• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ობლიგაციების „გარდაუვალი“ დეფოლტის გამო, Fitch-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა

მარტი 9, 2022
in სიახლეები
ობლიგაციების „გარდაუვალი“ დეფოლტის გამო, Fitch-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა
გაზიარება

ბლუმბერგის ცნობით, რუსეთი Fitch Ratings-ის მიერ მეორე ყველაზე დაბალ დონემდე დაქვეითდა. Fitch-მა განაცხადა, რომ, უკრაინის ომის შემდეგ მიღებული ზომების შედეგად, ობლიგაციების „დეფოლტი“ გარდაუვალია.

Fitch Ratings არის საკრედიტო რეიტინგის სააგენტო, რომელიც დეფოლტის ალბათობასთან მიმართებით ინვესტიციების სიცოცხლისუნარიანობას აფასებს.

სამშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ რუსეთის რეიტინგი 6 საფეხურით – C კატეგორიამდე დააქვეითა. ეს კატეგორია მხოლოდ ერთი ნაბიჯით აღემატება მსესხებლებს, რომლებიც უკვე დეფოლტამდე მივიდნენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ C რეიტინგი ასახავს Fitch-ის შეხედულებას, რომ სუვერენული დეფოლტი გარდაუვალია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სანქციების შემდგომი გამკაცრება და წინადადებები, რომლებმაც შეიძლება ენერგო ვაჭრობა შეზღუდონ, ზრდის ალბათობას რუსეთის მხრიდან პოლიტიკური პასუხისა, რომელიც მისი სუვერენული ვალის მინიმუმ შერჩევით გადაუხდელობას გულისხმობს.

ამ კვირის დასაწყისში Moody’s Investors Service-მა რუსეთის რეიტინგი შეამცირა, ხოლო S&P Ratings-ის შეფასებით, ქვეყანა დეფოლტის მაჩვენებელზე 3 საფეხურით მაღლა იმყოფება.

სინგაპურის ბანკის ფიქსირებული შემოსავლის კვლევის ხელმძღვანელმა – ტოდ შუბერტმა განაცხადა, რომ მიმდინარე შეფასებები დეფოლტის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს. მან დასძინა, რომ Fitch-ის რეიტინგის შემცირება რუსეთის მზარდი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური იზოლაციის შედეგებს ასახავს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ განვითარებული მოვლენები, მას შემდეგ, რაც Fitch-მა ბოლოს – 6 დღის წინ შეამცირა რუსეთის რეიტინგი, კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს ქვეყნის მზადყოფნას – გადაიხადოს სახელმწიფო ვალი.

რუსეთი დაგროვებულ ეკონომიკურ სანქციებს ებრძვის და ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სულ უფრო მეტად იზოლირებულს ხდის. სამშაბათს შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის იპმორტი აკრძალა.

Tellimer-ის (კვლევითი ფირმა, რომელიც სპეციალიზებულია განვითარებად ბაზრებზე) სუვერენული და ფიქსირებული შემოსავლის კვლევის ხელმძღვანელი – სტიუარტ კულვერჰაუსი წერ, რომ რუსული სუვერენული ევროობლიგაციების დეფოლტი გარდაუვალია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. აღდგენის პერსპექტივები კი ბნელია.

ომის გავლენით გამოწვეული შეშფოთება სხვა მსესხებლებზეც ვრცელდება. ბლუმბერგის ინდექსის მიხედვით, მაღალი კლასის დოლარის საკრედიტო სპრედი (შემოსავლიანობის განსხვავება მსგავსი ვადიანობის, მაგრამ განსხვავებული საკრედიტო ხარისხის ობლიგაციებს შორის) სამშაბათს გაფართოვდა იმ დონემდე, რომელიც 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

Morgan Stanley-ის ვიცე პრეზიდენტმა – საიმონ ვივერმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის დეფოლტი შეიძლება 15 აპრილს დადგეს, მას შემდეგ რაც 2023 წლისა და 2043 წლის დოლარის ობლიგაციების კუპონის გადახდების 30-დღიან საშეღავათო პერიოდი დაასრულდება.

წინა

ინფლაციის საშიშროების გამო S&P 500-ის “სასიკვდილო გადაკვეთა” ახლოვდება

შემდეგი

გსურთ თქვენი ფული გააორმაგოთ? იყიდეთ ეს აქციები და დაელოდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გსურთ თქვენი ფული გააორმაგოთ? იყიდეთ ეს აქციები და დაელოდეთ

გსურთ თქვენი ფული გააორმაგოთ? იყიდეთ ეს აქციები და დაელოდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved