• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Dollar Tree-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

ივნისი 5, 2024
in სიახლეები
Dollar Tree-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Dollar Tree-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გარდა ამისა, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Family Dollar ბრენდის გაყიდვას ან სპინოფს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი კვარტალური ანგარიში მას შემდეგ, რაც Dollar Tree-ის მენეჯმენტმა მარტში დაახლოებით 1000 ლოკაციის დახურვის გეგმა დააანონსა.

წლის დასაწყისიდან Dollar Tree-ის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის პირველ კვარტალში Dollar Tree-ის შემოსავალი წლიურად 4.2%-ით — $7.63 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $7.65 მილიარდს.

Dollar Tree-ის წმინდა მოგებამ $300.1 მილიონი შეადგინა, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.38 იყო, რაც ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.43-ს.

მარტში Dollar Tree-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ფისკალური 2024 წლის პირველ ნახევარში Family Dollar-ის 600 ლოკაციის, ხოლო დამატებით 370 მაღაზიის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში დახურვას აპირებდა. პირველი კვარტლის ბოლოსთვის კი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 550 ლოკაცია დახურეს და ფისკალური წლის ბოლოსთვის კიდევ 150 მაღაზიის გაუქმება იგეგმება.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Dollar Tree-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $7.3-$7.6 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზი $7.58 მილიარდს შეადგენს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $1-$1.10-ს მიაღწევს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.16).

Dollar Tree-ის ბიზნესზე ასევე იმოქმედა სადისტრიბუციო ცენტრის დაკარგვამ მარიეტაში, ოკლაში, რომელიც აპრილის ბოლოს ტორნადოს გამო განადგურდა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ ბუნებრივი კატასტროფის გამო კომპანიამ $117 მილიონის მოცულობის ზარალი განიცადა.

Family Dollar-ის პოტენციური გაყიდვა ან სპინოფი

გუშინ Dollar Tree-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ შეძენიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, Family Dollar-ის ბრენდის გაყიდვას ან სპინოფს განიხილავენ.

„ჩვენი მიზანია, მოვახერხოთ როგორც Dollar Tree-ის, ისე Family Dollar-ის პოზიციონირება სწრაფი პროგრესისთვის და განვსაზღვროთ, მოუტანს თუ არა ექსკლუზიური გუნდის ჩამოყალიბება თითოეულ ბრენდს სარგებელს. ამასთან რამდენად შექმნის ეს ნაბიჯი ფასეულობას Dollar Tree-ის აქციონერებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის“ — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიკ დრეილინგმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Dollar Tree-ის აქციებს?

Dollar Tree-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $115.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $151.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $109.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dollar Tree-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Dollar Tree-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Microsoft-ისა და Hitachi-ის წარმომადგენლები მრავალმილიარდიან AI პარტნიორობას აანონსებენ

შემდეგი

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved