდის მენეჯერი თავს იკავებს ჩინეთში ინვესტირებისგან.