• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Facebook-ის აქციები 22%-ით გაუფასურდა

თებერვალი 3, 2022
in სიახლეები
ფეიქბუქის CEO მარკ ცუკერბერგი
გაზიარება

Facebook-ის მშობელმა კომპანიამ, Meta-მ ოთხშაბათს თავისი მე-4 კვარტლის მოგება გამოაცხადა, რამაც არ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინები, რომლებიც თითო აქციაზე სხვანაირ შედეგს ელოდნენ, განსაკუთრებით, Apple-ის iOS-ის მხრიდან კონფიდენციალურობის ცვლილებების მუდმივი შეფერხებების ფონზე.

მნიშვნელოვანია, რომ Meta-ს 2022 წლის პირველი კვარტალის შემოსავალი მცირე იყო, კომპანიამ ის შეაფასა $27 მილიარდიდან 29 მილიარდ აშშ დოლარამდე მიმდინარე კვარტალში, რაც ნაკლებია ანალიტიკოსების მოლოდინის 30,25 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით. თუმცა, ანგარიშების მოხსენების შემდგომ, Meta-ს აქციები 22%-ით დაეცა.

კვარტალში პირველად Meta-მ გამოაცხადა, რომ ორიენტირებულია მეტავერსიის შექმნაზე და არა მხოლოდ სოციალური მედიის აპლიკაციების, როგორიცაა Facebook და Instagram მფლობელობაზე, მაგრამ დრო დასჭირდება თავისი მეტავერსიული შესაძლებლობების იმ დონემდე ამაღლებისთვის, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთთან უზარმაზარ ვირტუალურ სამყაროში ურთიერთობა, გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის ყურსასმენების საშუალებით.

აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ადრე გამოაცხადა, რომ კომპანიამ 10 მილიარდი დოლარი დახარჯა მეტავერსიულ ძალისხმევაზე 2021 წელს. 

ახლო პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ Meta კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს, რადგან Apple-მა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებები განახორციელა, კერძოდ, მომხმარებლებს მისცა საშუალება, უარი ეთქვათ აპების თვალყურის დევნების ფუნქციაზე, რითაც, ფაქტობრივად დაბლოკა Facebook და Snap, რომლებიც ამ ტიპის მონაცემებს იყენებენ რეკლამის განსათავსებლად ან პროდუქტის გასაყიდად.

Meta-ს ფინანსური დირექტორის, დევიდ ვენერის თქმით, iOS ეს ფუნქცია ზიანს აყენებს მეტას წინსვლას.

“ჩვენ როგორღაც გადავიტანთ იმ პერიოდს, როცა Apple-ის iOS-ის ცვლილებები არ იყო ძალაში და ველოდებით, რომ ახალი ნორმატივებისა და მოთხოვნების გამო, წინააღმდეგობა ჩვენს სამიზნე აუდიტორიასა და რეკლამაზე გარკვეულწილად გაიზრდება”, – აღნიშნავს ვენერი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიას სხვა პრობლემებიც აქვს. მას კონკურენციას TikTok და Snap-იც უწევენ და რაც უფრო მთავარია, უნდა ებრძოლოს ფედერალური სავაჭრო კომისიის მიმდინარე ანტიმონოპოლიურ სარჩელს. ამ სარჩელში ნათქვამია, რომ მეტა ცდილობს წვრილი კონკურენტების შემცირებას.

საბოლოოდ, კომისიის მიზანია, დაყოს “მეტა” სხვადასხვა სოციალურ ქსელად და არ იყოს პლატფორმების გამაერთიანებელი, თუმცა ამ ფორმით ის დაკარგავს ადგილს, როგორც მსოფლიოში უდიდესი სოციალური მედიის კომპანია. ამის განხორციელებას წლები დასჭირდება, რადგან საეჭვოა, რომ სარჩელს მოკლე დროში განიხილავენ და გადაწყვეტილებაც არ იქნება მარტივი.

წყარო: finance.yahoo

წინა

უორენ ბაფეტის 3 აქცია, რომელიც თებერვალში შეგიძლიათ იყიდოთ

შემდეგი

PayPal-ის აქციები 17%-ით დაეცა, გაიგეთ რატომ…

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
ფეიფალის აქციები დაეცა

PayPal-ის აქციები 17%-ით დაეცა, გაიგეთ რატომ...

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved