როგორც Bloomberg იუწყება, შეშფოთება რუსეთისა და პეკინის ურთიერთობების გამო იზრდება. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ჩინურ აქციებს ცუდი დღე დაუდგათ, რადგან სწორედ ზემოთ ხსენებული ფაქტორის გამო პანიკური გაყიდვები შეინიშნება.
Hang Seng China Enterprises Index ორშაბათს დაიხურა 7,2%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2008 წლის ნოემბრის შემდეგ. Hang Sang-ის ტექნიკური ინდექსი დაეცა 11%-ით, რაც 2020 წლის შემდეგ მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.
ეს ფართომასშტაბიანი არეულობა მოჰყვა განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში დახმარება ჩინეთს სთხოვა. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთს არ მიუღია ეს წინადადება, მოვაჭრეები შიშობენ, რომ პეკინის პოტენციურმა ინიციატივამაც კი შეიძლება ცუდად იმოქმედოს და გამოიწვიოს გლობალური რეაქცია ჩინეთის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციები. ამ შიშებს ზემოდან ემატება კოვიდის გამო ჩაკეტილი ქალაქი სამხრეთით, რომელიც საკვანძო ტექნიკური ცენტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, შპს Tencent Holdings-ს ემუქრება რეკორდული ჯარიმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის, რის გამოც ორშაბათის აქციები თითქმის 10%-ით დაეცა. ასევე არსებობს ჩინეთის ფირმების აშშ-იდან გასვლის რისკი, რადგან ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის კომისიებმა მიაკვლიეს რამდენიმე უცხოურ კომპანიას, რომელიც არ აძლევს ამერიკელ მარეგულირებლებს თავის ბუღალტერიაში ჩახედვის საშუალებას.
„თუ აშშ გადაწყვეტს სანქციების დაწესებას ჩინეთზე ან ცალკეულ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც საქმიანობენ რუსეთთან, ეს შემაშფოთებელი იქნება“, – თქვა მარკ მობიუსმა, რომელმაც შექმნა Mobius Capital Partners.
ამასთან, რამდენიმე მსხვილმა ფონდმა მნიშვნელოვანი ზარალი გამოაცხადა, რომელიც რუსეთს უკავშირდება. BlackRock Inc.-ის სახსრები, რომლებიც ექვემდებარება რუსეთს, ომის დაწყების შემდეგ 17 მილიარდი დოლარით შემცირდა. პარასკევს, Golden Dragon Index, რომელიც აკონტროლებს ამერიკული სადეპოზიტო ქვითრებს ჩინური ფირმების შესახებ, 10%-ით დაეცა ზედიზედ მეორე დღეს – რაც აქამდე არასდროს მომხდარა მის 22-წლიან ისტორიაში. დაცემულია იუანიც, რადგან ჩინეთის აქტივების მიმართ განწყობა გაუარესდა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ მთავარ კატალიზატორს უახლოეს პერსპექტივაში, რომელიც დაეხმარება ჩინურ აქციებს, თუმცა მოგების შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს აქციების ფასის მერყეობა”, – თქვა მარვინ ჩენმა, Bloomberg Intelligence-ის სტრატეგმა.
ტექნიკური აქციების ისტორიული ვარდნა ცუდად მოქმედებს ჩინეთის დიდ კომპანიებზეც, რომელთა რიცხვი გაიზარდა წელს, როდესაც სტრატეგები მაღალ ფსონებს დებდნენ. ახლა ისინი კვლავ ოპტიმისტურად ვეღარ უყურებენ ჩინურ აქციებს და აცხადებენ, რომ ფსლონებს ამცირებენ. მაგალითისთვის, MSCI China Index-ის შეფასებები 2021 წელთან შედარებით განახევრდა.
წყარო: finance yahoo