გუშინ აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) დაიწყო გამოძიება Google-ის მშობელი კომპანიის — Alphabet-ის, Amazon-ის, Anthropic-ის, Microsoft-ისა და OpenAI-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) ინვესტიციებისა და პარტნიორობების შესახებ.
FTC არის სააგენტო, რომელიც, ანტიმონოპოლიური კანონების აღსრულების საშუალებით, მომხმარებელთა დაცვასა და კონკურენტული ბაზრის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. მისმა წარმომადგენლებმა ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ კომპანიას მიუთითეს, გამოიკვლიონ კორპორატიული პარტნიორობა და ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებთან, რათა უკეთ იქნას გააზრებული და შეფასებული ამ ურთიერთობების გავლენა კონკურენტულ ლანდშაფტზე.
„ისტორია გვიჩვენებს, რომ ახალ ტექნოლოგიებს შეუძლია შექმნას ახალი ბაზრები და ჯანსაღი კონკურენცია. რადგან კომპანიები ჩართულნი არიან ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და მონეტიზაციისთვის, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი ტაქტიკებისგან, რომლებიც ამ შესაძლებლობას ხელს უშლის“ — განაცხადა FTC-ის თავმჯდომარემ, ლინა ხანმა. მან დასძინა, რომ „კვლევა მოჰფენს ნათელს იმას, თუ რამდენად აყენებს სამართლიან კონკურენციას რისკის ქვეშ დომინანტური კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები და ჩამოყალიბებული პარტნიორობები“.
FTC-ში განაცხადეს, რომ გამოძიების სამიზნეებს Alphabet, Amazon, Anthropic, Microsoft და OpenAI წარმოადგენენ, რადგან ეს კომპანიები ჩართულნი არიან მრავალმილიარდიან ინვესტიციებში, რომლებიც AI-სთან არის დაკავშირებული.
Microsoft-ს მიმდინარე პარტნიორობა აკავშირებს OpenAI-სთან და ტექნოლოგიური გიგანტი ChatGPT-ის მწარმოებლის ყველაზე დიდი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. ამ პარტნიორობამ მიიპყრო დიდი ბრიტანეთის კონკურენციის დამკვირვებელი სააგენტოს ყურადღება 2023 წლის ბოლოს. Amazon-სა და Alphabet-ს აქვთ მსგავსი ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში.
Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Amazon, Google და Meta, რომელიც ამჟამად FTC-ის კვლევის საგანს არ წარმოადგენს, პოზიციონირებულები არიან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მონეტიზაციისთვის. ამასთან, უკვე დიდი ხანია, რაც Wedbush-ში Microsoft-ს „გლობალური ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ჩირაღდნის მატარებელს“ უწოდებენ.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $152.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $158.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $158.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $186.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $405.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $438.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.