• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ყველაფერი რაც უნდა იცოდე ახალი ელექტრო სატვირთო მანქანების შესახებ

იანვარი 5, 2022
in სიახლეები
ნიკლას და GM-ის ელექტრო მანქანა
გაზიარება

General Motors-მა და Nikola-მ პარასკევს განაცხადეს, რომ ისინი იწყებენ ახალი ელექტრო მანქანების მიწოდებას ბაზრისათვის, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ში ბაზარზე ელექტრომანქანების აქტიური ზრდა უკვე დაწყებულია. სამომავლოდ კიდევ ბევრი ახალი ელექტრომანქანის  მოდელი გამოვა აშშ-ს ბაზარზე, ზუსტად ამიტომ ავტოსექტორს ძალიან საინტერესო 2022 წელი ელოდება.

GM ორი ახალი ელექტრო მანქანის მოდელზე მუშაობს, ესენია: ელექტრო ფურგონი და GMC Hummer. აღნიშნული მოდელები სრულად GM-ის მიერ შექმნილ ელექტრო ძრავ “Ultium-ზე” იმუშავებს. Ultium შინაარსობრივად GM-ის სტანდარტიზებული ელემენტი და ელექტრო ძრავია.

“ეს არის პირველი გამოცდილება Ultium-ისა და GM-ისთვის შექმნან და გადავიდნენ ნულოვან გამონაბოლქვიან ტექნოლოგიაზე, რაც მომავალსაც შეცვლის”, – თქვა GM-მა საინფორმაციო გამოშვებაში. ” სავარაუდო და ამასთან მეტად საიმედოა ისიც რომ აღნიშნული პროდუქტებით, როგორც კომერციული, ასევე საცალო მომხმარებლებიც ისარგებლებენ.”

პარასკევს გვიან ვაჭრობისას GM-ის აქციები 4.7%-ით დაეცა. S&P 500 და Dow Jones Industrial Average შესაბამისად 0.3%-ით და 0.9%-ით შემცირდა. ინვესტორები გააოცა კომპანიაში  ავტომატიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებამ დაეტოვებინა კომპანია.

მეორეს მრივ მოიმატა Nikola-ს (NKLA) აქციის ფასმა, ზრდამ 6.7% შეადგინა, რაც პარასკევის ვაჭრობის ნეგატიური სურათით დაწყების შემდეგ ნამდვილად კარგი შედეგია. პარასკევს, ნიკოლამ პირველი ელექტრო ელემენტის მქონე სატვირთო მანქანის (BEV) ასევე პირველი მიწოდება განახორციელა. 

„ნიკოლა ვალდებული იყო განეხორციელებინა ავტომანქანათა პირველი მიწოდება 2021 წლის მეოთხე კვარტლისათვის და დიდი პატივია ამ ეტაპის აღნიშვნა “, – თქვა ნიკოლას აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რასელმა მის განცხადებაში. მან ასევე დასძინა რომ „TTSI-ს აქვს  მნიშვნელოვანი მიზნები და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დავეხმაროთ მათ თავიანთი ხედვის მიღწევაში ჩვენი ნულოვანი ემისიის სატვირთო მანქანებით.“ მნიშვნელოვანია რომ  TTSI-მ ნიკოლასთან ხელი მოაწერა სამომავლი შესყიდვის  ხელშეკრულებას,  რომელიც 100 მანქანას ეხება.

Tre არის ელექტო ძრავაზე მომუშავე სატვირთო მანქანა, რომელიც ამერიკული ბაზრისათვის კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა, ყოველდღიურად შეუძლია  350 მილის დაფარვა. Nikola-ს ასევე აქვს გეგმები ბაზარს შესთავაზოს სატვირთო მანქანები, რომლებიც იმუშავებს წყალბადზე. ამ სატვირთო მანქანებს ექნებათ მეტი მანძილის გავლის შესაძლებლობა და უკეთესი გადაზიდვის სიმძლავრე, რაც შესაფერისი იქნება გრძელმანძილებზე ტრანსპორტირებისათვის. 

ორივე კომპანიამ GM-მა და Nikola-მ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ახალი ელექტრომობილების მიწოდება 2021 წელს, თუმცა  უმეტესწილად, ეს იყო ელექტრომობილების მიმართულებით სიახლეების დაანონსების წელი. მაგალითად, GM-მა გაასაჯაროვა გეგმები ელემენტის სიმძლავრის, ახალი ელექტრომობილების,  წარმოების სიმძლავრის და მიწოდების ჯაჭვის დახვეწა/ განვითარების შესახებ. მომავლის თვალსაზრისით, 2022 წელი ელექტრული მანქანების ბიზნესში სიახლეების რეალურად განხორციელების წელია.

GM-სა  და Nikola-ს, Ford Motor -სთან(F), Tesla-სთან (TSLA), Rivian Automotive-თან (RIVN), BMW-სთან (BMW.Germany), Audi-სთან და სხვა ავტომწარმოებლებთან ერთად შემდეგ რამოდენიმე თვეში უნდა ჰქონდეთ ახალი ელექტრო მოდელები მათ  შოურუმებში.

ეს ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ, თუ როგორ გაიყიდება ელექტრომობილები სატრანსპორტო ბაზრის მრავალ სხვადასხვა სეგმენტში, სედანებიდან პიკაპებამდე, ასევე დააკვირდნენ რა შედეგი იქნება სატვირთო ავტომანქანების გაყიდვების მიმართულებითაც.

წინა

ილონ მასკმა ტესლას 15 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქციები გაყიდა

შემდეგი

რა არის ოფციონი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 6, 2023
საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან
სიახლეები

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რა არის ოფციონი?

რა არის ოფციონი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
00:00 - შესავალი
00:20 - Alibaba
01:28 - Netflix
2:53 - Lululemon
4:16 - კვირის ETF
5:08 - კომენტარის განხილვა

მოუსმინე საფონდო ბირჟის განახლებულ ვიდეო მიმოხილვას და გაიგეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები 

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
რატომ გაიზარდა Netflix-ის აქციების ფასი - საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_fno3TO3PWIk
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • „ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
  • რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
  • საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved