• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უორენ ბაფეტის 3 მტკიცე აქცია არასტაბილური ბაზრისთვის

მარტი 14, 2022
in სიახლეები
უორენ ბაფეტის 3 მტკიცე აქცია არასტაბილური ბაზრისთვის
გაზიარება

უორენ ბაფეტი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი. მან სიმდიდრე დააგროვა, როგორც ღირებულებაზე ორიენტირებულმა ინვესტორმა, რომელიც ყიდულობს აქციებს, როდესაც ისინი იაფია და ყიდის მათ ფასის ზრდის შემდეგ. როგორც ბოლოდროინდელი ბაზრის კლების ტენდენცია გვიჩვენებს, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, რადგან ვარდნას ისეთი შეგრძნება მოაქვს, თითქოს თითოეული წარუმატებელი დღე თქვენს ფულს ააორთქლებს.

მიუხედავად ამისა, თუ ბაფეტის წარმატება რამეს გვიჩვენებს, ეს არის ის, რომ ძლიერი კომპანია, რომელიც ბაზრის რეცესიის პერიოდს გადაურჩება, ხშირად ბევრად დიდი აღმასვლის გზაზე დგება და აქციონერებისთის მყარ გრძელვადიან ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ამის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ უორენ ბაფეტის 3 აქციას, რომელთა განხილვაც დღევანდელი არასტაბილური ბაზრის პირობებში ღირს. ეს 3 კომპანია არის: Coca-Cola, Visa და Berkshire Hathaway. განაგრძეთ კითხვა და თავად გადაწყვიტეთ, იმსახურებენ თუ არა ეს კომპანიები ადგილს თქვენს პორტფელში.

Coca-Cola

თუ ვინმემ იცის როგორ გამოიმუშაოს ფული ბაზრის არასტაბილურ პირობებში, ეს არის უორენ ბაფეტი – მსოფლიოში ცნობილი ინვესტორი, რომლის წმინდა ქონებაც დაახლოებით $114 მილიარდს შეადგენს. ომაჰას ორაკულის (ხშირად ბაფეტს ასეც მოიხსენიებენ) ერთ-ერთი საყვარელი აქცია, რომლის პოზიციების შეძენაც მან 34 წლის წინ დაიწყო არის Coca-Cola Company.

ბაფეტი ისე არის ამ კომპანიაზე შეყვარებული, რომ, როგორც ცნობილია, ის ყოველდღიურად 5 ქილა კოკა-კოლას სვამს. მან 2015 წელს ჟურნალ Fortune-თან ხუმრობითაც კი განაცხადა, რომ მისი ორგანიზმი ერთი მეოთხედი კოკა-კოლასგან შედგება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Berkshire Hathaway ფლობს კოკა-კოლას დაახლოებით $22 მილიარდის ღირებულების აქციებს, ანუ კომპანიის 10%-ს.

მშვენიერია, რომ ბაფეტს ასე უყვარს კოკა-კოლა, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ აქცევს ამ კომპანიის აქციებს, ბაზრის არასტაბილურ გარემოში, შესყიდვის მომგებიან შესაძლებლობად. ასე რომ, მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის კოკა-კოლას აქციები კარგი არჩევანი.

პირველ რიგში, Coca-Cola-ს პროდუქცია მთელ მსოფლიოში მოიხმარება და კომპანიის ასორტიმენტი გაზიან სასმელებზე მეტს მოიცავს. Coca-Cola-ს წარმომადგენლების თქმით, მათი სასმლების არჩევანი გაფართოვდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ბრენდს და ათასობით სასმელს მოიცავს, დაწყებული გამაგრილებელი სასმელებით, დამთავრებული ყავითა და ჩაით. ალბათ ბევრი მათგანის შესახებ გსმენიათ კიდეც: Dasani, Fairlife, Fanta, Fuze Tea, Schweppes, Powerade, Smart Water და Minute Maid. იმის გამო, რომ ეს სასმელები მსოფლიო მასშტაბით მთავარი პროდუქტებია, საფონდო ბირჟაზე მდგომარეობის გაუარესების გამო ხალხი მათ მოხმარებას არ შეწყვეტს.

კომპანია წარსულში ბაზრის უკიდურეს რყევებს გადაურჩა. ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში, განსაკუთრებულად ტურბულენტურ პერიოდში, კოკა-კოლას აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც S&P 500 9%-ით დაეცა. ეს იმიტომ მოხდა, რომ კომპანია იყო და რჩება უზარმაზარ, სტაბილურ კონგლომერატად, მყარი დივიდენდებითა და მუდმივი ზრდის პერსპექტივით.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას კორონავირუსული პანდემიის დროს რთული პერიოდი ჰქონდა, ის საბოლოოდ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2021 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას Coca-Cola-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წმინდა შემოსავალი წელიწადში 10%-ით, ხოლო მოგება ერთ აქციაზე (EPS) 65%-ით გაიზარდა. მენეჯმენტი წინ უფრო ნათელ დღეებს ხედავს. 2022 წლისთვის შემოსავლების 7.5%-იანი ზრდა და EPS-ის 9%-იანი მატება, ამ კომპანიის სტაბილურობის გათვალისწინებით, ის მაჩვენებლებია, რომლებითაც ინვესტორებს შეუძლიათ აღფრთოვანებულები იყვნენ.

გარდა ამისა, კომპანია ამჟამად ინვესტორებს 3%-იან დივიდენდურ შემოსავალს სთავაზობს. კოკა-კოლა დივიდენდების არისტოკრატია და ზედიზედ 59 წელია, რაც ანაზრაურებას ზრდის. თუ აქციების ფასი ვარდნას დაიწყებს, ინვესტორები დივიდენდურ შემოსავალს კვლავ მიიღებენ, რაც ბაზრის ასეთ არამყარ პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Coca-Cola თავისი სტაბილური ბიზნესით, მუდმივი ზრდის პერსპექტივებითა და შესანიშნავი დივიდენდებით, შეიძლება, ასეთ არასტაბილურ დროში, გადარჩენისთვისა და აყვავებისთვისაც კი შესანიშნავი ინვესტიცია იყოს.

Visa

Visa

ბაფეტის ერთ-ერთი საყვარელი სექტორი არის ფინანსები, რაზეც, მაგალითად, Wells Fargo-სა და Bank of America-ში Berkshire-ის უზარმაზარი წილები მოწმობს.

Visa არის ბრენდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული და მისი ბიზნეს მოდელი მუდმივად დიდ მოგებას აწარმოებს.

პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ open-loop (უკუკავშირის არ მქონდე) და closed-loop (ავტომატურად რეგულირებადი) საბარათო პროცესორები. Visa და Mastercard პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ეს კომპანიები არის მხოლოდ გადახდის ქსელის ოპერატორები და არა ბარათების გამცემები (ანუ ისეთები, როგორებიც არის ბანკები, რომლებიც საკრედიტო ბარათზე რეალურად გასცემენ კრედიტს ან სადებეტო ბარათის შემთხვევაში, არსებული ანგარიშიდან ფულად სახსრებს იღებენ).

Closed-loop ბარათების კომპანიები კი, როგორიც არის, მაგალითად, American Express (სხვათა შორის ეს კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ბაფეტის ფავორიტი იყო), არიან როგორც ემიტენტები, ასევე ქსელის ოპერატორები.

ორივე ბიზნეს მოდელს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მხოლოდ ტრანზაქციების ხელშემწყობი კომპანია, როგორიც არის Visa, ძირითადად არის უზარმაზარი შუამავალი, რომელიც მისი ქსელით განხორციელებული ყოველი შესყიდვიდან მცირე საკომისიოს იღებს. ამასთან, ასეთი კომპანია არ იღებს საკრედიტო რისკს, ეს ემიტენტის საზრუნავია.

როგორც ნებისმიერი ეფექტური შუამავლის, Visa-ს მომგებიანობაც მდგრადად და სტაბილურად მაღალია. ამ ბოლო დროს მისი წმინდა მოგების მარჟა 50%-ზე მეტია.

რამდენადაც მსოფლიო ნაღდი ფულიდან საბანკო ბართებზე გადასვლას განაგრძობს, კომპანიის პერსპექტივაც იმედისმომცემია. Visa-ს წმინდა შემოსავალი წლის განმავლობაში 24%-ზე მეტით გაიზარდა, $7.1 მილიარდამდე, როდესაც non-GAAP წმინდა მოგება ( GAAP – ბუღალტრული აღრიცვის საყოველთაოდ მიღებული მეთოდი; non-GAAP მოგება არის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც კომპანიის შემოსავლის გასაზომად გამოიყენება) 25%-ით – $3.9 მილიარდამდე გაიზარდა.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად პანიკური ხდება მსოფლიო ეკონომიკა, ადამიანებს ნივთების ყიდვა ყოველთვის ჭირდებათ. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი კი სწორედ Visa ბარათია.

Berkshire Hathaway

Berkshire Hathaway

წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც თავიდანვე იმისთვის აშენდა, რომ ისეთი ციხე-სიმაგრის მსგავსი ინვესტიცია იყოს, რომლის ფლობაც უორენ ბაფეტს მოსწონს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი შესყიდვით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ იყიდოთ ასეთი კომპანიის აქციები, არამედ, მათ სამართავად, ბაფეტი და მის მიერ სახელდახელოდ შერჩეული მემკვიდრეები დაიქირაოთ.

თქვენ შეგიძლიათ ეს Berkshire Hathaway-ში ინვესტირებით გააკეთოთ. Berkshire არის სადაზღვევო და საინვესტიციო კონგლომერატი, რომელსაც ბაფეტი მართავს. ძლიერი სადაზღვევო კომპანიების, შვილობილი კომპანიებისა და მყარ საჯარო კომპანიებში მნიშვნელოვანი წილების ფლობით, Berkshire აშენებულია იმისთვის, რომ რთულ დროს გაუძლოს.

გარდა ბიზნესების დიდი კოლექციისა და სათავეში მსოფლიო დონის ინვესტიციების მართვის გუნდისა, თქვენ შეგიძლიათ აქციები გონივრულ ფასად შეიძინოთ. რა თქმა უნდა, მაშინაც კი, როდესაც ბიზნესს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორი მართავს, არსებობს რისკები. ის, რაც Berkshire-ის აქციებისთვის დაბალ ფასად ჩანს, გამოწვეულია კონგლომერატის ფასდაკლებით (ეს არის ბაზრების ტენდენცია შეაფასოს ბიზნესისა და აქტივების დივერსიფიცირებული ჯგუფი მისი ნაწილების ჯამზე ნაკლებად).

დიდი კომპანიები პრობლემურ დროში

მიუხედავად იმისა, Coca-Cola, Visa ან Berkshire Hathaway ოდესმე მოხვდება თუ არა თქვენს პორტფელში, ეს ძლიერი ბიზნესებია, რომლებიც ბაზრის რთულ მდგომარეობებში გადასარჩენად არის შექმნილი. სწორედ ეს აქცევს მათ განხილვის ღირს ინვესტიციებად, რომლებსაც ამ არასტაბილურ დროში ნავიგაციაში დახმარება შეუძლია. უორენ ბაფეტის მსგავსი ინვესტორის თანხმობის ბეჭდით, ეს აქციები ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

წინა

ნავთობის ფასი ეცემა – გასული კვირის დაღმავალი ტენდენცია გრძელდება

შემდეგი

ფონდის მენეჯერები ჩინურ აქციებს გაურბიან

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ფონდის მენეჯერები ჩინურ აქციებს გაურბიან

ფონდის მენეჯერები ჩინურ აქციებს გაურბიან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved