• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Disney-მ ვიდეო თამაშ Fortnite-ის გამომშვებ Epic Games-თან თანამშრომლობა დააანონსა

თებერვალი 8, 2024
in სიახლეები
Uber-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Disney-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო საათების შემდეგ კი გასართობი ინდუსტრიის კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით გაუმჯობესდა.

Disney-ის კვარტალურმა შემოსავალმა $23.5 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $23.75 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.22-ს მიაღწია (პროგნოზი — $1). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS კი $1.04 იყო და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.16-ით გადააჭარბა.

გარდა ამისა, Disney-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია $1.5 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს ვიდეო თამაშ Fortnite-ის გამომშვებ Epic Games-ში.

განცხადებაში, რომელიც გუშინ, კომპანიის კვარტალურ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ორი ფირმა ერთად იმუშავებს გეიმინგ სამყაროს შესაქმნელად, რომელიც დისნეის პერსონაჟებსა და ისტორიებს გამოიყენებს. ეს გეიმინგ გამოცდილება დაკავშირებულია Epic-ის პოპულარულ საბრძოლო თამაშთან — Fortnite-თან.

Disney-ის აღმასრულებელი დირექტორის — ბობ აიგერის თქმით, კომპანია ამ ნაბიჯს დგამს, რადგან ახალგაზრდა თაობები დროის დიდ ნაწილს ვიდეო თამაშებთან ატარებენ. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ეს მიმართულება მომგებიან ბიზნესად ვაქციოთ“ — დასძინა მან.

ამ ორმა კომპანიამ წარსულშიც ითანამშრომლა, როდესაც მარველისა და ვარსკვლავური ომების პერსონაჟები Fortnite-ში გამოჩნდნენ.

ხარჯების შემცირება მოგებას აძლიერებს

ბობ აიგერმა განაცხადა, რომ დისნეის ხარჯების შემცირების ინიციატივები იყო ძირითადი მიზეზი, რამაც კომპანიის ძლიერი მოგება განაპირობა. მისი თქმით, ხარჯების შემცირების სტრატეგიამ, რომელიც Disney-მ ერთი წლის წინ დანერგა, გასულ კვარტალზე $500 მილიონის ოდენობით დადებითი გავლენა იქონია. ბობმა აღნიშნა, რომ Disney გასულ წელს დასახულ მიზანს მიაღწევს და ხარჯების $7.5 მილიარდზე მეტით შემცირებას შეძლებს.

Disney Stock

ბოლო პერიოდში ბობ აიგერი აქტივისტი ინვესტორის — ნელსონ პელცის და მისი Trian Fund Management-ის ზეწოლის ქვეშ მოექცა. პელცმა, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებას, დისნეის ყოფილ ფინანსურ დირექტორთან — ჯეი რასულოსთან ერთად გააკრიტიკა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და აქციების წარმადობა. მათ ეს მდგომარეობა საბჭოს სტრატეგიულ შეცდომებს მიაწერეს.

აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პელცთან საუბარს არ აპირებს. „უკანასკნელი, რაც ახლა გვჭირდება, არის ჩვენი დროისა და ენერგიის დახარჯვა იმ აქტივისტების მიერ, რომლებსაც, გულწრფელად გითხრათ, სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ და ჩვენი კომპანიის არსი არ ესმით“ — თქვა მან.

ექსპანსია

Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა ახლახან დაანონსებულ სპორტულ სტრიმინგ პარტნიორობას, რომელიც კომპანიის ESPN-ის განყოფილებამ გააფორმა Fox-თან და Warner Bros. Discovery-სთან.

ამ სიახლესთან დაკავშირებით ბობ აიგერმა განაცხადა: „ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაგვედგა ამჟამინდელი მრავალარხიანი ეკოსისტემის და იმის გათვალისწინებით, თუ რა სურთ სპორტის გულშემატკივრებს“.

აიგერის თქმით, დისნეი საკაბელო ტელევიზიის ერთგულია და ეს ბიზნესი მომგებიანი რჩება. „მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, სად არის მომხმარებელი ახლა და როგორია მომავალი“ — დასძინა მან.

ანალიტიკოსების შეფასებები

Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $99.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $108.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $88.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.7%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Disney-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Uber-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

რა ხდებოდა 8 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 8 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 8 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved