• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ჰაკერული შეტევების შიშმა კიბერუსაფრთხოების კომპანიების აქციების ფასები გაზარდა

მარტი 1, 2022
in სიახლეები
ჰაკერული შეტევების შიშმა კიბერუსაფრთხოების კომპანიების აქციების ფასები გაზარდა
გაზიარება

აი უფასო ბიზნეს გაკვეთილი ისააკ ნიუტონისგან: ყოველი ქმედება იწვევს შესაბამის უკუქმედებას.

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრასთან ერთად კიბერ ომს აწარმოებს, მთავრობები და კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არიან ჩართულნი) თავიანთი კიბერუსაფრთხოების პროფილების გაძლიერებას ცდილობენ. შედეგად, კიბერუსაფრთხოების კომპანიების აქციების ფასები იზრდება.

ომი ციფრულ ეპოქაში

უკრაინის ზოგიერთი სამთავრობო ვებ-გვერდი ჰაკერული შეტევის მსხვერპლი  გახდა. ჰაკერები იყენებდნენ მათ მიერ მართულ „ბოტებს“ იმისთვის, რომ ვებ-გვერდები ზედმეტად დაეტვირთათ და მათი გამორთვა გამოეწვიათ. მაგრამ კიდევ უფრო დიდი საზრუნავია უკრაინაში აღმოჩენილი დესტრუქციული „გამწმენდი“ მავნე პროგრამა, რომელიც ინფიცირებული კომპიუტერიდან მონაცემებს შლის და მისი უფუნქციოდ ქცევა შეუძლია. FBI-მ, ისევე, როგორც კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ, ამერიკული კომპანიები გააფრთხილა, რომ შაბათ-კვირას მომზადებულიყვნენ და დაცვა გაეძლიერებინათ. ორშაბათს კი, როდესაც საფონდო ბირჟა გაიხსნა, კიბერუსაფრთხოების კომპანიებმა დიდი „მოსავლის აღება“ დაიწყეს:

  • Global X Cybersecurity ETF ორშაბათს 3.8%-ით, ხოლო ბოლო სამი სესიის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულმა Nasdaq 100-მა მხოლოდ 0.3%-ით მოიმატა.
  • CrowdStrike არის კომპანია, რომელმაც 2016 წელს DNC-ის სერვერებში რუსი ჰაკერების ჩარევა გამოააშკარავა. მისი აქციების ფასი 1 იანვრიდან 23 თებერვლამდე 18%-ით დაეცა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი 20%-ით გაიზარდა.

ტოიოტას პრობლემები: მას შემდეგ, რაც ტოიოტას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნაწილების მომწოდებელზე საეჭვო კიბერშეტევა მოხდა, კომპანიამ ორშაბათს იაპონიაში ქარხნები დახურა. თავდასხმის წარმომავლობა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა იაპონიის მაღალჩინოსნებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ მათი ვარაუდით, ეს იყო რუსეთის შურისძიება უკრაინის ერის მხარდაჭერისთვის.

ქლაუდ უსაფრთხოების ფირმის – Cato Networks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – შლომო კრამერმა Financial Times-სთან განაცხადა, რომ კიბერ ბაზარი ახლა იწყებს განვითარებას და პატარა კიბერ ომი ამ ბაზრის სწრაფი ტემპებით ზრდას გამოიწვევს. მან ასევე დასძინა, რომ ბაზრის შემდეგ დონეზე გადასასვლელად საკმარისი „ტკივილია“ საჭირო, შეიძლება ეს კონფლიქტი არ აღმოჩნდეს ამის გამომწვევი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

წინა

რატომ გაიზარდა Renewable Energy Group-ის აქციების ფასი ასე სწრაფად

შემდეგი

რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტი უკვე სახეზეა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტი უკვე სახეზეა

რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ეფექტი უკვე სახეზეა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved