• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რუსეთთან კავშირმა ევროპულ აქციებს $100 მილიარდი დააკარგვინა

მარტი 4, 2022
in სიახლეები
რუსეთთან კავშირმა ევროპულ აქციებს $100 მილიარდი დააკარგვინა
გაზიარება

იმის ფონზე, რომ ამ კვირაში, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფმა უკრაინამ კვლავ გვიჩვენა შთამაგონებელი სიმამაცისა და გმირობის მაგალითი, მსოფლიო ბაზრებმა გაურკვევლობისაკენ სვლა განაგრძეს. ევროპულმა ბაზრებმა მილიარდობით დოლარის ზარალი განიცადა და აშშ-ის ფონდების მმართველები მთელი ძალისხმევით ცდილობენ „ტოქსიკური“ რუსული აქციებისგან გათავისუფლებას.

 

მიეცით მშვიდობას შანსი

ბლუმბერგის ცნობით, 18 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ მსოფლიო რუსეთის მიერ უკრაინაზე გარდაუვალი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა, ევროპის Stoxx 600 ბირჟის სიაში მყოფი, რუსეთის ბაზარზე 5%-ით ან მეტით დამოკიდებული 22 კომპანიის საბაზრო ღირებულება $100 მილიარდით შემცირდა. Renault-მა და Wizz Air-მა შემოსავლის 20%-ზე მეტი დაკარგა. თუმცა, Citigroup-ის ის ანალიტიკოსები, რომლებიც 1991 წლის სპარსეთის ყურის ომს, 2003 წლის ერაყის ომსა და 2014 წლის ყირიმის კრიზისს სწავლობენ, იტყობინებიან, რომ ომის დასრულების შემდეგ სწრაფი აღდგენის იმედი არსებობს. Stoxx 600-მა, წარსული კრიზისებიდან 12 თვეში, დაახლოებით 20%-ით მოიმატა.

მხოლოდ ამის იმედად ნუ იქნებით: ევროპაში ომისგან ყველაზე დიდ ზიანს საბანკო სექტორი განიცდის. Stoxx 600 Banks Index, 10 თებერვლის ბოლო უმაღლესი მაჩვენებლის შემდეგ, 20%-ით დაეცა. ყველაზე დიდი დარტყმა ავსტრალიურ Raiffeisen-ს მიადგა, რომელმაც ღირებულების ნახევარი დაკარგა. თუმცა BNP Paribas Wealth Management-ის მთავარმა საინვესტიციო მეთაურმა – ედმუნდ შინგმა, Bloomberg-ს განუცხადა, რომ ბაზრები რისკების ზედმეტად შეფასების პროცესში იმყოფება და ევროპული ბანკები ამ მომენტისთვის შეიძლება დაუფასებელი იყოს.

გართულებული გაყიდვა: მიუხედავად იმისა, რომ 10 თებერვლიდან, აშშ-ის S&P მხოლოდ 3%-ით შემცირდა, ხოლო Stoxx 600 – 4.3%-ით შემცირდა, უოლ სტრიტი კვლავ უნიკალური პრობლემების წინაშე დგას. Morningstar Direct-ის ცნობით, 31 იანვარს, აშშ-ის ერთობლივი ფონდები და გაცვლითი სავაჭრო ფონდები $71 მილიარდის ღირებულების რუსულ აქციებსა და ობლიგაციებს ფლობდნენ. თუმცა მოსკოვის ბირჟა მთელი კვირის განმავლობაში დაკეტილია და უცხოელებს აქციების გაყიდვა აეკრძალათ. ისინი ფაქტობრივად დაიბლოკნენ და აქტივების თავიდან მოშორების საშუალება არ გააჩნიათ. აშშ-ის ზოგიერთი ფინანსური მმართველი, რომელიც, რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესს აწარმოებს, განიხილავს შესაძლებლობას, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას (SEC) მიმართოს თხოვნით, მოხსნას 15%-იანი ლიმიტი იმ არალიკვიდურ ფასიან ქაღალდებზე, რომლის ფლობის უფლებაც მათ გააჩნიათ. The Wall Street Journal-ის ცნობით, Blackrock-მა – მსოფლიოს უდიდესმა აქტივების მმართველმა, SEC-თან არაფორმალური დისკუსიები უკვე დაიწყო.

წინა

6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად

შემდეგი

4 მიზეზი, რატომ დაიბრუნა Target-მა უოლ სტრიტის პატივისცემა

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
4 მიზეზი, რატომ დაიბრუნა Target-მა უოლ სტრიტის პატივისცემა

4 მიზეზი, რატომ დაიბრუნა Target-მა უოლ სტრიტის პატივისცემა

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved